ბიბლია, იობი, თავი 11. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10434&pid=20&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 მიუგო სოფარ მინეველმან და ჰრქუა:

2 რომელი მრავალსა იტყჳნ, მან კუალადცა ისმინისვე სიტყუაჲ. ანუ კეთილად მეტყუელი იგი ჰგონებნმე, ვითარმედ მართალ იყოს?

3 კურთხეულ არს ნაშობი დედათა მცირედ ცხორებული, ნუ ფრიად სიტყუასა შინა ხარ, რამეთუ არავინ არს სიტყჳს-მგებელ შენდა.

4 ნუ ეგრე იტყჳ, ვითარმედ წმიდაჲ ვარ მე საქმითა და უბრალოჲ წინაშე უფლისა,

5 არამედ ვითარძი უფალი იტყოდის შენდამი და აღახუნეს ბაგენი მისნი შენ თანა.

6 მაშინ გეთხრას შენ ძალი სიბრძნისა, რამეთუ ორ წილ იყოს შენსა და გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ ღირსად შეგემთხჳა შენ უფლისა მიერ, რაჲ-იგი შესცოდე მას.

7 ანუ კუალი უფლისაჲ ჰპოვემე, ანუ დასასრულსა მისწუდეა, რომელი-იგი ქმნა ყოვლისა მპყრობელმან?

8 მაღალ არიან ცანი და შენ რაჲმე ჰყო?, ანუ უღრმესი ჯოჯოხეთს შიდა რაჲ იცი?

9 ანუ უგრძესი საზომისა მის ქუეყანისაჲ, ანუ სივრცე ზღჳსა?

10 უკუეთუ დააქციოს ყოველი ერთბამად, ვინ ჰრქუას მას: რა-ეგე ჰყავ?

11 რამეთუ მან იცნის საქმენი უსჯულოთანი, იხილა უჯეროებაჲ და არა უგულებელს-ჰყო.

12 ხოლო კაცი სხუად სახედ აქცევს სიტყუასა, კაცი შობილი დედაკაცისაჲ. სწორ არს კანჯრისა მის უდაბნოჲსა.

13 უკუეთუ შენ წმიდა-ჰყავ გული შენი და განიპყრნე ჴელნი შენნი მისა მიმართ,

14 უკუეთუ უსჯულოებაჲ რაჲმე არს ჴელთა შენთა, შორად განიშორე შენგან და სიცრუე საყოფელსა შენსა ნუ იქცევინ.

15 და ესრეთ გამობრწყინდეს პირი შენი, ვითარცა წყალი წმიდაჲ. განიძარცო მწიკულევანებაჲ და არა გეშინოდის.

16 და შრომანი დაივიწყნე, ვითარცა ღელვანი წარჴდენ და არა შესძრწუნდე,

17 ხოლო ლოცვაჲ შენი, ვითარცა მთიები, იყოს და შუასამხრის გამოგიბრწყინდეს შენ ცხორებაჲ. და გულპყრობილ იყო, ვითარმედ არს შენდა სასოება, გულისსიტყჳსაგან და ზრუნვისა გამოგიჩნდეს შენ მშჳდობაჲ.

18 დაეყუდო და არავინ იყოს მბრძოლ შენდა,

19 მოაქციოს და მრავალნი გევედრებიან შენ და ცხორებაჲ მათ მოაკლდეს,

20 რამეთუ სასოებაჲ მათი წარწყმედაჲ არს, ხოლო თუალნი უღმრთოთანი დადნენ.

<< ← Prev Top Next → >>