Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ფსალმუნნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იობი ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150

1 საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა;

2 აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ ჩემდა.

3 განჰფინე მახჳლი შენი და შეკრიბე წინა კერძო მდევართა ჩემთასა; არქუ სულსა ჩემსა: მჴსნელი შენი ვარი მე.

4 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნიქცენ და სირცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა.

5 იქმნენ იგინი ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოზმან აჭირვენ მათ;

6 იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოზმან უფლისამან დევნნეს იგინი.

7 რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საბრჴისა მათისა და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა.

8 ეწიენ მათ საბრჴე, რომელ არა უწყოდიან და სანადირო, რომელ დაარწყუეს, შეიპყრნედ იგინი და საბრჴესავე მათსა შეითხინედ.

9 ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს მაცხოვარებითა მისითა.

10 ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ? რამეთუ იჴსენ გლახაკი ჴელთაგან უძლიერესთა მისთასა და გლახაკი და დავრდომილი - მიმოდამტაცებელთაგან მისთა.

11 რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და, რა-იგი არა უწყოდე, მკითხვიდეს მე.

12 მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკჳდროებაჲ სულისა ჩემისა იზრახეს.

13 ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძა და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვა ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს.

14 ვითარცა ძმა და მეგობარი ჩუენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ; ვითარცა მგლოვარე და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი.

15 და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვაგრძენ,

16 განიყვნეს და არა შეინანეს. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და იღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი.

17 უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძჳრისსაქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდშობილება ჩემი.

18 აღგიარო შენ ეკლესიასა შინა დიდსა და კრებულსა შორის მრავალსა გაქებდე შენ.

19 ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა.

20 რამეთუ ჩემ თანა მშჳდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკვასა განიზრახვიდეს.

21 განავრცეს ჩემ ზედა პირი მათი და თქუეს: ვაშა, ვაშა! იხილეს თუალთა ჩუენთა.

22 იხილე, უფალო, ნუ დასდუმნები, უფალო, ნუ განმეშორები ჩემგან.

23 განიღჳძე, უფალო, და მოხედენ განკითხვასა ჩემსა, ღმერთო ჩემო და უფალო, შჯასა ჩემსა.

24 მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა, უფალო ღმერთო ჩემო და ნუმცა უხარის ჩემ ზედა.

25 ნუ იტყჳედ გულთა შინა მათთა: ვაშა, ვაშა, სულსა ჩემსა! ნუცა იტყჳედ, ვითარმედ: შთავნთქათ იგი.

26 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელთა უხაროდა ბოროტთა ჩემთათჳს; შთაიცუედ სირცხჳლი და კდემა, რომელნი მდიდრად იტყოდეს ჩემ ზედა.

27 იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელთა ენება სიმართლე ჩემი და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უნდა მშჳდობაჲ მონისა შენისა.

28 და ენაჲ ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა და მარადღე ქებასა შენსა.

<< ← Prev Top Next → >>