ბიბლია, იობი, თავი 10. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10433&pid=20&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 და ვშურები სულითა ჩემითა, იწროებით აღმოუტევნე მის ზედა სიტყუანი ჩემნი, ვიტყოდი სიმწარითა სულისა ჩემისათა ურვით.

2 და ვჰრქუა უფალსა: ნუ უღმრთოებასა მასწავებ მე, და რასათჳს ესრეთ დამსაჯე მე?

3 ანუ კეთილ არს შენდა, უკუეთუ შეგცოდო, რამეთუ განიშორე ქმნილი ჴელთა შენთა და ზრახვასა უღმრთოთასა მოჰხედე.

4 ანუ ვითარცა კაცი ხედავნ, ეგრე ხედავ შენ, ანუ კაცისა ხილვისაებრ იხილო შენ, ანუ ცხოვრებაჲ შენი კაცობრივი არს,

5 ანუ წელნი შენნი კაცისანი,

6 რამეთუ გამოიძიენ უსჯულოებანი ჩემნი და ცოდვანი ჩემნი გამოიკულიენ.

7 ვიცი, რამეთუ არა უღმრთო ვიქმენ, არამედ ვინმე არს, რომელმან ჴელთაგან შენთა განმარინოს მე.

8 ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე და ამისსა შემდგომად მიმაქციე და დამეც მე.

9 მოიჴსენე, რამეთუ თიჴაჲ დამბადე მე და მერმე კუალად მიწადვე მიმაქცევ მე.

10 ანუ არა ვითარცა სძე, მომწუელე მე? და შემყავ მე, ვითარცა ხაჭუაჲ,

11 ტყავი და ჴორცი შემმოსე მე, ძუალითა და ძარღჳთა შემამაგრე მე.

12 ცხორებაჲ და წყალობაჲ დასდევ ჩემ ზედა და მოღუაწებაჲ შენი სცვიდა სულსა ჩემსა.

13 ესე მაქუს შენ მიერ და ვიცი, რამეთუ ყოველივე, რომელ გიც, და უძლურებაჲ არარაჲ არს შენ თანა.

14 დაღათუ ვცოდე, და-ვე-მიცევ მე და უსჯულოებისაგან არა უბრალომყავ მე.

15 უკუეთუ უღმრთო ვიქმნე, ვაჲ მე. დაღათუ მართალ ვიყო, ეგრეცა ვერვე ძალ-მიც მე აღხილვად, რამეთუ სავსე ვარ გინებითა.

16 და მონადირებულ ვარ, ვითარცა ლომი კლვად, და მიმაქცევ და კუალად ბოროტად მტანჯავ მე.

17 და განაახლებ ჩემ ზედა განკითხვათა ჩემთა, და რისხვითა დიდითა მრისხავ მე და მოაწიენ ჩემ ზედა განსაცდელნი.

18 ანუ რაჲსათჳს მუცლითვე დედისა ჩემისათ გამომიყვანე მე და მუნვე არა მოვკუედი მე, თუალმანცა არა მიხილა მე?

19 და ვითარცა არაყოფილიმცა შევიქმენ, ანუ რაჲსათჳს საშოთვე საფლავად არა მივიქეც?

20 ანუ არა მცირედ არს ჟამი ცხორებისა ჩემისა? მაცადე მე და განვისუენო მცირედ,

21 ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, ვინაჲ არღა მოქცევად ვარ ქუეყანად ბნელისა,

22 ქუეყანასა უკუნსა საუკუნისასა, და არა არს ნათელი, არცა ხილვად ცხორებაჲ კაცთაჲ.

<< ← Prev Top Next → >>