ბიბლია, ფსალმუნნი, თავი 58. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10524&pid=21&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ფსალმუნნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იობი ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150

1 დასასრულსა, ნუ განხრწნა, დავითის ძეგლისწერა, ოდეს-იგი მიავლინა საულ და შეიცვა სახლი მისი, რათა მოკლას იგი

2 მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო, და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, განმარინე მე.

3 მიჴსენ მე მოქმედთაგან უსჯულოებისათა და კაცთა მოსისხლეთაგან მაცხოვნე მე.

4 რამეთუ, ესერა, მოინადირეს სული ჩემი, და დამესხნეს ჩემ ზედა ძლიერნი;

5 არცა უსჯულოებაჲ ჩემი, არცა ცოდვა ჩემი, უფალო; უცოდველად ვრბიოდე და წარვჰმართე,

6 განიღჳძე შემთხუევად ჩემდა და იხილე. და შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, ღმერთო ისრაჱლისაო, მოიხილე მოხედვად ყოველთა წარმართთა და ნუ შეიწყალებ ყოველთა მოქმედთა უსჯულოებისათა.

7 მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან, ვითარცა ძაღლი, და მოადგენ ქალაქსა.

8 ესერა, იგინი იტყოდიან პირითა მათითა, და მახჳლი ბაგეთა შინა მათთა, ვითარმედ ვის ესმა?

9 და შენ, უფალი, ეცინოდი მათ და შეურაცხ-ჰყვნე ყოველნი წარმართნი. ძალი ჩემი შენდამი ვიმარხო, რამეთუ შენ, ღმერთი მწე ჩემდა ხარ,

10

11 ღმერთი ჩემი, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო;

12 ღმერთმან ჩემმან მიჩუენოს მე მტერთა ჩემთა. ნუ მოსწყუედ მათ, ნუუკუე დაივიწყონ შჯული შენი; განაბნიენ იგინი ძალითა შენითა და დაამჴუენ იგინი, მფარველო ჩემო უფალო.

13 ცოდვაჲ პირისა მათისა სიტყუაჲ ბაგეთა მათთა, და შეიპყრნედ იგინი ამპარტავნებითა მათითა და წყევასა და სიცრუესა უთხრობდენ.

14 აღსასრულ რისხვით მოასრულნე და ნუღარა იპოვნენ; და გულისჴმა-ყონ, რამეთუ ღმერთი უფლებს იაკობსა ზედა და კიდეთა ქუეყანისათა.

15 მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლნი და მოადგენ ქალაქსა.

16 იგინი განიბნინენ ჭამად და უკუეთუ ვერ განძღენ, დრტჳნვიდენცა.

17 ხოლო მე ვაქებდე ძალსა შენსა და ვიხარებდე მე განთიად წყალობითა შენითა; რამეთუ მეყავ მე მფარველ და შესავედრებელ ჩემდა დღესა ჭირისა ჩემისასა.

18 მწე ჩემი ხარი შენ, შენ გიგალობდე, რამეთუ ღმერთი ჴელისა ამპყრობელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, და წყალობაო ჩემო.

<< ← Prev Top Next → >>