ბიბლია, იობი, თავი 42. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10465&pid=20&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 ანუ არა ჰგონებ, რამეთუ განმზადებულ არს ჩემდა? ვინმე უკუე არ წინაადმდგომ? ანუ ვინ წინააღმიდგეს მე და დამითმოს?

2 რამეთუ ყოველივე ცასა ქუეშე ჩემი არს?

3 არა დავდუმნე მისთჳს, და სიტყუამან ძლიერებისამან შეიწყალოს სწორი მათი.

4 ვინმე გამოაცხადოს პირი შემოსილებისა მისისაჲ? და შეწებულთა მკერდისა მისისათა ვინმე შევიდეს?

5 ანუ ბჭენი პირისა მისისანი ვინმე განახუნეს? გარემო კბილთა მისთა შიში.

6 ნაწლევნი მისი ასპიდი რვალისანი ნაწევარი მისი, ვითარცა მყარი ლოდი.

7 ერთი ერთსა შეყოფილ, სული ვერ განვიდეს მას. კაცი ძმასა თჳსსა შეეყოს.

8 შეეყუნენ და არა განაშორნენ.

9 კცენასა მისსა გამოჰკრთებიან ნათელნი, ხოლო თუალნი მისნი, ვითარცა ხილთაჲ მთიებისაჲ.

10 პირისა მისისაგან გამოვლენ ლამპარნი მგზებარენი, და გამოსცჳვიან შანთნი ცეცხლისანი.

11 ცხჳრთა მისთაგან გამოვალს საჴმილი აღგზებული ცეცხლისა ნაკუერცხალისაჲ.

იობი 42:11 - Job Prospers Again
Job Prospers Again
12 სული მისი ნაკუერცხალ არს. ალი პირისა მისისაგან გამოვალს.

13 ქედსა მისსა ზედა დადგრომილ არს ძალი, წინაშე მისსა რბინ წარსაწყმედელი.

14 ჴორცნი გუამისა მისისანი შეყოფილ არიან, წარმო-თუ-ეცეს მის ზედა დარღუნაჲ.

15 არა შეიძრნენ, გული მისი დამყარებულ არს, ვითარცა ლოდი და ჰგიეს იგი, ვითარცა გურდემლი განუჭედელი.

16 გარემოქცევასა მისსა შიში მჴეცთა ოთხფერჴთაჲ, ქუეყანასა მავალთაჲ.

17 უკუეთუ შეემთხჳნენ მას ლახუარნი, რაჲ უყონ მას

18 სათხედი და თორნი? (!) შეურაცხიეს მას რკინაჲ გზედ, ხოლო რვალი ვითარცა ძელი.

19 ვერ მოწყლას იგი მშჳლდმან რვალისამან, შეურაცხიეს მას კლდეთაგან ქვაჲ თივად.

20 და ვითარცა ლერწამი შეურაცხია მას ურონი. ეკითხევნ იგი ძრვასა ცეცხლშემოსილსა.

21 სარეცელნი მისნი, ისრისპირნი, მახჳლნი და ყოველნი ოქრონი ზღჳსა მის ქუეშე, ვითარცა თიჴა ურიცხჳ.

22 აღადუღის უფსკრული, ვითარცა ქუაბი. შეურაცხიეს ზღუაჲ საცხებელად ოდენ.

23 ხოლო ტარტაროსი უფსკულისაჲ, ვითარცა ტყვე, შერაცხა უფსკრული სამოთხველად.

24 და არარაჲ არს არცაღა ერთ მსგავსი მისი ქუეყანასა ზედა. და შექმნილ არს იგი სამღერელად ანგელოზთა ჩემთათჳს.

25 ყოველსა მაღალსა ხედავს, და იგი არს მეუფე ყოველთა, რაჲ არიან წყალთა შინა.

<< ← Prev Top Next → >>