ბიბლია, იობი, თავი 29. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10452&pid=20&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 მერმე კუალად შესძინა იობ და თქუა იგავით:

2 ვინმე მყოს მე თუეთა მათებრ პირველთა დღეთა მათ, რომელთა მცვიდა უფალი?

3 ოდეს-იგი ბრწყინვიდა ნათელი მისი ზედა თავსა ჩემსა, ოდეს-იგი ნათელითა მისითა ვიდოდე ბნელსა შინა,

4 ოდეს-იგი ვიყავ დიდად შუებულ გზათა, ოდეს-იგი უფალი მოღუაწებასა ჰყოფდა სახლისა ჩემისასა,

5 ოდეს-იგი ვიყავ სიმართლითა დიდ ფრიად. და გარემოს ჩემსა მონანი ჩემნი,

6 ოდეს-იგი გამოდიოდა გზათა ჩემთა ერბოჲ და მთათა ჩემთა გამოეცემოდა სძე.

7 რაჟამს-იგი განვიდოდი ქალაქად მსთუად და უბანთა ზედა დაიდგმოდეს სავარძელნი ჩემნი,

8 მიხილეს მე ჭაბუკთა და დამემალნეს, მოხუცებულნი ყოველნი ზეაღმიდგიან;

9 მთავარნი დადუმნეს სიტყჳსაგან ჩემისა და ჴელი დაიდვეს პირსა მათსა.

10 ხოლო რომელთა ესმოდა ჩემი, მნატრიდეს მე და ენაჲ მათი სასასა მათსა აექუა,

11 რამეთუ ყურსა რომელსა ესმა, მნატრა, თუალმან, რომელმან მიხილა, მიმრიდა,

12 რამეთუ განეარინე გლახაკი ჴელთაგან ძლიერისათა, და ობოლსა, რომელსა არა აქუნდა მწე, შევეწიე.

13 კურთხევაჲ წარწყმედულისაჲ ჩემ ზედა მოვიდოდა და პირი ქურივისა მაკურთხევდა მე.

14 სიმართლე შემემოსა და შევიმკუე სამართალი, ვითარცა სამოსელი.

15 თუალი ვიყავ ბრმათაჲ და ფერჴი მკელობელთაჲ,

16 რამეთუ ვიყავ მამაჲ ობოლთა, უძლურთაჲ; სასჯელი, რომელი არა ვიცოდე, გამოვიძიე.

17 შევმუსრენ შუანი ცრუთანი და შორის კბილთა მათთა ნატაცები გამოუღე.

18 ვთქუ: ვითარმედ ჰასაკი ჩემი დაბერდეს, ვითარცა ხე დანაკისკუდისაჲ მრავალ ჟამ ვცხონდე.

19 ძირნი განვირთხნე წყალთა ზედა და ცუარი იქცეოდის სამკალსა ჩემსა ზედა.

20 დიდებაჲ ჩემი ცუდად იქმნა ჩემ თანა და მშჳლდი ჩემი ჴელთა შინა ჩემთა არს.

21 ჩემი ესმოდა და მერჩდეს, დადუმნეს ზრახვასა ჩემსა

22 და სიტყუათა ჩემთა ზედა არღარა შესძინეს. და მხიარულ იქმნიან, უკუე სადა ვეტყოდი მათ,

23 ვითარცა ქუეყანაჲ წყურიელი, რომელი მოელინ წჳმასა, ეგრეცა ესენი სიტყუათა ჩემთა.

24 უკუეთუ განვიცინნი მათდა მიმართ, არა ჰრწამნ და ნათელი პირისა ჩემისაჲ არა დავარდებოდა.

25 გამოვიძიენ გზანი მათნი და დავჯედ მთავრად და დამკჳდრებულ ვიყავ, ვითარცა მეფე შორის ახოვანთა, ვითარცა ვნებულთა ნუგეშინის-ვსცემდ.

<< ← Prev Top Next → >>