Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ეზრა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე ნეშტთა პირველი ეზრა ნეემია

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

1 და არიან მფლობელნი მამათმთავარნი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ჩემ თანა შარავანდობასა არტახშეს მეფისასა და მეფისა მის ბაბილონელთასა:

2 ძეთაგან ფინეზისათა გერსონ, და ძეთა მათგან ითამარისთა დანიელ, და ძეთა მათგან დავითისთა ატუუს.

3 და ძეთა მათგან ნააქისთა ნია, და ძეთა მათგან ფოროსისთა ზაქარია, და მის თანა ასერგასის კაცი.

4 და ძეთა მათგან ფაათ ელიანი, ძე ზარესი, და მის თანა ორასი კაცთა მათგანი.

5 და ძეთა მათგან ზათუფელისთა სექენია, ძე აზილისი, და მის თანა სამასი კაცთა მათგანი.

6 და ძეთა მათგან ადეასთა ობენ, ძე იონათანისნი, და მის თანა ერგასისი კაცთა მათგანი.

7 და ძეთა მათგან ელამისთა ესაია, ძე ათალიასი, და მის თანა სამეოცდაათი კაცთა მათგანი.

8 და ძეთა მათგან საფატიასთა ზამბდია, ძე მიქაელისი, და მის თანა სამეოცდაათი კაცთა მათგანი.

9 და ძეთა მათგან იოაბადია, ძე იეელისი, და მის თანა ორასდაათრვამეტი კაცთა მათგანი.

10 და ძეთა მათგან ბაანისთა სელიმოთ, ძე იოსებისი, და მის თანა ასსამეოცი კაცი მათგანი.

11 და ძეთაგან ბაბეისთა ზაქარია, ძე ბაბესი, და მის თანა ოცდარვა კაცთა მათგანი.

12 და ძეთა მათგან ადონიკამისთა და აზდადისთა იოენან, ძე ზაკატანისი, და მის თანა ასდაათი კაცთა მათგანნი.

13 და ძეთა მათგან ადონიკამისთა ესქატი. და ესე არს სახელები ამათ ყოველთა: ელიფალათ, იეიელ და სამეა და მის თანა სამეოცი კაცთა მათგანი;

14 და ძეთა მათგან ბაგუისთა უთაია და ზაბუთ და მის თანა სამეოცდაათი კაცთა მათგანი.

15 და შევკრიბენ იგინი კიდესა მდინარისასა, რომელი ვალს იევის, და მოვიღე მუნ სავანე სამ დღე და სიმრავლე იგი ერისა მის, და ძეთა მათგან მღდელთა, და ძეთა მათგან ლევიტელთა არავინ ვპოვე.

16 და მივავლინენ ელიაზარისა და არიელისა და სემისა მარასა და ზარიბ და ზეილა, ნათან და ზაქარია და მესოლამ და იარიბ და ელმათა.

17 და გულისჴმა-უყო და მოიყუანნეს იგინი წინაშე მთავართა მათ, რომელნი-იგი იყვნეს ადგილსა მეფასეთასა და მისცნეს სიტყუანი პირსა მათსა. რათა ეტყოდიან ძმათა თჳსთა თანა ნათანიმს, რომელი-იგი არს ადგილსა მეფასეთასა, რომელნი-იგი მოიყვანნეს ჩუენდა, რომელნი-იგი შეასხმიდეს სახლსა ღმრთისასა ჩუენისასა

18 და მოვიდეს ჩუენდა, რამეთუ იყო ჴელი ღმრთისა ჩუენისა აღსამაღლებელად ჩუენ თანა მარადის ძეთა მათგან ლევიტელთა და ძეთა მათგან ისრაჱლისათა. და პირველად მოვიდეს ჩუენდა ძენი მისნი და ძმანი მისნი ათვრამეტ;

19 და ასებია და იესეა და ძეთა მათგან მერარისთა და ძმანი მისნი და ძენი მისნი - ოც კაც;

20 და ნათანისგანნი, რომელნი-იგი მისცნა დავითმან და მთავართა მათ მონებად, განცდად ლვეიტელთა და ნათანიმ ორასდაოც, და ყოველნივე შეკრბეს მსგავსად სახელისა მათისა.

21 და მივაწვიეთ მუნ მარხვა კიდესა მას მდინარისა აკუთაისსა და ვილოცევდით წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა და ვითხოვდით მისგან გზასა სიწრფოებისასა ჩუენთჳს და შვილთა ჩუენთათჳს და ყოვლისათჳს, რომელი იყო ჩუენ თანა.

22 რამეთუ შევირცხვინეთ თხოვად მეფისაგან შემწეობისათჳს მჴედრებისა, რათამცა განმარინნეს ჩუენ მტერთა ჩუენთაგან გზასა მას, ვარქუთ ჩუენ მეფესა მას ესრეთ, ვითარმედ: ჴელი უფლისა ღმრთისა ჩნენისა შემწე არს ყოველთა, რომელნი ეძიებენ მას კეთილსა შინა, და ძლიერება მისი და რისხვა მისი ყოველთა ზედა არს, რომელთა დაუტევეს იგი

23 და ვიმარხევდით და ვითხოვდით ღმრთისაგან ჩუენისა ამის ყოვლისათჳს, და ისმინა ჩუენი უფალმან.

24 და წარვავლინეთ მთავართა მათგანი მღდელთასა ათორმეტნი, სარაბია და ასაბია და მათ თანა ძმათა მათგანნი ათნი.

25 და აღვწონეთ და მივეცით მათ ვეცხლი და ოქროჲ და სამსახურებელი პირველთა სახლსა მას ღმრთისა ჩუენისა, რომლითა აღგვამაღლნა ჩუენ მეფემან და თანამზრახველთა მისთა და ყოველმან ისრაჱლმან, რომელნი-იგი იყვნეს მუნ.

26 და აღვწონეთ და მივეცით მათ ვეცხლი ექუსასდაერგასისი ტალანტი და ჭურჭელი ვეცხლისაჲ ასი და ოქროსაჲ ასი ტალანტი.

27 და სხვა ჭურჭელი ოქროსაჲ ოცდასამი და ჭურჭელი სპილენძისა წმინდა, რჩეული, ოქროცხებული.

28 და ვარქუ მათ: თქუენცა განწმედილ ხართ უფლისა ღმრთისა მიერ, და ყოველი ჭურჭელი წმინდა უფლისა არს, ოქროსა და ვეცხლისა რჩეული, უფლისა ღმრთისა მამათა ჩუენთასა.

29 მღვიძარედ დეგით და ჴუმილევდით, ვიდრემდის აღსწონოთ ეგე წინაშე მთავართა მათ მღდელთა და ლევიტელთა და მფლობელთა მათ მამათა მთავართა ისრაჱლისათა, რომელნი არიან იერუსალჱმს, კარავთა შინა სახლისა უფლისათა.

30 და აღიღეს მღდელთა მათ და ლევიტელთა რიცხჳ იგი ოქროსა და ვეცხლისაჲ და ჭურჭლისა, და მიიღეს იერუსალჱმად სახლსა შინა ღმრთისა ჩუენისასა.

31 და აღვდეგით და წარვიძრენით იაოს მდინარით, რომელსა დღესა ათორმეტ იყო თთვე, და მოვედით მის პირველისა და მოვიწიენით იერუსალჱმად, ჴელი ღმრთისა ჩუენისა იყო ჩუენ თანა და მიჴსნნა ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთასა და მბრძოლთა ჩუენთაგან, რომელნი იყვნეს გზასა მას.

32 და მოვედით იერუსალჱმად და განვისვენეთ მუნ სამ დღე ოდენ.

33 და დღესა მას მეოთხესა აღვწონეთ და მივეცით ვეცხლი იგი და ოქრო და ჭურჭელი სახლსა მას უფლისა ღმრთისა ჩუენისასა ჴელთა მარემოთ ძისა ჰურიასა მღდელისათა, რომელი-იგი იყო მის თანა ელიეზერ, ძე ფინეზისი, და იოაბად, ძე ისუასი, და ნოადია, ძე ბანესი, და სხვანი ლევიტელნი

34 და იყო აღთუალვა რიცხჳსა მის ყოვლისა, დაიწერა ყოველი იგი წონით რიცხჳსა მის სრულისა.

35 და მას ჟამსა შინა, რომელნი გამოსრულ იყვნეს ტყვეობისა მისგან შვილნი მსხემობისანი, შესწირეს საკვერთხნი უფლისა ღმრთისა ისრაელისა ზვარაკები ათორმეტ ყოვლისათჳს ისრაჱლისა, ვერძები ოთხმეოცდაათექუსმეტ, კრავები სამეოცდააჩვიდმეტ და წელიწდეულნი ცოდვათათჳს - ათორმეტ. ესე ყოველი საკუერთხები შეწირეს უფლისა ღმრთისა

36 და მისცეს აღწერილი იგი წიგნი ჭურჭლისა მის, რომელი-იგი ებრძანა მეფესა მას, ნახპეტთა და მთავართა მათ მდინარითკერძოთა ევფრატისათა, და დიდებულ-ყვეს ერი იგი და ტაძარი იგი ღმრთისა.

<< ← Prev Top Next → >>