Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ფსალმუნნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იობი ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150

1 დასასრულსა, გალობათა შინა, გულისჴმის-ყოფისთჳს ფსალმუნი დავითისა

2 ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისა და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა.

3 მომხედენ და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა ჩემსა და შევძრწუნდი

4 ჴმითა მტერისათა და ჭირითა ცოდვილისათა; რამეთუ მოაქციეს ჩემ ზედა უსჯულოებითა და რისხვით მითქმიდეს მე.

5 გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისა დამეცა ჩემ ზედა.

6 შიში და ძრწოლა მომიჴდა მე და დამფარა მე ბნელმან.

7 და ვთქუ: ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, ავფრინდე მე და განვისუენო.

8 ესერა, განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა.

9 მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულმოკლებისაგან და ნიავქარისა.

10 დაანთქენ, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ ვიხილე მე უსჯულოებაჲ და ჴდომა ქალაქსა შინა.

11 დღე და ღამე გარემოადგეს მას და ზღუდეთა მისთა, და უსჯულოებაჲ და სიცრუჱ და შრომა შორის მათსა.

12 და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკვა.

13 რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა, მო-მცა-ვითმინე მისი. და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვემალე მისგან.

14 ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინამძღუარო ჩემო და მეცნიერო ჩემო,

15 რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი, რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთობით სახლსა ღმრთისასა.

16 მოვედინ სიკუდილი მათ ზედა, ცოცხლივ შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაჲ იყო სამკჳდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა.

17 მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვყავ და უფალმან ისმინა ჩემი;

18 მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდე და ესმეს ჴმისა ჩემისა.

19 იჴსენ სული ჩემი მშჳდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყუნეს იგინი ჩემ თანა.

20 ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა.

21 მიყო ჴელი მისი, რაჲთამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს შჯული მისი.

22 განიყვნეს იგინი რისხვითა პირისა მისისათა და მიეახლნეს გულნი მათნი. ლბილ იქმნეს სიტყუანი მათნი უფროს ზეთისა და იგინი იყუნეს, ვითარცა ისრისპირნი.

23 მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა სცეს შერყევაჲ უკუნისამდე მართალსა.

24 ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰჴადნე იგინი მღჳმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკვართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი? ხოლო მე, უფალო, შენ გესავ. დიდებაჲ

<< ← Prev Top Next → >>