ბიბლია, იობი, თავი 38. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10461&pid=20&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 ჰრქუა უფალმან იობს არმურით გამო და ღრუბლით:

2 ვინ არს ესე, რომელი მიმალავს სიტყუათა, და შეუკრებიან ზრახვანი გულსა თჳსსა, და ჩემგან ჰგონებს დაფარვასა?

3 შეირტყენ ვითარცა მამაკაცმან წელნი შენნი, მე გკითხვიდე და შენ მომიგებდ მე.

4 სადა იყავ, რაჟამს დავაფუძნებდ მე ქუეყანასა? მითხარ მე, უკუეთუ იცი გულისჴმის-ყოფაჲ.

5 ვინ დადვა საზომი მისი, უკუეთუ იცი? ან ვინ მოიღო საზომი მის ზედა?

6 ანუ რასა ზედა კარშიკნი მისნი დამსჭუალულ არიან? ანუ ვინ არს, რომელმან დადვა ლოდი იგი საკიდური მის ზედა?

7 ოდეს იქმნნეს ვარსკულავნი, მიქებდეს მე ჴმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი.

8 და-უკუე-ვჰჴაშ ზღუაჲ ბჭეებითა, რაჟამს-იგი იშუებოდა, დედის მუცლით გამო-რა-ვიდოდა.

9 დავსდევ მას ზედა ღრუბელი სამოსლად და ნისლითა წარვგრაგნე იგი.

10 დავსცენ მას ზედა საზღვარნი და დავაგენ მას კლიტენი და ბჭენი.

11 და ვარქუ: აქამომდე მოხჳდე და არა გარდაჰჴდე, არამედ შენ ზედვე შეიმუსრნენ ღელვანი შენნი.

12 ანუ შენ ზედა დავაწესე ნათელი განთიადისა, და მთიებმან იცნა თჳსი იგი წესი

13 მიწევნად ფრთეთა ქუეყანისათა, და განბნევად უღელნი მისგან?

14 ანუ შენ მოიდე მიწაჲ ქუეყანით და თიჴაჲ შეჰქმენ ცხოვლად და პირმეტყუელად და დაადგინე ქუეყანასა ზედა?

15 ანუ შენ მოუღე ნათელი უღმრთოთა, და მკლავნი ამპარტავანთანი შენ შეჰმუსრენ?

16 მი-მე-სრულ ხარა წყაროსა მას ზღჳსასა, ანუ კუალსა უფსკრულთასა სრულ ხარა?

17 გან-მე-გეხუნენა შიშით ბჭენი სიკუდილისანი, ანუ მეკარეთა ჯოჯოხეთისათა გიხილონ და შეძრწუნდენ?

18 ანუ სწავლულ ხარა სივრცესა ცასა ქუეშე? მითხარ მე: ვითარმე, ანუ რაბამ არს?

19 რომელსა ადგილსა იქცევის ნათელი, ანუ რომელი ადგილი არს ბნელისაჲ?

20 მი-ხოლო-თუ-მიიყვანო საზღვართა მისთა, გინათუ იცნი ალაგნი მისნი?

21 მეცნიერმე ხარა? ვინ უწყის, მაშინ შობილ იყო და რიცხუნი წელთა შენთანი ფრიად იყუნეს?

22 მი-მე-სრულ ხარა საუნჯეთა თოვლისათა, გიხილვანა საუნჯენი სეტყუათანი?

23 რამეთუ დაუუნჯებულ არიან დღედ მტერთა, დღედ ბრძოლისა და ლალვისა.

24 ანუ ვინაჲ გამოვალს თრთჳლი, რომელი განეფინების სამხრით ცასა ქუეშე? მითხარღა მე!

25 ანუ ვინ განუმზადა წჳმისა სასტიკისა დინებაჲ, და გზაჲ ნადირთა?

26 სადა არს კაცი, უდაბნოთა უკაცურთა

27 განაძღოს დაუთრგუნავნი და უშენნი. და აღმოაცენოს მცენარენი?

28 ვინ არს წჳმისა მამაჲ? ანუ ვინ არს, რომელმან შვნა შანთნი ცუარისანი?

29 ვისისა მუცლისაგან გამოვალს მყინვარი? ანუ ნეფხუაჲ ცასა ქუეშე ვინ შვა?

30 რომელი გარდამოვალს, ვითარცა წყალი მდინარე? ანუ პირნი ცისანი ვინ დაადნო?

31 გულისჴმა-გიყოფიან საკჳრველნი ხომთანი, ანუ ზღუდენი ორიონთანი შენ განახუენ?

32 შენ აღმოაბრწყინეა მთიები ჟამსა მისა და აფროდიტე შვილი ზედა ქუეყანისა?

33 ანუ ცანი ქუეშე ერთბამად რავდენნი ქმნილ არიან?

34 უწოდემეა ღრუბელთა ჴმითა და ძრწოლით, წყლითა მძაფრითა გერჩდენ შენ?

35 ანუ წარ-მე-ავლინნე მეხის-ტეხანი და წარვიდენ და გრქუან შენ, ვითარმედ: რა უკუე არს?

36 ანუ ვინ მოსცა დედათა ქსლისა სიბრძნე, ანუ ჭრელობისა მეცნიერებაჲ?

37 ანუ ვინ აღრაცხნა ღრუბელნი სიბრძნითა თჳსითა, და ცანი ქუეყანად მოდრიკნა?

38 განფენილ არს, ვითარცა მიაწჲ მტუერი, შევამტკიცო იგი, ვითარცა ლოდსა კუბაჲ?

39 ანუ შენ უნადირეა ლომთა საზრდელი, ანუ სულნი ვეშაპთანი შენ განაძღენ?

40 და შეშინებულ არიან იგინი საწოლსა თჳსსა ზედა, სხენან იგინი მაღნართა შინა და მზირიან.

41 ანუ ვინ განუმზადა ყორანსა საზრდელი? რამეთუ მართუენი მისნი უფლისა მიმარი, ღაღადებენ შეცთომილნი, საზრდელსა ეძიებედ.

<< ← Prev Top Next → >>