ბიბლია, იობი, თავი 4. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10427&pid=20&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 მიუგო ელიფას თემანელმან და ჰრქუა:

2 ნუუკუე მრავალგზის თქმულ არიან შენდამი? შრომით ძალსა მაგას სიტყუათა შენთასა ვინ დაუთმოს?

3 დაღათუ შენ განსწავლენ მრავალნი და ჴელსა უძლურთასა ნუგეშინის-გეცა.

4 და სნეულნი აღგედგინნეს და მუჴლთა უძლურთასა კადნიერებაჲ გეცა.

5 აწმცა მოწევნულ არს შენ ზედა სალმობაჲ. და შეგეხო შენ, ხოლო შენ ისწრაფე!

6 ანუ არა აწ შიში ეგე შენი არს უგუნურებით და სასოებაჲ შენი და უკეთურებაჲ გზათა შენთა?

7 აწ მოიჴსენე: ვინმე წმიდა იყო და წარწყმდა, ანუ ოდეს სადა ჭეშმარიტნი ძირითურთ აღიფხურნეს,

8 ვითარცასახედ ვიხილენ, რომელნი-იგი უჯეროსა ჴნვიდეს, ხოლო რომელნი სთესვენ მას, სალმობაჲ მოიმკონ.

9 ბრძანებითა ღმრთისაჲთა წარწყმდენ და სულითა რისხვისა მისისათა განირყუნეს.

10 ძალი ლომისაჲ და ჴმაჲ ლომისა ძუვისაჲ, ზახებაჲ ვეშაპთაჲ დაშრტა.

11 ჯინჭველლომი მოისპო, რამეთუ არა იყო მისა საზრდელ. ლეკუთა ლომისათა დაუტევეს ერთმანერთი.

12 უკუეთუმცა სიტყუაჲ რაჲმე ჭეშმარიტი ყოფილ იყო თქმულთა შინა შენთა, არამცა რაჲ ბოროტი შემთხუეულ იყო შენდა. აწ არა ნუ უფალი არს, რომელმან ასწავის გულისჴმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ.

13 შიშითა და ოხრითა ღამისათა დაეცის შიში კაცთა ზედა.

14 ზარი შემემთხჳა მე და შიში და დიდად ძუალნი ჩემნი შეაძრწუნნეს

15 და სული პირად ჩემდა მოიწია. შეძრწუნდეს თმანი ჩემნი და ჴორცნი.

16 და აღვდეგ და არა ვიცან თავი ჩემი. ვიხილე და არა იყო ხატი წინაშე თუალთა ჩემთა, არამედ ნიავი და ჴმაჲ ხოლო მესმოდა.

17 აწ რაჲ? ნუუკუე წმიდა სადამე იყოს კაცი წინაშე უფლისა, ანუ საქმეთა თჳსთაგან უბიწო იყოს კაცი?

18 ანუ მონათა თჳსთა არამე არწმუნოს და ანგელოზთათჳს დრკუდ რამე განიზრახა?

19 ხოლო დამკჳდრებულნი იგი სახლსა შინა თიჴისასა, რომელნი-ესე მისვე თიჴისაგანნი ვართ, რავდენ დასცნა იგინი მღილისსახედ.

20 და განთიადითგან მწუხრადმდე არღარა არიან,

21 რამეთუ ვერ ეძლო მათ თავთა თჳსთა შეწევნად და წარწყმდეს.

22 მოჰბერა მათ ზედა და განჴმეს და წარწყმდეს, რამეთუ არა აქუნდა მათ სიბრძნე.

<< ← Prev Top Next → >>