ბიბლია, იობი, თავი 5. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10428&pid=20&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 ხადოდეღა შენ, უკუეთუ ვინმე გერჩდეს, გინათუ ანგელოზთაგანი, წმიდათა იხილო.

2 და რამეთუ უგნური იგი რისხვამან მოკლის, ხოლო შეცთომილი იგი მოაკუდინის შურმან.

3 მე ვიხილენ უგნურნი, რომელთა ძირნი დაებნეს, არამედ მეყსეულადვე შეიჭამა როჭიკი მათი.

4 განეშორნეს ძირნი მათნი ცხორებისაგან და იქენჯნებოდენ იგინი კართა ზედა უნაკლულევანესთანა და არავინ იყოს განმრინებელ მათდა.

5 რამეთუ, რაჲ-იგი მათ შეიკრიბეს, მართალთა შეჭამონ და იგინი ბოროტისაგან ვერ განერნეს. გამოიწოვენ ძალი მათი,

6 რამეთუ არა გამოჴდის ქუეყანით ბნელი, არცა მთათაგან აღმოსცენდის სალმობაჲ.

7 არამედ კაცი იშვების სალმობად, მართუენი ყანჩისანი მაღალსა ფრინვენ.

8 არა ეგრე, არამედ მე უფალსა ვევედრებოდე და უფალსა ღმერთსა, ყოვლისა მპყრობელსა ვხადოდე,

9 რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი და გამოუკლეველნი დიდებულნი და საკჳრველნი, რომელთა არა არს რიცხჳ, რომელმან მოსცის წჳმაჲ ქუეყანასა და მოავლინის წყალი ცასა ქუეშე.

10

11 რომელმან ქმნნის მდაბალნი მაღალ და წარწყმედულნი აღმართნის,

12 და აგნის ზრახვანი წარმართთანი და არა ქმნის ჴელთა მათთა ჭეშმარიტებაჲ.

13 რამეთუ წარეწიის ბრძენთა გონიერებითა და ზრახვა იგი მრავალმთხზველთა განაქარვა.

14 დღისი შეემთხჳოს მათ ბნელი და შუვასამხრის ეჩქუეფებოდიან, ვითარცა ღამე. წარწყმდედ იგინი ბრძოლასა შინა.

15 უძლური იგი განერის ჴელისაგან ძლიერისა.

16 იყავნ უძლურისა მის სასოებაჲ და ცრუისა მის პირი დაიყავნ.

17 ხოლო ნეტარ არს კაცი, რომელსა ამხილა უფალმან. სწავლასა ყოვლისა მპყრობელისასა ნუ განიშორებ,

18 რამეთუ მან ალმის და მერმე კუალად მოაგის, დასცა და ჴელთა მისთა განკურნეს.

19 ექუსგზის ბოროტისაგან გიჴსნეს შენ და მეშჳდესა მას არა შეგეხოს შენ ბოროტი.

20 სიყმილსა გიჴსნეს შენ სიკუდილისაგან, ბრძოლასა შინა ჴელისაგან მახჳლისა განგარინოს შენ.

21 გუემისაგან ენისა დაგიფაროს შენ და არა გეშინოდის შენ ბოროტისაგან მომავალისა.

22 ცრუთა და უსჯულოთა ეკიცხევდე და მჴეცთაგან ველურთა არა გეშინოდის.

23 რამეთუ მჴეცნი ველისანი დაგიმშჳდნენ შენ.

24 მაშინ სცნა, რამეთუ მშჳდობა არს სახლსა შენსა და წესმან საყოფლისა შენისამან არა ცოდოს.

25 მაშინ სცნა, რამეთუ მრავალ არს ნათესავი შენი და შვილნი შენი, ვითარცა ყოველი მწუანვილი ველისაჲ.

26 და მოხჳდე საფლავად, ვითარცა იფქლი ჟამისაჲ ჟამსა თჳსსა მომკილი, ანუ ვითარცა ზჳნი კალოსაჲ ჟამად-ჟამად შეკრებილი.

27 აჰა, ესე ესრეთ გამოვიკულიეთ და ესე არს, რომელი გუასმიეს, ხოლო შენ ცან თავისაჲ, რაჲ-იგი შენ გიქმნიეს.

<< ← Prev Top Next → >>