1 ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.
2 კუერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა.
3 შენ თანა არს მთავრობაჲ დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა; საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ.
4 ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
5 უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისა მეფენი.
6 საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნუს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა.
7 ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას; ამისთჳს აღამაღლოს თავი. |