Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ფსალმუნნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იობი ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150

1 დასასრულსა, მონისა უფლისსა დავითისი, რომელნი ჰრქუნა უფალსა სიტყუანი ესე ამის გალობისანი დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ჴელთაგან მტერთა მისთასა და ჴელთაგან საულისთა და თქუა.

2 შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო, დამამტკიცებელო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, და მჴსნელო ჩემო.

3 ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაჲ ცხორებისა ჩემისა და ჴელისა ამპყრობელი ჩემი.

4 ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე.

5 გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე;

6 სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი.

7 ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ; შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისა და ღაღადებაჲ ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა.

8 და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი.

9 აჴდა კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნნეს მისგან.

10 და მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა და ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა.

11 და აღჴდა ქერობინთა ზედა და აფრინდა, და აღფრინდა იგი ფრთეთა ზედა ქართასა.

12 და დადვა ბნელი საფარველად მისა ღა გარემოს მისსა საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა.

13 ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყუა და ნაბერწყალი ცეცხლისა.

14 და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი.

15 მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და შეაძრწუნნა იგინი.

16 და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა.

17 გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა.

18 მიჴსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროს.

19 მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა.

20 და გამომიყვანა მე ფართოდ; მიჴსნეს მე, რამეთუ მინება მე.

21 და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთასა მომაგოს მე.

22 რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან;

23 რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან.

24 და ვიყო მე უბიწო მის თანა და დავიცვა მე უშჯულოებისა ჩემისაგან.

25 და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთასა წინაშე თუალთა მისთა.

26 წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოსა თანა უბრალო იყო,

27 და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო.

28 რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი დაამდაბლნე;

29 რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო; ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი;

30 რამეთუ შენ მიერ ვიჴსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჴდე ზღუდესა.

31 ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი და სიტყუანი უფლისანი გამოჴურვებულ; შესავედრებელ არს იგი ყოველთათჳს, რომელნი ესვენ მას.

32 რამეთუ ვინ არს ღმერთ უფლისა გარეშე, ანუ ვინ არს ღმერთ, გარნა ღმრთისა ჩუენისა?

33 ღმერთი, რომელმან გარეშემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ გზაჲ ჩემი;

34 განამტკიცნა ფერჴნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე.

35 განსწავლენ ჴელნი ჩვმნი ღუაწლსა და ყვენ მშჳლდ რვალისა მკლავნი ჩემნი.

36 და მომეც მე შემწე მაცხოვარებისა და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან შენმან ამან განმსწავლოს მე.

37 ფართო-ჰყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს ალაგნი ჩემნი.

38 ვდევნნე მტერნი ჩემნი და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ.

39 ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად და დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა ჩემთა.

40 და შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე.

41 და მტერნი ჩემნი მომცენ მეოტად და მოძულენი ჩემნი მოსრენ.

42 ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ უფლისა მიმართ და არა ისმინა მათი.

43 და დავაწულილნე იგინი, ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა და ვითარცა თიჴაჲ უბნისა დავთრგუნნე იგინი.

44 მიჴსნე მე მჴდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად წარმართთა;

45 ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე, მორჩილებითა ყურისათა ისმინა ჩემი;

46 შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთანი განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან.

47 ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს ღმერთი და ამაღლდინ ღმერთი მაცხოვარებისა ჩემისა.

48 ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა, და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე. მჴსნელო ჩემო მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა

49 და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლო მე და კაცისა უკეთურისაგან მიჴსნე მე.

50 ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე.

51 განადიდე ცხორებაჲ მეფისა და ყოფად წყალობაჲ ცხებულისა მისისა თანა, დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე. დიდება

<< ← Prev Top Next → >>