ბიბლია, იობი, თავი 39. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10462&pid=20&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 უკუეთუ სცნა ჟამი შობისაჲ ირემვაცთაჲ შინა, ანუ შენ დაუმარხეა სალმობაჲ ირემთა?

2 და აღრაცხენ თთუენი შობისა მათისანი სავსებით, ანუ სალმობანი მათნი შენ განჰჴსნენა?

3 და განჰზარდენ მართუენი მათნი თჳნიერ შიშისა? და სალმობანი მათნი მოუვლინენ?

4 დასთხინენ შვილნი მათნი და განმრავლდენ შობითა. განვიდენ და არღარა მოიქცენ თავით თჳსით.

5 ანუ ვინ განუტევა კანჯარი თავისუფლად, და საკრველნი მათნი ვინ განჴსნა?

6 ვყავ საყოფლად მათდა უდაბნოჲ და საძოვარად მათდა ქუეყანაჲ მარილოვანი.

7 ეკიცხენ სიმრავლესა ქალაქისასა და ბრძოლაჲ ხარკის-მკრებელთაჲ არა ესმინ მათ.

8 განიმსტურნიან მთანი საძოვრად მათდა და შემდგომად კუალსა ყოვლისა მდელოჲსასა ეძიებედ.

9 ანუ ინებოსმეა მარტორქამან მონებად შენდა, ანუ დაწოლად ბაგასა შენსა?

10 ანუ შე-მე-უკრა საბლითა უღელი მისი, ანუ ზიდვიდესმეა ორნატსა შენსა ველსა ზედა?

11 გინათუ ესვიდე მას, რამეთუ დიდ არს ძალი მისი. და მიუტეო მას საქმე შენი.

12 გრწამსა, ვითარმედ მოგაგოს შენ თესლი შენი და შემოიღოს კალოსა შენსა?

13 ფრთითა განსცხრებინ მჭურინავი, უკუეთუ მიუდგეს სირაქლემი და იხჳ,

14 რამეთუ დაუტევნეს ქუეყანასა ზედა კუერცხნი მისნი და მიწასა ზედა აცხობნ მათ,

15 და დაავიწყდეს, სადა-იგი დააბნინა, და მჴეცთა ველისათა დათრგუნნეს იგინი.

16 განფიცხნეს შვილნი მისნი, ვითარცა არა მისნი, ცუდად დაშურა თჳნიერად შიშისა,

17 რამეთუ დაადუმა უფალმან მისმან სიბრძნე მისი და არა განუწილა მას გულისჴმის-ყოფაჲ.

18 ჟამად-ჟამად სიმაღლისა აღიმაღლის, ეკიცხევნ ცხენზედა და ზედამჯდომელსა.

19 ანუ შენ შეჰმოსეა ძალი ცხენსა და შეარტყ ქედსა მისსა შაში?

20 და შეჰმოსე საჭურველი და დიდებაჲ მკერდსა მისსა და კადნიერებაჲ?

21 აღმოითხრინ ფერჴითა და იბეკნ ველსა ზედა, იზახებნ და განვალნ ველად.

22 შემთხუევასა ისრისასა ეკიცხევნ და არა გარემიიქცის მახჳლისაგან.

23 მის ზედა ოხრინ რაჲ მშჳლდი და მახჳლი, ლახურისა და ჰოროლისა ძრვაჲ.

24 და რისხვითა განჰრყუნინ ქუეყანასა და არა ჰრწამნ, ვიდრემდე დაჰბერონ. ნესტუმაღა ჴმა-ყვის.

25 მან თქჳს: ვაშა, ვაშა! შორითავე სული ეცის ბრძოლისაჲ და ზედამისლვა და ღაღადებაჲ.

26 ანუ შენითა სწავლითა დადგის ქორი? განიპყრნის ფრთენი თჳსნი და შეუძრველად დგან და იხედავნ ჩრდილოჲთ კერძო.

27 ანუ შენითა ბრძანებითა აღმაღლდის ორბი და ყანჩი დაჯდის მართუეთა ზედა?

28 და იქცევინ მწუერვალთა ზედა კლდისათა ფარულად,

29 მუნ არნ და ეძიებნ საზრდელსა, შორით თუალნი მისნი ხედვენ,

30 მართუენი მისნი შეიბღალნიან სისხლითა, სადაცა არს მძორი, მეყსეულად მუნ იპოვნიან.

<< ← Prev Top Next → >>