1 მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად.
2 და ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს.
3 რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე?
4 სასუმელი ცხორებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო.
5 ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა.
6 პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
7 ჵ, უფალო, მე მონა შენი, მე მონა შენი და ძე მჴევლისა შენისა;
8 განჰხეთქენ საკრველნი ჩემნი, შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა და სახელსა უფლისასა ვხადო.
9 ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა
10 ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალჱმ! |