ბიბლია, იობი, თავი 7. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10430&pid=20&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 აწ არამე განსაცდელი არსა ცხორებაჲ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა და ვითარცა მორეწისა მდევრისა ჟამი მისი?

2 ანუ ვითარცა მსახური, რომელი მოშიშ არს უფლისა თჳსისა და ძრწინ აჩრდილისა მისისაგან და ვითარცა მოსასყიდლე, რომელი მოელინ სასყიდელსა თჳსსა,

3 ეგრეცა მე დავითმინენ თთუენი ცუდნი და ღამენი სალმობათანი მოცემულ არიან ჩემდა.

4 ოდეს დავწვი, ვთქჳ: ოდესმე იყოს დღე? და აღ-რა-ვდგი, კუალად: ოდესმე მწუხრი? რამეთუ აღვივსი სალმობითა მწუხრითგან ვიდრე განთიადმდე.

5 შესუარულ არიან ჴორცნი ჩემნი საძაგელებითა მატლთათა, დავადნობ მძორთა ქუეყანისათა წუთხისა ხუეტითა.

6 ხოლო ცხორებაჲ ჩემი არს უსულმცირე სიტყჳსა, წარწყმდა ცუდითა სასოებითა.

7 მო-უკუე-იჴსენე, რამეთუ სული არს ცხორებაჲ ესე ჩემი და არღარა მოქცევად არს თუალი ჩემი ხილვად კეთილისა.

8 ვერ განმიცდის მე თუალი ჩემი ხილვად ჩემდა, თუალნი შენნი ჩემზედა, და არღარა ვარ,

9 ვითარცა ღრუბელი რა გარდაწმდის ცით. უკუეთუ შთავიდეს კაცი ჯოჯოხეთად, არღარა აღმოჴდეს.

10 არცა მოიქცეს სახლსა თჳსსა მერმე, არცაღა იცნას იგი ადგილმან თჳსმან.

11 აწ უკუე არცაღა მე ვერიდო პირითა ჩემითა, არამედ ვიტყოდე, რამეთუ ურვასა შინა ვარ, აღვაღო სიმწარითა სულისა ჩემისათა პირი ჩემი.

12 აწ უკუე ზღუაჲ მე ვარ ანუ ვეშაპი, რამეთუ დააწესე ჩემ ზედა საცოჲ?

13 ვთქუ, ვითარმედ: ნუგეშინის-მცეს მე ცხედარმან ჩემმან. და აღვიხუნე თავით ჩემით თჳსაგან სიტყუანი სასუენებელსა ჩემსა ზედა.

14 მაშინებ მე ძილსა შინა და საჩუენებელითა მწყლავ მე.

15 განმაშორებ სულისაგან ჩემისა საშუმინველსა ჩემსა და სიკუდილითა ძუალთა ჩემთა.

16 არა უკუე ცხოველ-ყოფად ვარ, რათამცა დავითმინე განმეშოვრე ჩემგან, რამეთუ ცუდ არს ცხორებაჲ ჩემი.

17 რა არს კაცისა, რამეთუ განადიდე იგი, ანუ რამეთუ ერჩი გონებასა მისსა?

18 ანუ მოხედვაჲ მისი ჰყოა განთიადმდე და განსუენებად მოიყვანო იგი?

19 ვიდრემდე არა მიტევებ მე, არცა მაცადებ მე, ვიდრემდე შთავნთქნე ნერწყუანი ჩემნი სალმობით?

20 უკუეთუ მე ვცოდე, რაჲმე ძალ-მიც შენდა ყოფად, რომელმან-ეგე იცნი გონებანი კაცთანი. რაჲსათჳს მყავ მე მოქენე შენდა? და ვარ შენდა ტჳრთად!

21 ანუ რად არა ჰყვენ უსჯულოებათა ჩემთა დავიწყებანი და განწმედაჲ ცოდვათა ჩემთაჲ? აწ, ესერა, მიწად მივიქცევი განთიადმდე და არღარა ვიყო.

<< ← Prev Top Next → >>