Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ნეემია

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ეზრა ნეემია ესთერი

თავი 1 2 3 4 5

1 და იყო თვესა მას ქასლევსა, წელსა მას მეოცესა არტაშეს მეფისასა, მე ვიყავ შუშ დედაქალაქთა მათ აბირაასთა.

2 და მოვიდა ერთი ძმათა ჩემთაგანი ჩემდა, იგი და კაცნი იუდასნი, და ვკითხე მათ ჴსნილთა მათთჳს, განრინებულთა ტყვეობისა მისგან იერუსალემისათჳს.

3 და მრქვა მე: განრინებულნი იგი ტყვეობისაგან მათისა მუნ არიან სოფელსა თჳსსა დიდსა ჭირსა და ყვედრებასა, და ზღუდენი იერუსალემისანი დგანან ეგრევე დაჴსნილნი და დარღვეულნი, და ბჭენი მისნი მომწვარ არიან ცეცხლითა.

4 და იყო, რაჟამს მესმეს მე სიტყუანი ესე, დავჯედ და ვსტიროდე და ვიგლოვდი მრავალ დღე, ვიმარხევდი და თაყუანის-ვსცემდი წინაშე უფლისა ღმრთისა ჩემისა ზეცათასა.

5 და ვთქუ: უფალო ღმერთო ცისა და ქვეყანისაო, რომელი-ეგე ძლიერ ხარ, დიდ და საშინელ, დაუმარხე აღთქმა შენი და წყალობაჲ მოყუარეთა შენთა და რომელთა დაიცვეს სჯული შენი.

6 იყვნედ ყურნი შენნი სმენად და თვალნი შენნი ხედვად, და აწ ისმინე და იხილე ლოცვა მონისა შენისა, რომელთა მე დღეს შევსწირავ შენ წინაშე დღე და ღამე ძეთა მათთჳს ისრაელისათა მონათა შენთა, რომელნი მიეცნეს ჭირსა ცოდვათა ჩუენთათჳს, რომელი-იგი შეგცოდეთ მე და სახლმან მამისა ჩემისამან

7 ვცოდეთ და გარდასლვით გარდავჴედით და არა დავიმარხეთ სჯული შენი და ბრძანებანი და განკითხვანი შენნი, რომელნი-იგი მამცენ ჩუენ ჴელითა მონისა შენისა მოსესითა.

8 მოიჴსენე, უფალო, სიტყუანი, რომელ ამცენ მოსეს, მონასა შენსა, სთქუ: უკეთუ არა დაიმარხოთ სჯული ჩემი, და მე განგაბნინე თქუენ წარმართთა შორის.

9 უკუეთუ მოიქცეთ და დაიმარხოთ სჯული ჩემი, და ჰყვნეთ იგინი, და თუ იყვნეთ განბნეულ ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა და მიერცა, შეგიკრიბნე თქუენ და მოგიყვანნე თქუენ ადგილსა მას, რომელი-იგი გამოვირჩიე და სადა დამკჳდრებულ არს სახელი ჩემი მას ზედა.

10 და აწ, ესერა, მონანი შენნი და ერი შენი, რომელი იჴსენ ძლიერებითა შენითა და დიდითა ძალითა შენითა და მაღლითა მკლავითა

11 ნუ დაგუთხევ ჩუენ ჴელთაგან შენთასა, არამედ იყვნედ ყურნი შენნი მოხედვად ლოცვასა მონათა შენთასა და ისმინე ვედრება მათი, რომელთა ეშინის, უფალო, და წარმართე თხოვა ესე მონათა შენთა დღეს შენ წიაღ და მეც მე პოვნად წყალობისა წინაშე ამის კაცისა, და ვიყავ მე ღვინისმნე მეფისა მის

<< Prev Top Next → >>