Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ფსალმუნნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იობი ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150

1 გულისჴმის-ყოფისათჳს ეთამ ეზრაიტელისა, ფსალმუნი დავითისი

2 წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე; თესლითი თესლამღე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა.

3 რამეთუ სთქუ: უკუნისამდე წყალობაჲ აღეშენოს, და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტებაჲ შენი.

4 ვყავ აღთქმა რჩეულთა ჩემთა თანა და ვეფუცე დავითს, მონასა ჩემსა;

5 უკუნისამდე განვჰმზადო ნათესავი შენი და აღვაშენო თესლითი თესლამდე საყდარი შენი.

6 აღიარებდენ ცანი საკჳრველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა.

7 რამეთუ ვინ ღრუბელთა შინა ესწოროს უფალსა და ემსგავსოს უფალსა ძეთა შორის ღმრთისათა?

8 ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოს მისა.

9 უფალო ღმერთო ძალთაო, ვინ გემსგავსოს შენ? ძლიერ ხარ შენ, უფალო, და ჭეშმარიტებაჲ შენი გარემო არს შენსა.

10 შენ უფლებ ძალსა ზედა ზღუათასა და აღძრვასა ღელვათა მისთასა შენ დაამშჳდებ.

11 შენ დაამდაბლე, ვითარცა წყლული, ამპარტავანი და მკლავითა ძლიერებისა შენისათა განაბნიენ მტერნი შენნი.

12 შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანა, სოფელი და სავსებაჲ მისი შენ დააფუძნე.

13 ჩრდილო და ბღუარი შენ შეჰქმენ, თაბორი და ერმონი სახელითა შენითა იხარებდენ.

14 შენი მკლავი ძლიერებით, განძლიერდინ ჴელი შენი და ამაღლდინ მარჯუენე შენი.

15 სიმართლე და განკითხვა არს განმზადებაჲ საყდრისა შენისა, წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ ვიდოდიან წინაშე პირსა შენსა.

16 ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაჲ შენი; უფალო, ნათლითა პირისა შენისათა ვიდოდიან,

17 და სახელითა შენითა იხარებდენ მარადღე და სიმართლითა შენითა ამაღლდენ.

18 რამეთუ სიქადული ძალისა მათისა შენ ხარ, და ნებითა შენითა ამაღლდეს რქაჲ ჩუენი.

19 რამეთუ უფლისაჲ არს შეწევნა და წმიდისა, ისრაჱლ, მეუფისა ჩუენისა.

20 მაშინ ეტყოდე ჩუენებით ნაშობთა შენთა და სთქუ: დავსდევ შეწევნა ძლიერსა ზედა და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა.

21 ვპოე დავით, მონაჲ ჩემი, და საცხებელი წმიდაჲ ჩემი ვსცხე მას.

22 რამეთუ ჴელი ჩემი შეეწიოს მას, და მკლავმან ჩემმან განაძლიეროს იგი.

23 არა ირგოს მტერმან მისგან, და შვილმან უსჯულოებისამან ვერ შესძინოს ვნებად მისა.

24 და მოვსრნე პირისაგან მისისა მტერნი მისნი და მოძულენი მისნი დავამჴუნე.

25 წყალობაჲ ჩემი და ჭეშმარიტებაჲ ჩემი მის თანა, და სახელითა ჩემითა ამაღლდეს რქაჲ მისი;

26 და დავდვა ზღუასა ზედა ჴელი მისი და მდინარეთა ზედა _ მარჯუენე მისი.

27 მან მხადოს მე: მამა ჩემი ხარი შენ, ღმერთი ჩემი და შემწყნარებელი ცხორებისა ჩემისა.

28 და მე პირმშოდ დავადგინო იგი უმაღლეს უფროს მეფეთა ქუეყანისათა.

29 უკუნისამდე დაუმარხო მას წყალობაჲ ჩემი, და აღთქმა ჩემი ერწმუნოს მას.

30 და ეგოს უკუნითი უკუნისამდე თესლი მისი და საყდარი მისი, ვითარცა დღენი ცისანი.

31 და-თუ-უტეონ შვილთა მათთა შჯული ჩემი და სამართალთა ჩემთა არა ვიდოდიან,

32 სიმართლენი ჩემნი თუ შეაბილწნენ და მცნებანი ჩემნი არა დაიმარხნენ,

33 განვიხილნე კუერთხითა უსჯულოებანი მათნი და გუემითა უსამართლობანი მათნი;

34 ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვვცრუვო ჭეშმარიტებასა ჩემსა,

35 არცა შევაგინო აღთქმა ჩემი და, რაჲ-იგი აღმოჴდა ბაგეთა ჩემთა, არა შეურაცხ-ვყო.

36 ერთგზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს და მე არა ვეცრუვო მას.

37 ნათესავი მისი უკუნისამდე ეგოს, და საყდარი მისი, ვითარცა მზე, წინაშე ჩემსა,

38 და ვითარცა მთოვარე განმტკიცებული უკუნისამდე და მოწამე სარწმუნო ცათა შინა.

39 ხოლო შენ განიშორე და შეურაცხ-ჰყავ და განაგდე ცხებული შენი;

40 და აქციე აღთქმა მონისა შენისა, შეაგინე ქუეყანასა ზედა სიწმიდე მისი.

41 დაარღჳენ ყოველნი ზღუდენი მისნი და ჰყვენ სიმტკიცენი მისნი შეძრწუნებულ;

42 და მიმოდაიტაცებდეს მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი, და იქმნა იგი საყუედრელ გარემოსთა მისთა.

43 აღამაღლე მარჯუენე მაჭირვებელთა მისთა და ახარე ყოველთა მტერთა მისთა;

44 გარემიაქციე შეწევნა მახჳლისა მისისა და არა შეეწიე ბრძოლასა შინა.

45 დაჰჴსენ სიწმიდე მისი და საყდარი მისი ქუეყანასა ზედა დაამჴუ;

46 შეამცირენ დღენი ჟამთა მისთანი და მიჰფინე მის ზედა სირცხჳლი.

47 ვიდრემდის, უფალო, გარემიიქცევი სრულიად, და აღატყდების, ვითარცა ცეცხლი, რისხვა შენი?

48 მოიჴსენე შენ, რა არს არსებაჲ ჩემი, ანუ ამაოდ ნუ შეჰქმნენა ყოველნი ძენი კაცთანი?

49 ვინ არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა იხილოს სიკუდილი და იჴსნეს სული თჳსი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა?

50 სადა არიან წყალობანი შენნი პირველნი, უფალო, რომელ ეფუცე დავითს ჭეშმარიტებითა შენითა?

51 მოიჴსენე, უფალო, ყუედრებაჲ მონათა შენთა, რომელ დავიკრიბე წიაღთა ჩემთა მრავალთა თესლთა;

52 რომელ აყუედრეს მტერთა შენთა, უფალო, რომელ აყუედრეს ნაცვალსა ცხებულისა შენისასა.

53 კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე. იყავნ, იყავნ. დიდება

<< ← Prev Top Next → >>