1 ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ.
2 და დადგომილ იყვნეს ფერჴნი ჩემნი ეზოთა შენთა, იერუსალჱმ.
3 იერუსალიმი შენებულ არს, ვითარცა ქალაქი, რომლისა საყოფელ მისი მის თანა.
4 რამეთუ მუნ აღჴდეს ტომნი, ტომნი უფლისანი საწამებელად ისრაჱლისა და აღსარებად სახელისა უფლისა.
5 რამეთუ მუნ დაიდგნეს საყდარნი სასჯელისანი, საყდარნი სახლსა მას შინა დავითისსა.
6 იკითხეთ მშჳდობაჲ იერუსალჱმისა და განგებულებაჲ მოყუარეთა შენთა.
7 იყავნ მშჳდობაჲ ძალითა შენითა და მეფობაჲ გოდოლ-ტაძრებსა შენსა.
8 ძმათა ჩემთათჳს და მეგობართა ჩემთათჳს ვიტყოდე მე მშჳდობასა შენთჳს.
9 სახლისათჳს უფლისა ღმრთისა ჩუენისა გამოგითხოვე კეთილი შენ. |