1 ძეთა კორესთა, ფსალმუნი გალობისა, საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა.
2 უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროს ყოველთა საყოფელთა იაკობისთა.
3 დიდებულ ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო.
4 მოვიჴსენო მე რააბისი და ბაბილოვნისა, რომელთა მიციან მე; და, აჰა, ესერა, უცხოთესლნი და ტჳროს და ერი ჰინდოთა, ესენი იშვნეს მუნ.
5 დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან.
6 უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისათა და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა.
7 ვითარ მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ შენდამი არს. |