Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ეზრა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე ნეშტთა პირველი ეზრა ნეემია

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

1 მას ჟამსა დარეჰ მეფემან ძიება-ყო და პოვა სახლსა მეფეთა წიგთა მატიანთასა ბაბილონელთასა.

2 და პოვა ჰამათიასტია ქალაქსა იეგბატანელთასა, თავი ერთი წიგნი ტომარი, და ესრეთ წერილ იყო წიგნსა მას საჴსენებელთასა:

3 წელსა პირველსა კჳროსისა, კჳროს მეფემან უბრძანა სახლისა უფლისა, რომელ არს იერუსალჱმს, და თქუა: აღეშენენ ტაძარი უფლისა და ადგილი, სადა შეწირონ შესაწირავი უფლისა. და მისცა ზომი სიმართლისა სამეოც წყრთაი და სივრცისა - სამეოც წყრთა.

4 და განუწესა სამი ჯერი ქვათაგან ძლიერთა და ჯერი ერთი ძელი. ესრეთ აღიშენენ და მიეცინ ყოველივე ტაძრად.

5 და ჭურჭელი სახლისა უფლისა - ვეცხლისანი და ოქროჲსანი, რომელი მოიღო ნაბუქოდონოსორ სახლისაგან უფლსა იერუსალიმით და დაყო ბაბილონს, აწ შეაქციეთ და მიეცით და მიიღონ ტაძრად უფლისა იერუსალიმს, და წარვიდენ და წარიღონ ადგილსა თჳსსა, სადა დადებულ იყო.

6 მას ჟამსა მისცა დარეჰ წიგნი ბრძანებისა მთავრისა მის მდინარისა კერძოჲსა სათრაბუზანს და მონათმოდგამთა თჳსთა მდინარითკერძოჲსა და უფროსღა შორიელთა ადგილთა.

7 აწ ამიერითგან მიუშჳთ შენება სახლისა მის ღმრთისა მთავართა მათ ჰურიათა და მოხუცებულთა ისრაჱლისათა, და აღაშენონ სახლი იგი ღმრთისა ადგილსავე თჳსსა.

8 და მე მიბრძანებიეს, რათა არღარავინ აყენებდეს მოხუცებულთა ჰურიასტანისათა ისრაჱლისათა აღშენებად სახლისა უფლისა ღმრთისა თჳსისასა და ჴელმწიფებისაგან სუფევისა ჩემისასა; რომელ არიან ხარკისა მომჴდელნი მდინარითკერძონი, ყოვლითა კრძალულებითა მისცენ საჴმარი კაცთა მაგათ და ნუმცა დააბრკოლებენ

9 შვილნი კუროთანი და ვერძთანი წელიწდეულნი საკუერთხად უფლისა ღმრთისა ზეცათასა, იფქლი, და მარილი, და ღჳნოჲ და ზეთი, ვითარცა გიბრძანონ მღდელთმოძღვართა იერუსალჱმისათა, იყავნ დაუბრკოლებელად მიცემულ დღითი დღე, ვითარცა მიიღებდენ.

10 და შესწირედ მსხუერპლი სულნელი უფლისა ღმრთისა ზეცათასა და ლოცვა-ყონ ცხოვრებისათჳს მეფისასა და ძეთა მისთათჳს.

11 და ჩემგან განვიდა ბრძანება ესე, და ყოველი კაცი, რომელი წინააღუდგეს ბრძანებასა ჩემსა, დაარღვიეთ სახლი მისი და მოიღეთ ძელი სახლისა მისისაგან და აღმართეთ ძელი იგი და დამსჭუალეთ კაცი იგი მას ზედა, რომელი წიხააღუდგეს ბრძანებასა ჩემსა, იყავნ მისად საყუედრელად საუკუნოდ

12 და ღმერთმან, რომლისა დამკჳდრებულ არს სახელი მისი მას ზედა, განხრწნენინ და დაარღვიენ მეფობა და ერი, რომელი წარმდებ იქმნა და აღყო ჴელი თჳსი დაყენებად და განრყუნად სახლისა მის უფლისა ღმრთისა, რომელი-იგი არს იერუსალჱმს. მე, დარეჰ მეფემან, დავდევ ბრძანება ესე და ნუვის უფლიეს გარდასლვად

13 მას ჟამსა მთავარი იგი მდინარეთკერძოთა სათრაბუზან და მონათმოდგამნი მათნი, რომელ-იგი მიწერა დარეჰ მეფემან, მსწრაფლ აღასრულეს ბრძანება იგი მისი.

14 და მოხუცებულნი იგი ურიათანი აშენებდეს და ლევიტელნი იგი ჟამთა მათ წინასწარმეტყუელებისათა ანგეასთა და ზაქარიასათ, ძისა ადდოვეასსა. აღაშენეს და დაამტკიცეს ბრძანებისა მისებრ უფლისა ისრაელისა, ვითარცა უბრძანა კვიროს მეფემან და დარეჰ და ჟამთა არტარასისთა, მეფისა სპარსთასა

15 რომელსა დღესა სამი იყო ადარისა თთჳსა, წელსა მას მეექუსესა შარავანდობისა დარეჰისასა, აღესრულა ტაძარი იგი.

16 და ყვეს ძეთა ისრაელისათა, მღდელთა მათ და ლევიტელთა, რომელნი-იგი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისა მისგან, სატფური სახლისა უფლისა დიდითა სიხარულითა.

17 შეწირეს სატფურსა მას სახლსა უფლისასა ზვარაკი ასი, ვერძი ორასი, კრავი ოთხასი, წელიწდეულნი თხათაგან ცოდვათათჳს ყოვლისა ისრაელთათჳს ათორმეტ, მსგავსად რიცხჳსა მისგან ნათესავთა ისრაელისათა.

18 დაადგინნეს მღდელნი იგი თითოეულად ადგილთა თჳსთა და ლევიტელნი იგი განწილვისა მისებრ განყოფისა მათისასა მსახურებასა მას უფლისასა იერუსალჱმს, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას მოსესსა.

19 და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, გამოსრულთა მათ ტყვეობისაგან, ზატიკი იგი უფლისა დღესა მეათოთხმეტესა თთვისა მის პირველისასა.

20 და განწმიდნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი იგი, და იყუნეს იგინი წმიდა, და შეწირეს ზატიკი იგი უფლისა ყოველთა, რომელნი-იგი გამოსრულ იყუნეს ტყვეობისა მისგან, ძმათა მათთა და მღდელთა.

21 და შეჭამეს ძეთა ისრაჱლისათა ზატიკი იგი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყვეობისაგან, და ყოველნივე, რომელნი განშორებულ იყუნეს სიბილწისა მისგან ნათესავთა მათ მის ქვეყანისათა, რომელნი-იგი მოსრულ იყუნეს მათა გამოძიებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

22 და ყვეს დღესასწაული ბალარჯობისა შვიდ დღე და გახმხიარულდეს იერუსალჱმს, რამეთუ მხიარულ-ყუნა იგინი უფალმან ღმერთმან და მოაქცია უფალმან გული მეფისა მის ასურთა მათდა მომართ, რათა შეეწიოს და განაძლიერნეს ჴელნი მათნი საქმედ ტაძრისა მის უფლისა, ღმრთისა ისრაილისა

<< ← Prev Top Next → >>