ბიბლია, იობი, თავი 9. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10432&pid=20&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 მიუგო იობ და ჰრქუა:

2 ჭეშმარიტად უწყი, რამეთუ ეგე ეგრე არს. ვითარმე უკუე იყოს კაცი მართალი წინაშე უფლისა?

3 დაღათუ უნდეს სასჯელად მისა, არავე ისმინოს მისი, რათა არა სიტყუაუგოს მას ერთისა წილ სიტყჳსა მისისა ათასისაგან,

4 რამეთუ ბრძენ არს გონებითა, ძლიერ არს და დიდ. ვინმე უკუე ფიცხელ იქმნა მის წინაშე და დაუთმო?

5 რომელი დააძუელებს მთათა და არა იციან, რომელმან დააქცინის იგინი რისხვითა.

6 რომელმან შეძრის ცაჲ ქუეშე საფარველითურთ და სუეტნი მისნი იძრვიედ.

7 რომელმან უბრძანოს მზესა და არა აღმოჰჴდეს და ვარსკულავთა ზედა დაჰბეჭდოს.

8 რომელმან გარდაართხნა ცანი მხოლომან და ვალს იგი ზღუასა ზედა, ვითარცა ჴმელსა.

9 რომელმან შექმნა ჴომნი და მწუხრისა ვარსკვლავი და ურემ-ჴარნი და საუნჯე სამხრისაჲ.

10 რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი და გამოუკულეველნი დიდებულნი და საკჳრველნი, რომელთა არა არს რიცხჳ.

11 უკუეთუ ზედაგარდამჴდეს, მე ვერ ვიხილო, ანუ თუ თანაწარმჴდეს მე, ვერცა ეგრეთ ვცნა.

12 უკუეთუ გარემიიქცეს, ვინ მოაქციოს? ანუ ვინ ჰრქუას მას ვითარმედ: რაჲ ეგე ჰყავ?

13 რამეთუ მან თავადმან გარემიიქციოს რისხვაჲ და მის მიერ დამდაბლდეს ვეშაპნი იგი ცასა ქუეშე.

14 უკუეთუ ისმინოს ჩემი უფალმან. ანუ თუ განსაჯნეს სიტყუანი ჩემნი?

15 ვიყოღა თუ მართალ, არავე ისმინოს ჩემი, სამართალთა მისთა ვევედრებოდი.

16 უკუეთუ ვხადოდი და ისმინოს, არავე მრწმენეს, ვითარმედ ისმინა ჩემი.

17 ნუ წყუდიადითა შემმუსროს მე? რამეთუ მრავალი შემუსრვაჲ ყო ჩემ ზედა ცუდად.

18 არა მიტევებს მე სულისა აღმოტევებად, რამეთუ აღმავსო მე სიმწარითა,

19 და რამეთუ ძალითა ძლიერ არს, ვინმე უკუე განკითხვათა მისთა წინააღუდგეს?

20 დაღათუ ვარ მართალ, პირი ჩემი უსჯულოვე არს, დაღათუ უბიწო ვარ, ეგრეთცა დრკუდვე გამოვჩნდე?

21 უღმრთო თუ რაჲ ვქმენ, არა ვიცი სულითა ჩემითა, გარნა რამეთუ მიღებულ არს ცხორებაჲ ჩემი.

22 ამისთჳს ვთქუ: დიდი და ძლიერი წარწყმიდის რისხვამან.

23 რამეთუ უკეთურნი იგი სიკუდილითა განსაკჳრვებელითა მოისრნენ, რამეთუ მართალნი საცინელ იქმნეს.

24 მიცემულ არიან იგინი ჴელთა უღმრთოთასა, პირი მსაჯულთა მისთაჲ დაფაროს, უკუეთუ არა, იგივე თავადი არს?

25 ხოლო ცხორებაჲ ჩემი უმალეს არს მსრბოლისა, წარივლტოდეს და არა იხილეს.

26 ანუ არს ნავისა კუალი გზისაჲ, ანუ თუ ორბისა მფრინვალისაჲ, რომელი ეძიებნ საჭმელსა?

27 დაღათუ ვიტყოდე, და-ვე-მავიწყდის სიტყუად, დავიკიდო პირი ჩემი და სულთვითქუნე.

28 და ვძრვიდე ყოველთა ასოთა ჩემთა. ვიცი, რამეთუ არა უბრალოდ განმიტეო მე.

29 და რამეთუ ვარ მე უღმრთოჲ, რაჲსა არა მოვკუედი?

30 გინა ღათუ ვიბანო თოვლითა და განვწმიდნე ჴელითა წმიდითა, ეგრეცა

31 დიდად მწინკულითა შემღებე მე, მომიძაგა მე სამოსელმან ჩემმან,

32 რამეთუ არა ხარ კაცი ჩემებრი, რომელსამცა სიტყუა-უგე, რათა მოვიდეთ ერთბამად სასჯელად.

33 იყო ხოლო თუმცა ვინ შუამდგომელ და მამხილებელ და რომელმანცა ისმინა შორის ჩუენსა,

34 განმაშორენ ჩემგან კუერთხი მისი და შიში მისი ნუ შემაძრწუნებნ მე.

35 და არა მეშინოდის, არამედ ვიტყოდი, არა ეგრე შემიცნობიეს თავსა ჩემსა, რავდენ ესე.

<< ← Prev Top Next → >>