ბიბლია, ფსალმუნნი, თავი 104. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10570&pid=21&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ფსალმუნნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იობი ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150

1 აუარებდით უფალსა და ხადოდეთ სახელსა მისსა, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.

2 აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა საკჳრველებათა მისთა.

3 იქებოდით სახელითა მისითა წმიდითა; იხარებდინ გული მეძიებელთა უფლისათა.

4 მოიძიეთ უფალი და განძლიერდით და ეძიებდით პირსა მისსა მარადის;

5 მოიჴსენეთ საკჳრველებათა მისთა, რომელ ქმნნა სასწაულნი და სამართალნი პირისა მისისანი.

6 ნათესავნი აბრაჰამისნი მონანი მისნი, შვილნი იაკობისნი რჩეულნი მისნი.

7 თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი.

8 მოიჴსენა უკუნისამდე აღთქმისა თჳსისა და სიტყვაჲ, რომელ ამცნო ათასამდე ნათესავად,

9 რომელ-იგი დადვა აბრაჰამის თანა და ფიცი მისი ისაკის თანა.

10 და დაამტკიცა იგი იაკობის თანა ბრძანებად და ისრაჱლისა აღთქმად საუკუნოდ.

11 და ჰრქუა მას: შენ მიგცე ქუეყანა იგი ქანანისა ნაწილად მკჳდრებისა თქუენისა;

12 რამეთუ იყვნეს იგინი რიცხჳთ მცირე-მცირე და მსხემ მას შინა.

13 და ვიდოდეს იგინი თესლითი თესლად და მეფეთაგან ერად სხუად.

14 არა აუფლა კაცსა ვნებად მათდა და ამხილა მათთჳს მეფეთა:

15 ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინაწარმეტყუელთა ჩემთა შორის ნუ უკეთურობთ.

16 და მოუწოდა სიყმილსა ქუეყანად და ყოველი ძალი პურისა შემუსრა.

17 წარავლინა წინაწარ მათსა კაცი, და მონად განისყიდა იოსები.

18 დაამდაბლნეს ბორკილითა ფერჴნი მისნი, რკინასა განვლო სულძან მისმან.

19 ვიდრე მოწევნადმდე სიტყჳსა მისისა სიტყუამან უფლისამან გამოაჴურვა იგი.

20 მიავლინა მეფემან და განჰჴსნა იგი მთავრად ერისა და განუტევა იგი.

21 და დაადგინა იგი უფლად სახლსა თჳსისა და მთავრად ყოვლისა მონაგებისა მისისა;

22 სწავლად მთავართა მისთა, ვითარცა თავი თჳსი, და მოხუცებულთა მისთა განბრძნობად.

23 და შევიდა ისრაჱლი ეგჳპტედ, და იაკობ დაემკჳდრა ქუეყანასა ქამისსა.

24 და აღაორძინა ერი მისი ფრიად და განაძლიერა იგი უფროს მტერთა მისთა.

25 გარდააქცია გული მისი მოძულებად ერისა მისისა და ზაკუად მონათა შორის მისთა.

26 წარავლინა მოსე, მონაჲ მისი, და აჰრონ, რომელი გამოირჩია თავისა თჳსისა;

27 დასხნა მათ შორის სიტყუანი სასწაულთა მისთანი და ნიშთა მისთანი ქუეყანასა მას ქამისასა.

28 მიავლინა მათდა ბნელი და დააბნელნა, რამეთუ განამწარნეს სიტყუანი მისნი.

29 გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და მოსწყჳდნა თევზნი მათნი;

30 განამრავლა ქუეყანამან მათმან მყუარი საუნჯეთა შორის მეფეთა მათთასა.

31 თქუა, და მოჴდა ძაღლისმწერი და მუმლი ყოველთა საზღვართა მათთა.

32 დასხნა წჳმანი მათნი სეტყუად, და ცეცხლი აღატყდებოდა ქუეყანასა მათსა.

33 და დასცა ვენაჴები მათი და ლეღოვანი მათი და შემუსრა ყოველი ხე საზღვარისა მათისა.

34 თქუა, და მოჴდა მკალი და ბუზჳ, რომლისა არა იყო რიცხჳ;

35 შეჭამა ყოველი თივა ქუეყანასა შინა მათსა და მოჭამა ყოველი ნაყოფი ქუეყანისა მათისა.

36 და დასცა ყოველი პირმშო ქუეყანასა შინა მათსა დასაბამად ყოვლისა ტკივილისა მათისა.

37 და გამოიყვანნა იგინი ოქროთა და ვეცხლითა, და არა იყო ნათესავსა მათსა სნეულ.

38 იხარა ეგჳპტემან გამოსლვასა მათსა, რამეთუ დაეცა შიში მათი მათ ზედა.

39 განჰმარტა ღრუბელი საგრილად მათდა და ცეცხლი მნათობად მათდა ღამე.

40 ითხოეს, და მოჴდა მწყერ-მარჴილი და პურითა ზეცისათა განაძღნა იგინი;

41 სცა კლდესა, და გამოეცნეს წყალნი, და ვიდოდეს ურწყულსა მდინარენი.

42 რამეთუ მოიჴსენა სიტყჳსა წმიდისა თჳსისა, რომელ ყო აბრაჰამის მიმართ, მონისა თჳსისა.

43 და გამოიყვანა ერი თჳსი სიხარულით და რჩეულნი მისნი - შუებით.

44 და მისცა მათ სოფლები წარმართთა, და ნაშრომი ერთა დაიმკჳდრეს,

45 რაჲთა დაიცვენ სამართალნი მისნი და სჯული მისი მოიძიონ. დიდებაჲ

<< ← Prev Top Next → >>