ბიბლია, იობი, თავი 21. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10444&pid=20&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 მიუგო იობ და ჰრქუა:

2 ისმინეთ, ისმინეთ სიტყუათა ჩემთა, ნეტარ თუმცა არა იყოს თქუენ მიერ ესე ჩემდა ნუგეშინის-ცემაჲ?

3 მაცადეთ მე და ვიტყოდი, უკუეთუ არა მეკიცხევდეთ მე.

4 აწ რაჲ? კაცისა მიერ ნუ არსა მხილებაჲ ესე ჩემი? ანუ ვითარ არა განვრისხნე?

5 მხედევდით მე და გიკჳრდინ, ჴელნი დაისხენით პირსა

6 უკუეთუ მოვიჴსენენ, ვისწრაფო, ეგრე ჰქონან ჴორცნთა [?] ჩემთა სალმობანი.

7 აწ რასათჳს უღმრთონი ცხოველ არიან და დაძუელებულ არიან სიმდიდრესა ზედა?

8 თესლი მათი ნებისაებრ მათისა, შვილნი მათნი წინაშე თუალთა მათთა.

9 სახლნი მათნი სავსე არიან, შიში არავინაჲ არს მათა, ტანჯვაჲ უფლისა მიერ არა არს მათ შორის.

10 ფურმან მათმან არა მოაგდო, განერა მაკე იგი მათი და არა შეეცოდა.

11 ჰგიან იგინი ვითარცა ცხოვარნი საუკუნენი და ყრმანი მათნი იმღერიან.

12 აუღებიეს ებანი ღა ქნარი და იხარებენ ჴმითა სახიობისათა,

13 რათა აღასრულნენ კეთილსა შინა დღენი მათნი და განსასუენებელსა ჯოჯოხეთისასა დაიძინეს.

14 ჰრქჳს უფალსა: გარეიქეცი ჩემგან, გზათა შენთა ცნობადვე არა მნებავს.

15 რაჲ სარგებელ, რამეთუ ვჰმონებდეთ მას? და ანუ რაჲ შესაძინელ, რამეთუ მივეგებვოდეთ მას?

16 რამეთუ ჴელთა მათთა შინა იყო კეთილი იგი მათი. და საქმეთა უღმრთოთა იგი არა ხედავს.

17 არა ხოლო ეგრე, არამედ უღმრთოთაცა სანთელი და-ვე-შრტეს და მოიწიოს მათ ზედა დაქცევაჲ და სალმობამან შეიპყრნეს იგინი რისხვისაგან.

18 და იყვნენ იგინი ვითარცა ბზენი წინაშე ქარსა, ანუ ვითარცა მტუერი, რომელი აღიღის ნიავქარმან.

19 მოაკლდეს ძეთა მისთა ნაყოფი მისი, მიაგოს მათ და ცნას.

20 იხილედ თუალთა მისთა კლვაჲ თჳსი და უფლისა მიერ ნუ განერებინ,

21 რამეთუ ნებაჲ მისი სახლსა შინა მისსა იყო მის თანა და რიცხუნი თუეთა მისთანი განიყუნეს,

22 ვითარ უკუე აწ არამე უფალი არს, რომელმან ასწავის გულისჴმისყოფაჲ და მეცნიერებაჲ? და იგი თავადი კაცისმკლველთა განიკითხავს.

23 ესე მოკუდეს სიმტკიცითა უგნურებისა მისისათა, რამეთუ ყოვლადვე ფუფუნეულ და წარმომართებულ იყო.

24 და ნაწლევნი მისნი სავსე იყვნეს ცრემლითა. ტჳნი მისი განფენილ იყო.

25 ხოლო ესე აღესრულა სიმწარითა სულისაჲთა. არარაჲ ჭამა არცა ერთ რაჲ კეთილ.

26 და ერთბამად მიწასა ზედა დაიძინეს და მყრალობამან იგინი დაფარნა

27 ვითარ-ესე გიცნი თქუენ, კადნიერად ზედამომივალთ მე,

28 ვითარმედ სთქუათ სამე, ვითარმედ: სადა არს სახლი იგი მთავრისა? და სადა არს საყოფელი იგი უღმრთოთა?

29 ჰკითხეთღა თანაწარმავალთ გზისათა და სასწაული იგი მათი არა უცხო იყოს,

30 რამეთუ დღედ წარწყმედისა მიეცემის უკეთური იგი, დღედ რისხვისა მისისა მიიყვანენ.

31 ვინმე უთხრას წინაშე პირსა მისსა გზაჲ მისი? და მან ქმნა და ვინმე კუალად მოაგოს მას?

32 და იგი თავადი საფლავად მიეცა და სამარესა შინა იღჳძებდა.

33 დასტკბნეს მას ღჳნჭანი ჴევისანი და შემდგომად მისა ყოველი კაცი მივიდეს და უწინარეს მისსა ურიცხუნი.

34 ვითარ ნუ გეშინის-მცემთ მე ცუდსა ნუგეშინის-ცემასა? ხოლო დაცხრომაჲ თქუენგან არა არს.

<< ← Prev Top Next → >>