Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 მიუგო იობ და თქუა:

2 უკუეთუმცა ვინმე წონით აღწონნა რისხვანი ჩემნი და სალმობანი ჩემნი და აღიხუნა სასწორითა ერთბამად,

3 ქჳშისამცა ზღჳსკიდისა უმძიმეს იპოვა, არამედ, ვითარ საგონებელ არს, სიტყუანი ჩემნი ვიდრემე არიან ბოროტ.

4 რამეთუ ისარნი უფლისანი ჴორცთა ჩემთა განწონილ არიან, რომელთა გულისწყრომაჲ მათი გამოსწოვს სისხლთა ჩემთა, რაჟამს სიტყუად ვიწყე, დამწერტედ მე.

5 აწ უკუე რაჲმე არს? ცუდადმე რას ჴმობსა ვირი ველური, არამედ საზრდელსა ეძიებნ? ანუ თუ აუტევის ჴმაჲ ჴარმან, ბაგასა ზედა წინაშე რაჲ უცნ საჭმელი?

6 ანუ იჭამოს პური თჳნიერად მართლისა? ანუ თუ არს გემოჲ სიტყუათა შინა ცუდთა?

7 რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების დაცხრომად სულსა ჩემსა. მყრალად ვხედავ საზრდელსა ჩემსა, ვითარცა სულმყრალობასა ლომისასა.

8 უკუეთუ მომცეს მე უფალმან, და მოვიდეს თხოვაჲ ჩემი, და სასოებაჲ ჩემი მომცეს ღმერთმან.

9 იწყო უფალმან და დამწყლა მე. და სრულიად ნუ მომსპოლავნ მე.

10 იყავნ ჩემდა ქალაქი ესე საფლავ, რომლისა ზღუდეთა ზედა ვიქცეოდე, არა ვერიდო, რამეთუ არა ვიცრუე სიტყუათა წმიდათა ღმრთისა ჩემისათა.

11 რაჲმე არს ძალი ჩემი, რამეთუ დავითმინო? ანუ რავდენ არს ჟამი ჩემი, რამეთუ თავს-იდვას სულმან ჩემმან.

12 ნუუკუე ძალი კლდისა არსა ძალი ჩემი? ანუ ჴორცნი ჩემნი არიან რვალისანი? ანუ მე არა მას ვესევდ? შეწევნაჲ ჩემი მისგან განმეშორა.

13 განმწუართა მე წყალობაჲ მისი. მოღუაწებამან უფლისამან უგულებელს-მყო მე.

14 არა მომხედეს მე მახლობელთა ჩემთა,

15 ვითარცა ჴევი ღუარისაჲ, მოვაკლდი და, ვითარცა ელვაჲ, წარვჴედი.

16 რომელთა-იგი ჩემდა ეშინოდა, აწ ზედა დამესხმიან,

17 ვითარცა თოვლი, გინა მყინვარი დაყინებული რაჲ დადნის სიცხისაგან და არა საცნაურ არნ, სადა იგი იყო.

18 ეგრეცა მე დავშთი, ყოველთა მიერ წარვწყმდი და სახლისაგან განვარდი.

19 იხილენით გზანი თემანელთანი და ალაგნი ესებონელთანი, რომელნი-იგი ეზღუანნიან.

20 და სირცხჳლის თანამდებ იყვნენ, რომელნი-იგი ქალაქებსა და საფასებთა მოსავ არიან.

21 ხოლო აწ თქუენცა, ეგერა, მეტად მექმნენით მე უწყალო მის წილ, რამცა იხილეთ წყლულებაჲ ესე ჩემი და შეგეშინა.

22 აწ უკუე რაჲ? ნუ თქუენგან რასმე ვითხოვ,

23 ანუ ძალისა თქუენისა მოქენე რას ვარ? რათამცა განმარინეთ მე ჴელთაგან მტერთასა, ანუ ჴელისაგან ძლიერთასა მიჴსნეთ მე?

24 მასწავეთ მე და მე დავდუმნე. უკუეთუ რას ცთომილ ვარ, მითხართ მე?

25 არამედ მსგავს არიან ამათსა ჭეშმარიტისა სიტყუანი, არა თუ თქუენგან ძალსა რასმე ვითხოვ.

26 არცაღა მხილებამან სიტყუათა თქუენთამან დამაცხროს მე, არცა თქმული ეგე სიტყუათა თქუენთაჲ თავს-ვიდვა.

27 გარნა ესე, რამეთუ, ვითარცა ობოლსა, ზედა დამესხმით მე და ზედამომივალთ მეგობარსა თქუენსა.

28 აწ, ესერა, მივხედო პირსა თქუენსა და არა ვტყუო. დასხედით და ნუ იყოფინ სიცრუე.

29 და მერმე კუალად სამართალს ვიდრე შეერთენით,

30 რამეთუ არა არს ენასა ჩემსა სიცრუე, ანუ არა სასა ჩემი გულისჴმის-ყოფასა იწურთის?

<< ← Prev Top Next → >>