ბიბლია, იობი, თავი 22. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10445&pid=20&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 მიუგო ელიფას თემანელმან და ჰრქუა:

2 აწ არამე უფალი არსა, რომელმან ასწავის გულისჴმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ?

3 რაჲმე უკუე ხარკ უფლისაჲ, შენ თუ იყავ საქმითა შენითა უბიწო? ანუ რაჲ სარგებელ, რამეთუ წრფელ იყავ გზათა შენთა?

4 ანუ სიტყუაჲმე ყოსა შენდა მიმართ და გამხილოს შენ და შენ თანა შევიდეს საშჯელად?

5 აწ არამეა უკეთურებანი შენნი მრავალ არიან? და ურიცხუ არიან ცოდვანი შენნი?

6 მო-სამე-იხუთევდ ძმათა შენთა ცუდად, სამოსელი შიშუელთა მოუღე,

7 არცა წყალი წყურიელთა ასუ, არამედ მშიერთა მოუღე პური.

8 თუალთვეამე-აღებ პირთა მათთა და მსხემ ჰქმნენ ქუეყანისანი,

9 ქურივნი განავლინენ ცალიერნი და ობოლთა ბოროტსა უყოფდ.

10 აწ უკუე გარემოგადგეს შენ საფრჴენი და მოიწია შენ ზედა ბრძოლაჲ განსაკჳრვებელი.

11 ნათელი შენი ბნელად გარდაგექცა და ძილსა შინა შენსა წყალმან დაგფარა შენ.

12 ანუ არა, რომელი- იგი მაღალთა მსტოარ არს, იგი ხედავს, და რომელნი-იგი გინებით იქცევიან, დაამდაბლნა?

13 ჩას თუ რაჲმე ცნა ძლიერმან მან, ანუ წყუდიადით სჯიდეს.

14 ღრუბელი არს საფარველ მისა და ვერ იხილა ვინ და გარემოჲს ცათა ვიდოდის.

15 ანუ ალაგნი საუკუნენი დაიცვნე, რომელსა-იგი ვიდოდეს კაცნი მართალნი,

16 რომელ-იგი შეიპყრეს უჟამოდ? მდინარე მოდინებულ საფუძველნი მათნი.

17 რომელთა თქჳან: უფალმან რაჲ მიყოს ჩუენ? ანუ რაჲ მოაწიოს ჩუენ ზედა ყოვლისა მპყრობელმან,

18 რომელმან აღავსნა სახლნი მათნი კეთილითა? ზრახვანი უღმრთოთანი შორს არიან მისგან.

19 იხილეს მართალთა და განიცინნეს, ხოლო უმანკომან შეურაცხ-ყო;

20 რამეთუ განირყუნა ძალი მათი. და ნეშტი მათი შეჭამა ცეცხლმან.

21 იქმენღა ფიცხელ, უკუეთუ და-ვითარ-უთმო, გინათუ ნაყოფი შენი იყოს კეთილთა შინა.

22 გამოიხუენ პირისაგან მისისა სიტყუანი და დაიკრიბენ სიტყუანი მისნი გულსა შენსა.

23 უკუეთუ მოიქცე და დაიმდაბლო თავი შენი წინაშე უფლისა, მაშინ განიშორენ საყოფელთაგან შენთა სიცრუენი.

24 დაემტკიცე მიწასა ზედა კლდესა შინა, ვითარცა ჴევსა სოფირისასა.

25 და იყოს შენდა შემწე ყოვლისა მპყრობელი მტერთაგან შენთა. და წმიდად მოგაგოს შენ ვეცხლი გამოჴურვებული.

26 და მაშინ განცხადებულებაჲ ჰპოვო წინაშე უფლისა და აღიხილნე თუალნი ზეცად მხიარულებით.

27 ილოცვიდე რაჲ შენ მისსა მიმართ, ისმინოს შენი და მობცნეს შენ კუალად-გებად ლოცვანი შენნი.

28 და მოგაგოს შენ სასყიდელი სიმართლისა და გზათა შენთა შენ თანა იყოს ნათელი,

29 რამეთუ დაამდაბლა იგი და სთქუა: ამპარტავანებდა. და მდაბალი იგი თუალითა აცხოვნოს,

30 იჴსნას უბიწოჲ იგი და განერეს წმიდითა ჴელითა შენითა.

<< ← Prev Top Next → >>