Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 მიუგო ელიუს და ჰრქუა:

2 მგებდ მცირედღა, და გასწაო შენ, რამეთუ არიანღა მერმეცა ჩემ თანა სიტყუანი.

3 და აღვიღო მეცნიერებაჲ ჩემი შოვრად საქმითა ჩემითა, სამართალი ვთქუა.

4 ჭეშმარიტებით, არა სიცრუვისა სიტყჳთა, ხოლო შენ ნაცილად გულისჴმა-ჰყოფ.

5 ესე უწყოდე, რამეთუ უფალმან არა განიშოროს უბიწოჲ იგი, ძლიერმან მან ძალითა.

6 გულითა უღმრთოჲ იგი არა აცხოვნოს და სასჯელი გლახაკსა გამოსცეს.

7 არა გამოაშორნეს მართალსა თუალნი მისნი და მეფეთა თანამოსაყდრედ დასცნეს იგინი მძლედ, და აღმაღლდენ.

8 და კრულნი იგი ჴელბორკილითა შეიკრნეს საბლითა სიგლახაკისათა.

9 და უთხრნეს მათ საქმენი მათნი და შეცოდებანი მათნი, რამეთუ განძლიერდენ.

10 და მართლისა მის ისმინოს და თქუას, ვითარმედ: მოიქცენ სიცრუვისაგან.

11 უკუეთუ ისმინონ, ჰმონებდენ. აღასრულნენ დღენი მათნი კეთილსა შინა და წელნი მათნი შეუნიერებით.

12 ხოლო უღმრთონი ვერ განერნენ, რამეთუ არა ჰნებავს მათ ცნობად ღმერთი და რამეთუ სწავლასა შინა ურჩ იყვნეს.

13 და ორგულთა გულითა დაამტკიცონ გულისწყრომაჲ. ვერცა დაღადყონ, რამეთუ შეკრნა იგინი.

14 მოკუედინ სიჭაბუკესა სული მათი და ცხორებაჲ მათი იწყალნ ანგელოზთაგან.

15 ამისთჳს, რამეთუ აჭირებდეს ჭირვეულთა და უძლურთა. და სამართალი მშჳდთა გამოსცეს.

16 და ამას თანა შეგაცთუნა შენ პირისაგან მტერისა უფსკრულისა მოფენაჲ ქუეშე მისსა. და დაემჴუა ტაბლაჲ შენი სავსე სიპოხითა.

17 ხოლო არა მოაკლდეს მართალთაგან სამართალი, ხოლო გულისწყრომაჲ იყოს უღმრთოთა ზედა.

18 უღმრთოებით, რომელ ქრთამსა მიიღებდეს ნაწილად.

19 ნუ სადა გარდაგაქცევნ ნებსით გონებაჲ შენი ვედრებასა ჭირსა შინა მყოფთა უძლურთასა, და ყოველთაგან, რომელნი მტკიცე იყუნენ ძალითა.

20 ნუ გამოიყვანებ ღამე ერსა აღსლვად მათ წილ.

21 ეკრძალე, ნუ იქმ უჯეროსა, რამეთუ ამათგან განერე გლახაკებასა,

22 აჰა, ესერა, ძლიერმან განამტკიცოს იგი ძალითა თჳსითა. ვინმე უკუე არს ძლიერ მისებრ?

23 ანუ ვინმე არს განმკითხველ საქმეთა მისთა? ანუ ვინ არს მეტყუელ მისა, ვითარმედ: ქმნა რაჲმე სიცრუით?

24 მოიჴსენე, რამეთუ დიდ არიან საქმენი მისნი, რომელთა ზედა მთავრობდეს კაცნი მართალნი.

25 ყოველმან კაცმან იხილა მას შინა, ვითარცა წყლულნი არიან ყოველნი კაცნი,

26 აჰა, ესერა, ძლიერი იგი დიდ არს და ვერ გჳცნობიეს რიცხჳ წელთა დაუსრულებელ.

27 აღრაცხილ არიან მისა ნაწუეთნი წჳმისანი და მოჰფინედ წჳმად ღრუბელთა.

28 და დიოდიან დაძუელებად, დაწყჳდიან, ექმნენ მრავალთა ზედა კაცთა, და აჩრდილობდეს ღრუბელი ურიცხუთა ზედა კაცთა. ჟამი განუწესა პირუტყუთა და იციან საწოლისა წესი. ამას ყოველსა ზედა არა განუკჳრდებისა გონებასა შენსა, არცა დაგეგების გული შენი ჴორცთაგან შენთა?

29 და უკუეთუ გულისჴმა-ჰყო განწესებაჲ ღრუბელთაჲ და სწორებაჲ საყოფელისა მისისაჲ,

30 აჰა, ესერა, განმარტის მას ზედა გზაჲ და ძირნი ზღჳსანი დაჰფარნა,

31 რამეთუ მათ შინა განსაჯნეს ერნი, და მოსცეს საზრდელი ძლიერსა.

32 ჴელითა დაფარა ნათელი და ამცნო მისთჳს, რომელი მოეგებვოდის მას,

33 უთხრას მისთჳს მეგობართა თჳსთა და მონაგებთა სიცრუვისათჳს.

<< ← Prev Top Next → >>