ბიბლია, ფსალმუნნი, თავი 93. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10559&pid=21&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ფსალმუნნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იობი ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150

1 ღმერთი შურისძიებათა, უფალი ღმერთი შურისძიებათა განცხადნა.

2 ამაღლდი, რომელი შჯი ქუეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა.

3 ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო, ვიდრემდის ცოდვილნი იქადოდიან?

4 აღმოთქუან და იტყოდიან სიცრუესა, იტყოდიან ყოველნი, რომელნი იქმან უსჯულოებასა.

5 ერი შენი, უფალო, დაამდაბლეს და სამკჳდრებელი შენი განაბოროტეს;

6 ქურივი და მწირი მოკლეს და ობოლი მოსწყჳდეს

7 და თქუეს: არა იხილოს უფალმან, არცა გულისჴმა-ყოს ღმერთმან იაკობისმან.

8 გულისჴმა-ყავთ აწ, უგნურნო ერისანო და ცოფნო, ოდესმე გულისჴმა-ჰყოთ.

9 რომელმან დაჰნერგა ყური, არა ნუ ესმისა? ანუ რომელმან შექმნა თუალი, არა ნუ ხედავსა?

10 რომელი სწავლის თესლებსა, არა ნუ ამხილოსა, რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაჲ?

11 უფალმან უწყნის ზრახვანი კაცთანი, რამეთუ არიან ამავო.

12 ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და სჯულისა შენისაგან ასწაო მას.

13 დამშჳდებად მისა დღეთა ბოროტთა, ვიდრემდის ეთხაროს ჴნარცჳ ცოდვილსა.

14 რამეთუ არა განიშოროს უფალმან ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი არა უგულებელს-ყოს,

15 ვიდრემდის მოიქცეს სიმართლე განკითხვად, და მიეახლნენ მას ყოველნი, რომელნი წრფელ არიან გულითა.

16 ვინ წინააღმიდგეს მე უკეთურთაგანი? ანუ ვინ თანაწარმომიდგეს მე მათგანი, რომელნი იქმან უსჯულოებასა?

17 არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და-მცა-ემკჳდრა ჯოჯოხეთს სული ჩემი.

18 უკუეთუმცა ვიტყოდე: შემიძრწუნდა ფერჴი ჩემი, წყალობაჲ შენი, უფალო, შემწევდა მე.

19 მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა ნუგეშინის-ცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა.

20 ნუ დადგებინ შენ წინაშე საყდარი უსჯულოებისა, რომელნი იქმან შრომასა ბრძანებულსა ზედა.

21 მოინადირონ სული მართლისა და სისხლსა უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფდენ.

22 და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი მწე სასოებისა ჩემისა.

23 და მიაგოს მათ უფალმან უსჯულოებაჲ მათი და უკეთურებისა მათისაებრ უჩინო-ყვნეს იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან. დიდება

<< ← Prev Top Next → >>