1 სიბრძნით დავითის ლოცვაჲ, ოდეს იყო ქუაბსა შინა.
2 ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე.
3 განვჰფინო მის წინაშე ვედრებაჲ ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა.
4 მო-რა-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსაცა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე.
5 ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არა ვინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლა ჩემგან, და არა ვინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა.
6 ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და ვთქუ: შენ ხარ სასო ჩემი, და ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა.
7 მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად: მიჴსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროს.
8 გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აუარო სახელსა შენსა. მე მელიან მართალნი, ვიდრემდის მომაგო მე. |