ბიბლია, იობი, თავი 26. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10449&pid=20&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 მიუგო იობ და ჰრქუა:

2 ვის კერძო ხარ, ანუ ვისა შეწევნაჲ გეგულების? არამეა, რომელი მრავლითა ძალითა და მკლავი მისი ძლიერ არს?

3 ანუ ვის აზრახო, არამეა, რომლისა მიერ არს ყოველი სიბრძნე?

4 ანუ ვისმე შეუდგე, არამეა, რომლისა მიერ არს სიმდიდრე ძლიერებისაჲ? ვისმე უთხრენ სიტყუანი, სული ეგე ვისი არს, რომელი გამოვალს შენგან?

5 ნუ გმირთა მაჭენონ მე ქუეშე კერძო წყალთა და მოძმეთა მისთა?

6 შიშუელ არს ჯოჯოხეთი წინაშე მისსა და არა არს საფარველ წარსაწყმედელისა.

7 განჰმარტეს ბღუარი არარასა ზედა და დამოჰკიდა ქუეყანაჲ არავერასა ზედა.

8 შეაყენნის წყალნი ღრუბელთა მისთა. და ვერ განსთქდეს ღრუბელნი ქუეშე მისსა,

9 რომელსა უპყრიეს პირი საყდრისაჲ და გარდაართხნის მას ზედა ღრუბელნი მისნი.

10 ბრძანებითა მოამრგუალო წინაშე პირსა წყლისასა აღსრულებამდე ნათელი ბნელსა თანა,

11 და სუეტნი ცათანი აღფრინდეს და განჰკრთეს შერისხვითა მისითა.

12 ძალითა დააცხრვო ზღუაჲ და მეცნიერებითა მისითა დარეცილ არიან ღელვანი.

13 და კლიტეთა ცისათა ეშინის მისა, ბრძანებითა მოაკუდინა ვეშაპი იგი განდგომილი,

14 აჰა, ესერა, ესე არს ნაწილი გზათა მისთაჲ და მერმე კუალად სიღრმე სიტყუათაჲ ვისმინო მას შინა და ძალი იგი ქუხილისა მისისაჲ ვინ იცის, ოდეს სადა ყოს?

<< ← Prev Top Next → >>