ბიბლია, პირველი ეზრა, თავი 7. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10410&pid=17&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ეზრა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე ნეშტთა პირველი ეზრა ნეემია

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

1 და შემდგომად სიტყჳსა მათ შარავანდობისა არტახშესის, მეფისა სპარსთასა, გამოვიდა ეზრა, ძე სარუველისი, ძისა აზრიასი, ძისა ქელკიასი,

2 ძისა სილომისა, ძისა სედაკისა, ძისა აქიტობისი,

3 ძისა სამარიასი, ძისა ეზრიასი, ძისა მარგთასა,

4 ძისა ზარეასი, ძისა ოზიასი, ძისა ბუკეისი,

5 ძისა აბისუმისი, ძისა ეფნესესი, ძისა ელიეზარისა, ძისა აჰრონისი პირველის მღდელისა.

6 ესე ეზრა, რომელი გამოვიდა ბაბილონით, იყო მწერალი მალედ სჯულისა მის მოსესისა, რომელი-იგი მოსცა უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან. და მისცა მას მეფემან ყოველივე, რაცა უნდა და ითხოვოს. რამეთუ ჴელი უფლისა ღმრთისა იყო მის თანა.

7 და გამოვიდეს მის თანა ძეთა მათგან ისრაელისათა მღდელთა მათგანნი და ლევიტელთა და შემსხმელთა მათგანნი მსახურთა და მეკარეთა მათგანნი და ნათანაელთა მათგანნი იერუსალიმად წელსა მეშჳდესა არტაშესის მეფისასა.

8 გამოვიდნენ იერუსალჱმად თთვესა მას მეშჳდესა, რომელი-იგი იყო წელი მეშჳდე მეფისა მის.

9 და თთჳსთავსა მის მეშჳდისა თთჳსასა მოვიდა ეზრა იერუსალიმად, რამეთუ ჴელი უფლისა ღმრთისა ამაღლებულ იყო მის თანა.

10 და დაიდვა ეზრა გულსა თჳსსა მოძიებად სჯულისა მის უფლისა და აღწერად მისა და სწავლად ისრაელისა ბრძანებანი და მსჯავრნი.

11 ესე არიან ბრძანებანი იგი, რომელი მისცა არტაშეს მეფემან ეზრას მღდელსა და მწერალსა წიგნთასა და სიტყუათა უფლისათა და ბრძანებისა სჯულისა უფლისათა და ბრძანებითა მით, რომელი იყო ზედა ისრაილსა.

12 არტაშეს მეფემან მეფეთამან ეზრა მწერალსა სჯულისა უფლისა ღმრთისასა ზეცათასა,

13 ყოვლითა სიმტკიცითა მივეც მე ბრძანება ყოველთა ზედა, რომელნი არიან სუფევასა ჩემსა ერისა მისგან ისრაელისასა მღდელთა მათგან და ლევიტელთა, რათა აღვიდენ ყოველნი იერუსალჱმად შენ თანა.

14 პირისაგან მეფისასა და შჳდთა თანამზრახველთა მიწერა წიგნი ესე მოძიება ჰურიათა და იერუსალჱმელთა წინამძღურებითა ეზრასითა, რომლისა იყო სული ღმრთისა ჴელთა შინა მისთა.

15 და უბრძანა მეფემან მიცემად სახლსა უფლისასა ვეცხლი და ოქრო თახამზრახველითურთ თჳსით იერუსალჱმს და დადება ტაძარსა მას შინა წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაელისა.

16 და ყოველივე, რაოდენიცა იპოვოს ვეცხლი და ოქროჲ, რომელნი მიიტყვენნეს ჰურიანი მსხემობით ბაბილონად, ერთა და მღდელთა მათ თანაწარიღედ და მიიღედ სახლსა მას უფლისასა იერუსალჱმად.

17 და ყოველთავე, რომელნი განვიდენ, იგინი განმზადნნედ ესრეთ სახედ, ვითარცა ვწერეთ, ზვარაკები, ვერძები და კრავები და საკვერთხნი და შესაწირავნი მათნი და შეწირედ ზედა საკურთხეველსა უფლისა ღმრთისა თჳსისასა იერუსალჱმს.

18 უფროს და უმეტეს შენთჳს და ძმათა შენთათჳს ვყავ ქველის-საქმე, დაუტევე ოქრო და ვეცხლი, ვითარცა შეაშუს ღმრთისა, თქუენცა ეგრეცა ყავთ.

19 და ჭურჭელი იგი მიგცეს შენ სამსახურებელად სახლისა უფლისა, წარიღე შენ თანა და მიეც იერუსალჱმს.

20 და ნეშტი იგი მიეც დამარხვად საფასესა სახლსა სამეუფოსა.

21 მე, არტახშეს მეფემან, მივეც ბრძანება ყოველთა მეფასეთა, რომელნი იყვნეს მიერ კერძო მდინარით ევფრატით, ყოველსავე, რასაცა ითხოვდეს თქუენგან ეზრა მღდელი და მწერალი სჯულისა უფლისა ღმრთისა ზეცათასა, მიეცით სახლსა უფლისა ღმრთისა ზეცათასა.

22 და მზა-უყავთ ვეცხლი ასი ტალანტი და იფქლი ასი საწყაული და ღჳნო იგივე საწყაული და ზეთი იგივე ზომი.

23 და ნუმცა ვინ წინააღუდგების ბრძანებასა მეფისასა. ყოველივე, რაცა ვბრძანე, სახელითა უფლისა ღმრთისა ზეცათა და ქუეყანისა, ეგრეცა იყავნ, და ნუ ვინ ჴელსა ჰყოფნ დაბრკოლებად სახლისაგან უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, რათა არა იყოს რისხვა უფლისა ღმრთისა ზედა მეფობასა ჩემსა და ძისა ჩემისასა

24 გაუწყებთ თქუენ, რათა ყოველი, რომელი იყოს მღდელთა მაგათგანი და ლევიტელთა და ფსალმუნთშემსხმელთა და მეკარეთა და ნათანაელთა, რომელნი-იგი იყუნეს მსახურნი სახლისა უფლისანი, ნუმცა მისცემენ ხარკსა, ნუძცა ვის უფლიეს დამონება მათი.

25 და შენ, ეზრა, რომლისა სიბრძნე ღმრთისა შენისა ჴელთა შინა შენთა არს, დაადგინენ მწერალნი და მსაჯულნი მათ ზედა, რომელნი სჯიდენ ყოველსა მას ერსა, რომელნი არიან მდინარესა მას მიერ კერძო და ასწავებდენ ყოველთა, რომელთა არა იციან სჯული ღმრთისა შენისა, რომელთა-იგი არა იცოდიან, ყოველთა

26 ყოველთავე, რომელთა არა ყონ მსგავსად სჯულისა მის უფლისა და ბრძანებისა მისებრ მეფისასა, მი-მცა-ეცემიან მსაჯულსა საქმეთა მათებრ თჳსთა, გინა თუ სიკუდილსა, გინა თუ სატანჯველსა, გინა თუ ზღვევად, გინა თუ პყრობილებად.

27 კურთხეულ არს უფალი ღმერთი მამათა ჩუენთა, რომელმან შთაუგდო გულსა მეფისასა, და დიდებულ-ყავნ სახლი იგი უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რომელ არს იერუსალჱმს.

28 და ყო ჩემ თანა წყალობა, და პატიოსან-მყო მე წინაშე მეფისა და თანამზრახველთა მისთა და წინაშე ყოველთა მთავართა მეფისათა, და მე განვძლიერდი, რამეთუ ჴელი უფლისა ყოვლითურთ აღმაღლებული ჩემ თანა, შევკრიბენ ყოველნი მთავარნი ისრაჱლისანი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ჩემ თანა

<< ← Prev Top Next → >>