ბიბლია, ფსალმუნნი, თავი 105. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10571&pid=21&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ფსალმუნნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იობი ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150

1 აუარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

2 ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?

3 ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.

4 მომიჴსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებითა ერისა შენისათა და მომხედენ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა,

5 რათა ვიხილოთ ჩუენ სიტკბოებაჲ რჩეულთა შენთა და ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა ნათესავისა შენისათა, რათა ვიქებოდით ჩუენ სამკჳდრებელთა შენთა თანა.

6 ვცოდეთ მამათა ჩუენთა თანა, უსჯულო ვიქმნენით და გეცრუენით შენ.

7 მამათა ჩუენთა ეგჳპტეს შინა არა გულისჴმა-ყვნეს საკჳრველებანი შენნი, არცა მოიჴსენეს მრავალნი წყალობანი შენნი და გაგამწარეს წიაღ სლვასა ზღჳსა მის მეწამულისასა.

8 და იჴსნა იგინი სახელისა მისისათჳს, რათამცა გულისჴმა-ყვეს ძლიერებაჲ მისი;

9 და შეჰრისხნა ზღუასა მეწამულსა, და განჴმა, და უძღოდა მათ უფსკრულსა შინა, ვითარცა უდაბნოსა ზედა;

10 და განარინნა იგინი ჴელისაგან მოძულეთასა და იჴსნნა იგინი ჴელისაგან მტერთა მათთასა;

11 და დაფარნა წყალმან მაჭირვებელნი მათნი, და ერთიცა მათგანი არა განერა.

12 და ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისა და აქებდეს ქებულებასა მისსა.

13 ისწრაფეს და დაივიწყეს მათ საქმენი მისნი და არა დაუთმეს ზრახვასა მისსა.

14 და გულმან უთქუა გულისთქმაჲ უდაბნოსა შინა და განცადეს ღმერთი ურწყულსა შინა.

15 და მოსცა მათ თხოვა მათი და მოუვლინა სავსებაჲ სულსა მათსა.

16 და განარისხეს მოსე ბანაკსა შინა და აჰრონ, წმიდაჲ უფლისაჲ.

17 განეპო ქუეყანაჲ და დანთქა დათან და დაფარნა ბანაკი აბირონისი;

18 და ცეცხლი აღატყდა კრებულსა შორის მათსა, და ალმან შეწუნა ცოდვილნი.

19 და ქმნეს ჴბოჲ ქორებს და თაყუანი-სცეს კერპსა მას;

20 და ცვალეს დიდებაჲ მათი მსგავსად ჴბოსა მის თივისმჭამელისა.

21 და დაივიწყეს ღმრთისა მაცხოვარისა მათისა, რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი ეგჳპტეს შინა,

22 საკჳრველებანი მისნი ქუეყანასა მას ქამისსა და საშინელებანი მისნი ზღუასა მას ზედა მეწამულსა.

23 და თქუა მოსრვა მათი, არა თუმცა მოსე, რჩეული მისი, დადგა სრვასა მას წინაშე მისსა, გარემიქცევად გულისწყრომა მისი, რათამცა არა მოსრნა იგინი.

24 და შეურაცხ-ყვეს ქუეყანა იგი გულისსათქმელი და არა ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისა;

25 დრტჳნვიდეს იგინი კარვებსა მათსა და არა ისმინეს ჴმაჲ უფლისაჲ.

26 და აღიღო ჴელი მისი მათ ზედა დაცემად მათდა უდაბნოსა ზედა

27 და დაცემად თესლისა მათისა წარმართთა შორის და განბნევად მათდა სოფლებსა შორის.

28 და შეიბილწნეს იგინი ბელფეგორს და ჭამეს ნაგები მკუდართა.

29 და განარისხეს იგი საქმითა მათითა, და განმრავლდა მათ ზედა დაცემა.

30 და დადგა ფინეზ და ლხინება-ყო, და დაეყენა სრვა;

31 და შეერაცხა მას სიმართლედ და თესლითი თესლადმდე მიუკუნისამდე.

32 და განარისხეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა, და განბოროტნა მოსე მათთჳს,

33 რამეთუ მათ განამწარეს სული მისი; და განუჩინა მათ ბაგითა თჳსითა.

34 და არა მოსრნეს ნათესავნი იგი, რომელთა ჰრქუა მათ უფალმან.

35 და აერინეს წარმართთა და ისწავლნეს საქმენი მათნი;

36 და ჰმონეს კერპთა მათთა, და ექმნა მათ იგი საცთურ;

37 და დაუკლნეს ძენი მათნი და სულნი მათნი ეშმაკთა.

38 და დასთხიეს სისხლი უბრალო, სისხლი ძეთა და ასულთა მათთა, რომელ-იგი უზორეს კერპსა მას ქანანისასა, დაკლვით მოისრა ქუეყანაჲ სისხლითა

39 და შეიგინა საქმითა მათითა, რამეთუ ისიძვიდეს იგინი საქმეთა შინა მათთა.

40 და განრისხნა გულისწყრომით უფალი ერსა თჳსსა ზედა და მოიძაგა სამკჳდრებელი თჳსი;

41 და მისცნა იგინი ჴელთა მტერთასა, დაეუფლნეს მათ მოძალენი მათნი;

42 და აჭირვებდეს მათ მტერნი მათნი, და დამდაბლდეს იგინი ქუეშე ჴელსა მათსა.

43 მრავალგზის იჴსნნა იგინი, ხოლო მათ გან-ვე-ამწარეს იგი ზრახვითა მათითა და დამდაბლდეს უსჯულოებითა მათითა.

44 და მოხედნა უფალმან ჭირსა მათსა, რაჟამს შეისმინა მან ვედრებისა მათისა;

45 და მოიჴსენა აღთქმისა თჳსისა და შეინანა მრავლითა წყალობითა თჳსითა;

46 და მისცნა იგინი საწყალობელად წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა მათთა.

47 მაცხოვნენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და შემკრიბენ ჩუენ წარმართთაგან, რათა აუაროთ სახელსა შენსა წმიდასა და ვიქებოდით ჩუენ ქებულებითა შენითა.

48 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა ამიერითგან და უკუნისამდე, და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ. დიდება

<< ← Prev Top Next → >>