ბიბლია, ფსალმუნნი, თავი 9. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10475&pid=21&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ფსალმუნნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იობი ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150

1 დასასრულსა, საიდუმლოთათჳს ძისათა, ფსალმუნი დავითისი

2 აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი,

3 ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა, მაღალო.

4 რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა.

5 რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დაშჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო.

6 შეჰრისხენ შენ წარმართთა და წარწყმდა უღმრთოჲ; სახელები მათი აჰჴოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.

7 მტერსა მახჳლნი მოაკლდეს სრულიად და ქალაქნი აღაოჴრენ; წარწყმდა საჴსენებელი მათი ღაღადებით;

8 და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თჳსი.

9 და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით და განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.

10 ვყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა.

11 და გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო.

12 უგალობდეთ უფალსა, რომვლი დამკჳდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.

13 რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიჴსენა და არა დაივიწყა ღაღადებაჲ დავრდომილთა.

14 მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან,

15 რომელმან აღმამაღლა მე ბჭეთაგან სიკუდილისათა, რათა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა;

16 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა. დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერჴი მათი.

17 განცხადებულ არს უფალი ყოფად სასჯელისა, საქმითა ჴელითა თჳსთაჲთა შეიპყრა ცოდვილი.

18 მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაჲ.

19 რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი და თმენა დავრდომილთა არა წარწყმდეს სრულიად.

20 აღდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ წარმართნი შენ წინაშე.

21 დაადგინე, უფალო, სჯულისმდებელ მათ ზედა; გულისჴმა-ყვედ წარმართთა, რამეთუ კაცნი არიან.

22 რადმე, უფალო, დასდეგ შორს და უგულებელს-მყოფ ჩუენ ჟამთა ოდენ ჭირისასა?

23 ამპარტავანებასა უღმრთოთასა შეიწვინ გლახაკი; შეპყრობილ იყვნენ იგინი ზრახვათა მათთგან, რომელთაცა ზრახვენ.

24 რამეთუ იქებინ თავით თჳსით ცოდვილი გულისთქუმათა შინა სულისა თჳსისათა და უღმრთოჲ იკურთხევინ.

25 განარისხა ცოდვილმან უფალი, მრავლითა გულისწყრომითა მისითა არა გამოიძიოს;

26 არა არს ღმერთი წინაშე მისსა. ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსავე ჟამსა, მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა და ყოველთა მტერთა მისთა ზედა იგი ეუფლებინ.

27 რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: არა შევიძრა მე თესლითი თესლამდე თჳნიერ ძჳრისა.

28 წყევითა და სიმწარითა და ზაკვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე არს შრომაჲ და სალმობაჲ.

29 დაჯდეს იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად უბრალოსა;

30 თუალნი მისნი გლახაკსა ხედვენ; მზირინ ფარულად, ვითარცა ლომი საყოფელსა თჳსსა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა;

31 მახითა თჳსითა დაამდაბლოს იგი, დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკსა.

32 რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არახილვად სრულიად.

33 აღდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.

34 რადმე განარისხა უღმრთომან ღმერთი? _ რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: არა გამოიძიოს.

35 ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რათამცა მოგეცა შენ იგი ჴელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე.

36 შეჰმუსრე მკლავი ცოდვილისა და უკეთურისა; იძიოს ცოდვაჲ მისი და არა იპოვოს.

37 უფალი მეფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით.

38 ნებაჲ გლახაკთა ისმინე, უფალო; განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა ყური შენი,

39 განკითხვად ობოლისა და გლახაკისა, რათა არა დაჰრთოს კაცმან კუალადცა მდიდრად სიტყუაჲ ქუეყანასა ზედა.

<< ← Prev Top Next → >>