Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ფსალმუნნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იობი ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150

1 ფსალმუნი დავითისი, მოსაჴსენებელად შაბათთა

2 უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

3 რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ჴელი შენი.

4 არა არს კურნებაჲ ჴორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშჳდობაჲ ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთასა;

5 რამეთუ უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტჳრთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.

6 შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;

7 დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;

8 რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნება ჴორცთა ჩემთა.

9 შევბოროტენ და დავმდაბლდი ვიდრე ფრიად, ვჴმობდ სულთქმითა გულისა ჩემისათა.

10 უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულისთქმა ჩემი, და სულთქმა ჩემი შენგან არა დაეფარა.

11 გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთა, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.

12 მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს, და მახლობელნი ჩემნი შორს განდგეს ჩემგან.

13 და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს ძჳრსა ჩემსა, იტყოდეს ამაოებასა და ზაკვასა მარადღე ზრახვიდეს.

14 ხოლო მე ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რა არა აღაღის პირი თჳსი;

15 და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ.

16 არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.

17 რამეთუ ვთქუ: ნუ სადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერჴთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.

18 რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.

19 რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათჳს.

20 აწ, ესერა, მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროს; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;

21 და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.

22 ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.

23 მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.

<< ← Prev Top Next → >>