ბიბლია, ესთერი, თავი 1. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10419&pid=19&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ესთერი

ბიბლია - ძველი ქართულით

ნეემია ესთერი იობი

თავი 1 2 3 4 5

1 იყო შემდგომად სიტყუათა ამათ დღეთა ასვირეოს დიდისა, ესე იგი არს არტაქსექს მეფე, რომელმან დაიპყრა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპადმდე ასოცდაშვიდი სოფელი.

2 მათ დღეთა შინა, რაჟამს დაჯდა საყდარსა შუშანს შინა, ქალაქსა, საყდარსა სამეუფოთა,

3 წელსა მესამესა მეფობისა მისისათა უყო სუმა ყოველთა ერთა სპარსთა და უჟიკთა მთავართა სოფლებისათა წინაშე პირსა მისსა.

4 რათა უჩვენოს მათ სიმდიდრე დიდებისა მისისა და პატივი სიქველისა სიხარულითა და შვებითა, რათა დასხდენ დედანიცა უცხოთესლნი,

5 რამეთუ ესე დღენი არიან ქორწინებისა მეფისანი და ამისა შემდგომად უჩუენა მათ სიმდიდრე სუფევისა მისისა. და ყო მეფემან სმა ყოველთათჳს, რომელნი იპოვნეს. შუშანს შინა ქალაქსა მცირითგან დიდადმდე ვიდრე შვიდ დღე ეზოსა სამეუფოსასა,

6 დარეცილი ზეზითა და ცისსხეულითა და მეწამულითა და იაკინთითა ჭრელებულითა ყვავილოვნად თჳთოფერითა და კარვები აღმართებულ საბლებითა ბისონისა და ძოწეულისათა და ტორანტოსები ვეცხლისა და სვეტები ბრინჯისა ოქროლესულითა, ტახტები ოქროჲსი და ვეცხლისა და ანთრაკ ფენილი ზედა ზმარაგდოსა ქვათა, და კაპოეტის ქვით დასაგებელნი თჳთოფერად ჭრელებულად ყვავილოვნად და გარემოს ვარდი მოფენილ

7 სმანი დღეთა მრავალთა ვიდრე ასოთხმეოც დღე და ოდეს აღესრულნეს დღენი მრავალნი სმისანი, ყო მეფემან ყოველთათჳს, რაოდენი იპოეს ქალაქსა შინა მცირითგან მდიდრამდე ექუს დღე სახლისა მის მეფისანი, ნერგოანისა შემკულისა, ბისონისა და ბარძიმებისა, ოქროჲთა თჳთოსახე ანთრაკი განწონილნი ტაკუკები წინა დაგებულნი ტალანტთა სამთა ბევრთა და ღვინო,ფრიად კეთილი და წყალი სასმელად მეფისა

8 ხოლო ქორწილი ესე არა განწესებულსა სჯულსა იყო, რამეთუ ეგრეთ ინება მეფემან ბრძანება მნებავთა, რათა ყონ ნებაჲ მისი.

9 და ვასტიანეცა დედოფალმან ყო პური დიდი სამეფოთა შინა აზნაურთა დედათა, რომელნი იყვნეს სამეფოსა არტაქსესისასა.

10 დღესა მეშჳდესა უბრძანა მეფემან მწდესა არავინ იძულებით კაცად-კაცადისა შენდობად. უბრძანა მონათა თჳსთა ამანს, და მალანს, და თარას, და გორზეს, და ტოთას, და აბატაზას, და თარბას, და გამომას, დარბოს, და აგაბ, და ზათა, და ქაიდა, და თარი, და თურაქთა - შვიდთა მათ საჭურისთა, მსახურთა მეფისა არტაქსესისათა

11 და ბრძანა შემოყვანებად ვასტიანე დედოფლისა კრებულსა მას სმისასა შარავანდითა სადედოფლოსა მისისათა. დედოფალ-ყო იგი და დაადგა მას შარავანდი, რათა უჩუენოს ყოველთა თავადთა სიკეთე მისი, რამეთუ ქმნულკეთილ იყო ფრიად.

12 და ვასტიანე დედოფალმან არა ისმინა მისი შესლვად მის წინაშე საჭურისთა მათ თანა ტაძრად, სადა-იგი იყო სუმა. ვითარცა ესმა მეფესა, რამეთუ შეურაცხ-ყო ვასტიანემ ნება მისი, შეწუხნა ფრიად.

13 ჰრქუა მეფემან ყოველთა ბრძენთა: ამას იტყოდა ვასტიანე. ამისთჳს ზრახეთ, რაჲ უყოთ ვასტიანე დედოფალსა.

14 მიუჴდეს მეფესა არკესიოს და სართეოს, და მალერ, და მუქეოზ; მთავარნი სპარსთანი და უჟიკთანი და წინაშემდგომელნი მეფისანი, რომელნი სხდეს პატივით მახლობელად მეფისა.

15 და უთხრეს მას სჯულისა მისებრ, ვითარცა-იგი ჯერ-არს, ვასტიანე დედოფალსა, რამეთუ არა ისმინა მეფისა მიერ ბრძანებული საჭურისთაგან.

16 და ჰრქუა ამუქეოზ მეფესა და მთავართა: არა თუ მხოლოდ მეფესა შესცოდა ვასტიანე დედოფალმან, არამედ ყოველთა მთავართა სპარსთასა და შერაცხილთა და უჟიკთასა. და ყოვლისა მიმართ ერისა შეცოდებაჲ განითქუა, რამეთუ შეურაცხ-ყო ბრძანებაჲ მეფისა არტაქსერისა. ესე სიტყუა-უგო ასვირეოს მეფესა

17 ეგრეთვე დღესითგან მძლავრებდეს სხუანიცა ცოლნი მთავართა სპარსთანი და უჟიკთანი, და იკადრონ მათცა.

18 უკუეთუ ჯერ-უჩნდეს უფალსა ჩუენსა მეფესა სათნოდ მისა, ბრძანენ სამეფო სჯულისა მისებრ სპარსთა და უჟიკთასა. ნუვინ აქცევნ ერთი.

19 ვითარ-იგი სიტყვა-უგო წინაშე თუალთა მისთა, რამეთუ თქვეს: ვასტიანე დედოფალმან სიტყუა-უგო მეფესა არტაქსეს შესლვად სახლსა სასმურსა მის წინაშე. ნუმცა შევალს მიერითგან დედოფალი ვასტიანე მეფისა და დედოფლობა მისი მისცეს უმჯობესსა მისსა,

20 რომელთა ისმინონ სჯული სამეუფო, რომელი უბრძანო. და პატივსცემდენ ცოლნი ქმართა თჳსთა პატივითა დიდითა გლახაკითგან ვიდრე მდიდართამდე.

21 და სათნო-უჩნდა მეფესა და ყოველთა მთავართა სიტყუაჲ ესე. და ყო, ვითარცა იტყოდა ამუქეოზ.

22 და წარავლინა ყოველთა სოფელთა და სოფლითი სოფლად სიტყჳსაებრ მისისა. და იყო წერილი წიგნსა მისსა, რომელი მიუძღვანა: მეფე დიდი ასვირეოს, მთავართა და ჴელმწიფეთა, ასოცდაშჳდთა ნათესავთა ინდოეთითგან ვიდრე ეთიოპადმდე: ჰმთავრობდინ ცოლსა თჳსსა ყოველი მამაკაცი!

<< Prev Top Next → >>