ბიბლია, იობი, თავი 12. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10435&pid=20&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 მიუგო იობ და თქუა:

2 აწ თქუენცა სამე კაცნივე ხართა, ანუ თქუენ თანა აღესრულოს სიბრძნე?

3 რამეთუ ჩემიცა გული თქუენებრივე არს და არა უუგნურეს ვარ თქუენსა,

4 რამეთუ მართალი კაცი და უბრალოჲ იქმნა საკიცხელ,

5 რამეთუ ჟამად დაწესებულად განმზადებულ იყო დაცემად სხუათაგან და სახლნი მათნი გამოტყუენვად უსჯულოთაგან,

6 ხოლო ნუვე ვინ ესავნ, რომელი-იგი უკეთური იყოს, ვითარმცა უბიწოჲ იყო, რომელნი-იგი განარისხებენ უფალსა, ვითარმცა განკითხვაჲ მათი არა იყო,

7 არამედ ჰკითხეთა ოთხფერჴთა, უკუეთუ რაჲმე გითხრან შენ, ანუ მფრინველთა ცისათა, უკუეთუ რაჲმე გაუწყონ შენ?

8 მიუთხარ ქუეყანასა, უკუეთუ თქუას რაჲმე, გინათუ გამო-რაჲ-გითხრან შენ თევზთა ზღჳსათა.

9 ვინმე არა უწყის ამათ ყოველთა შორის, რამეთუ ჴელმან უფლისამან შექმნა ესე ყოველი?

10 არამე ჴელსა შინა მისსა არს სული ყოველთა ცხოველთაჲ და სული ყოვლისა კაცისაჲ?

11 რამეთუ გონებამან სიტყუანი განიკითხნის და სასამან გემოჲ ცნის ჭამადისაჲ.

12 მრავალთა ჟამისათა სიბრძნე პოვიან და მრავალსა შინა ცხორებასა მეცნიერებაჲ.

13 მის მიერ არს სიბრძნე და ძალი მისი არს ზრახვაჲ და გულისჴმისყოფაჲ.

14 უკუეთუ მან დაამჴუას, ვინმე აღაშენოს? ანუ დაჴშას კაცთათჳს ვინმე, სხუამან განაღოს?

15 უკუეთუ დააყენოს წყალი, განაჴმოს ქნეყანაჲ, უკუეთუ მიუტეოს ერთბამად, წარწყმიდოს იგი და დააქციოს.

16 მის მიერ არს სიმტკიცე და ძალი, მისი არს მეცნიერებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ.

17 წარსცის მზრახვალნი ტყუედ. და მსაჯულნი ქუეყანისანი განაკჳრნის.

18 დასცნის მეფენი საყდართა ზედა და შეარტყის სარტყელი ძლიერებისა მათისა.

19 განავლინნის მღდელნი ტყუედ და ძლიერნი ქუეყანისანი დაამჴუნა.

20 დააგნის ბაგენი მორწმუნეთანი და გულისჴმის-ყოფაჲ მოხუცებულთა იცის.

21 მიჰფინის უპატიობაჲ მთავართა და მდაბალნი განკურნნა.

22 გამოაცხადნის სიღრმენი ბნელისაგან და გამოიყვანნის ნათლად აჩრდილთაგან სიკუდილისათა.

23 შეაცთუნნის წარმართნი და განუტევნის იგინი, გარნა მოიყვანნის ძენი ნათესავთანი და წარმოუძღჳს მათ.

24 დააგნის გულნი მთავართა ქუეყანისათანი და შეაცთუნნა იგინი გზასა, რომელ არა იცოდეს.

25 ჰრევდედ იგინი ბნელსა და ნუ ნათელსა, შესცთედ იგინი ვითარცა მართალნი.

<< ← Prev Top Next → >>