Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ფსალმუნნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იობი ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150

1 ლოცვა გლახაკისა, ოდეს მოეწყინოს და განჰფინოს წინაშე უფლისა თხოვაჲ თჳსი

2 უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, და ღაღადებაჲ ჩემი შენდა შევედინ.

3 ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; რომელსა დღესა მჭირდეს მე, მოყავ ჩემდა ყური შენი; და რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი.

4 რამეთუ მოაკლდა, ვითარცა კუამლსა, დღეთა ჩემთა, და ძუალნი ჩემნი, ვითარცა ქარქუეტი, განჴმეს.

5 იწყლა, ვითარცა თივა, და განჴმა გული ჩემი, რამეთუ დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი.

6 ჴმითა სულთქმისა ჩემისათა შეჰჴმეს ჴორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა.

7 ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოსასა და ვიქმენი მე, ვითარცა ბუჲ ნატამალსა.

8 უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი მხოლო სართულსა ზედა.

9 მარადღე მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი და მაქებელნი ჩემნი ჩემდამო ფუცვიდეს.

10 რამეთუ ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი

11 პირისაგან რისხვისა და გულისწყრომისა შენისა, რამეთუ აღმიღე და დამაკუეთე მე.

12 და დღენი ჩემნი, ვითარცა აჩრდილი, წარჴდეს, და მე ვითარცა თივაჲ, განვჴემ.

13 ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ჰგიე, და საჴსენებელი შენი თესლითი თესლამდე.

14 შენ აღსდგე და შეიწყალო სიონი, რამეთუ ჟამი წყალობისა მისისა, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი.

15 რამეთუ სთნდეს მონათა შენთა ქვანი მისნი, და მიწასა მისსა სწყალობდენ.

16 და ეშინოდის წარმართთა სახელისაგან უფლისა და ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა დიდებისაგან მისისა.

17 რამეთუ აღაშენოს უფალმან სიონი და გამოუჩნდეს მას დიდებითა მისითა.

18 მოჰხედნა ლოცვასა ზედა მდაბალთასა და არა შეურაცხ-ყო ვედრებაჲ მისი.

19 დაიწერენ ესენი ნათესავად სხუად, და ერი დაბადებადი აქებდეს უფალსა;

20 რამეთუ მოიხილა მაღლით წმიდით მისით, უფალმან ზეცით ქუეყანად გარდამოიხილა,

21 რათა შეისმინოს სულთქმაჲ შებორკილებულთა და განჴსნნეს ნაშობნი მოკლულთანი,

22 თხრობად სიონს სახელი უფლისაჲ და ქებულებაჲ მისი - იერუსალჱმს,

23 შეკრებად ერისა ერთად და მეფენი მონებად უფლისა.

24 მიუგო მას გზასა შინა ძლიერებისა მისისასა: სიმცირე დღეთა ჩემთა მითხარ მე.

25 და ნუ განმიყვანებ მე კერძოთაგან დღეთა ჩემთასა; თესლით თესლადმდე არიან წელიწადნი შენნი.

26 დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანა დააფუძნე, და ქმნილნი ჴელთა შენთანი ცანი არიან.

27 იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი, ვითარცა სამოსელნი, დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი, სცვალნე იგინი, და იცვალნენ.

28 ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადნი შენნი არა მოაკლდენ.

29 ძენი მონათა შენთანი დაემკჳდრნენ, და ნათესავი მათი უკუნისამდე წარემართოს.

<< ← Prev Top Next → >>