Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 მერმე შესძინა იობ იგავით და თქუა:

2 ცხოველ არს უფალი, რომელმან დამსაჯა ესრეთ და ყოვლისა მპყრობელი, რომელმან განამწარა სული ჩემი,

3 ვიდრემდე საშუმინველი ესე ჩემი თანაღა იყოს და სული საღმრთოჲ, რომელ არს ცხჳრთა შინა ჩემთა.

4 ნუ იტყჳედ ბაგენი ჩემნი უსჯულოებასა, არცა სული ჩემი იტყოდის სიცრუესა.

5 ნუ იყოფინ, ვითარმცა მართლად გამოგაჩინენ თქუენ, ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა, რამეთუ არა განვიშორო უმანკოებაჲ ჩემი.

6 სიმართლესა ვერჩდე და არა გარდავაქციო, რამეთუ არა შემიცნობიეს თავსა ჩემსა უსჯულოებაჲ საქმედ,

7 არა ეგრე, არამედ დაღათუმცა იყუნეს მტერნი ჩემნი, ვითარცა დაქცევაჲ უღმრთოთაჲ და, რომელნი ჩემ ზედა აღდგომილ არიან, ვითარცა წარწყმედა უსჯულოთაჲ.

8 და რაჲმე არს სასოებაჲ უღმრთოთაჲ, რამეთუ გულპყრობილ არს? ესვიდეს თუ უფალსა, გან-მე-ერესა?

9 ანუ ვედრებაჲ მისი ისმინოს უფალმან? ანუ მო-ღა-უჴდეს მას ურვაჲ?

10 აქუნდესმე რაჲ კადრებაჲ წინაშე მისა? გინათუ ხადოდის რაჲ მას, ისმინოს მისი?

11 არამედ აწ გითხრა თქუენ, რაჲ-იგი ჴელსა შინა უფლისასა და რაჲ-იგი არს ყოვლისა მპყრობელისა თანა, არა ვტყუო.

12 აჰა, ესერა, ყოველთა იცით, რამეთუ ცუდად და ამაოდ ზედადამესხმით მე.

13 ესე არს ნაწილი კაცისა უღმრთოჲსაჲ უფლისა მიერ, და მონაგები ძლიერთაჲ მოიწიოს ყოვლისა მპყრობელისა მიერ მათ ზედა.

14 დაღათუ განმრავლდეს ძენი მათნი, საკლავადვე მიეცნენ, გინათუ განმწჳსნენ, პურისმთხოელ იქმნენ.

15 ხოლო, რომელნი ცოცხალღა იყვნენ მათი, სიკუდილითა მოესრულნენ. ქურივნი მათნი არავინ შეიწყალოს,

16 დაღათუ შეიკრიბოს ვითარცა მიწაჲ ვეცხლი და ზედა თიჴაჲ შეიკრიბოს ოქროჲ.

17 ესე ყოველი მართალთა შეიკრიბონ და ფასი იგი მათი ჭეშმარიტად დაიპყრან.

18 და იქმნა სახლი მისი ვითარცა მღილი და ვითარცა დედაზარდლი. მდიდარმან დაიძინა და არღარა შესძინოს, თუალნი მისნი აღიხილნა და არღარა არს,

19 რამეთუ შეემთხჳნეს ვითარცა წყალნი სალმობანი და ღამე წარიღო იგი არმურმან.

20 აღიღოს იგი სიცხემან და წარიღოს.

21 და განაბნიოს იგი ადგილით თჳსით.

22

23 და დაესხას მათ ზედა. და არა ერიდოს ჴელისაგან მისისა, სივლტოლით ივლტოდის, და იტყუელნეს მის ზედა ჴელნი მისნი და წარიღოს იგი ადგილით მისით.

<< ← Prev Top Next → >>