Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 მიუგო იობ და ჰრქუა უფალსა:

2 ვიცი, რამეთუ ყოველივე ძალ-გიც და შეუძლებელ არა რაჲ არს შენ მიერ.

3 ვინმე არს, რომელი გიმალავს შენ ზრახვასა? ერიდებოდის სიტყუათა და შენგან ჰგონებდეს დაფარვას? ვინ მომითხრას მე, რომელმან არა ვიცოდე დიდ-დიდნი და საკჳრველნი, რომელ არა უწყოდე.

4 ისმინე ჩემი, უფალო! რათა მეცა ვიტყოდე. მე გკითხო შენ და შენ მასწაო მე.

5 ჰამბავით ყურთა მესმინა შენთჳს პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ.

6 ამისთჳს განვიქარვე თავი ჩემი და დავაგდე. შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად.

7 შემდგომად სიტყჳსა მის უფლისა ყოველთა ამათ სიტყუათა იობის მიმართ ჰრქუა უფალმან ელიფას თემნელსა: სცოდე შენ და ორთა მათ მეგობართა შენთა, რამეთუ არა იტყოდეთ ჭეშმარიტსა ჩემ წინაშე არცა ერთსა რას, ვითარ-იგი მსახური ჩემი იობ.

8 ხოლო აწ მოიბთ შჳდი ზუარაკი და შჳდნი ვერძნი. და მივედით მსახურისა ჩემისა იობისა. და შეწიროს მსხუერპლი თქუენთჳს. ხოლო იობ, მსახურმან ჩემმან, ილოცოს თქუენთჳს, რამეთუ პირსა მისსა თუალსა ვაღებ, უკუეთუმცა არა მივხედე, წარ-მცა-გწყმიდე თქუენ, რამეთუ არა იტყოდეთ ჭეშმარიტსა მსახურისა ჩემისა იობისათჳს.

9 წარვიდა ელიფას თემანელი, და ბალდად სავაქელი, და სოფან მინეველი და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან, და მიუტევა მათ ცოდვანი მათნი იობისთჳს,

10 ხოლო უფალმან აღაორძინა იობ. და ილოცა მან მეგობართა მისთათჳს და მიუტევნა უფალმან ცოდვანი მათნი. და მოსცა უფალმან მრჩობლი, რავდენ-იგი იყვნეს პირველად იობისი, ორწილად

11 ხოლო ესმა ყოველთა ძმათა მისთა ყოველი, რაჲ-იგი შეემთხჳა მას. და ყოველი, რომელთა იცოდეს იგი პირველითგან, ჭამდეს და სუმიდეს მის წინაშე და ნუგეშინის-სცეს მას და უკჳრდა მათ ყოვლისა მისთჳს, რომელი-იგი მოაწია უფალმან მის ზედა და მოსცა მას კაცად-კაცადმან თჳთო ტარიგი. და ოთხსატირი ოქროსაჲ, ოქროსა უქმნელი თითოჲ.

12 ხოლო აკურთხა უფალმან უკუანაჲსკნელი იობისი უფროს, ვიდრე პირველი და იყო საცხოვარი მისი ცხოვარი ბევრი და ოთხ ათას, და აქლემები ექუს ათას, უღლეული ჴართა ათას, ვირი მძოვარი ჴდალი ათას.

13 და ესხნეს მას შჳდ ძე და სამ ასულ.

14 და უწოდა სახელი პირველსა მას დღე და მეორესა კასია და მესამესა მას მხიარულებისა რქაჲ.

15 და არა იპოვნეს ასულთაებრ იობისთა და ძეთა უმჯობესნი ცასა ქუეშე და მისცა იობ ასულთა თჳსთა სამკჳდრებელი ძმათა მათ თანა.

16 და ცხონდა შემდგომად წყლულებისა ასსამეოცდაათ წელ, ხოლო ყოველნი, რავდენ ცხონდა, იყუნეს ორასორმეოცდარვა წელ. და იხილა იობ ძენი თჳსნი და ძენი ძეთა მისთანი, მეოთხე ნათესავი და აღესრულა იობ მოხუცებული და სავსე დღითა (დაწერილ არს იგი კუალად აღდგინებად მათ თანა, რომელნი-იგი უფალმან აღადგინნეს. ესე ითარგმანა ასურეთისაგან წიგნისა. ხოლო მკჳდრ იყო იგი ქუეყანასა ავსიტელთასა, საზვართა იდუმიასათა და არაბიასათა, პირველად იყო სახელი მისი იობაბ. და მოიყვანა ცოლი არაბიელი. და ესვა ძე, რომლისა სახელი ენონ, ხოლო იყო ესე მამისა ზარესი, ესავის ძეთა ძე და დედით ბოსორელი. ვითარმედ იყო ესე აბრაჰამისითგან მეოთხე ნათესავი).

<< ← Prev Top Next >>