ბიბლია, იგავნი სოლომონისა, თავი 5. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10621&pid=22&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იგავნი სოლომონისა

ბიბლია - ძველი ქართულით

ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა ეკლესიასტე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 შვილო, სიბრძნესა ჩემსა ერჩდი და სიტყუათა ჩემთა მოეც გონებაჲ შენი,

2 რათა დაიცვა გონიერებაჲ კეთილი. და მეცნიერებასა ბაგეთა ჩემთას გამცნებ შენ. ნუ ხედავ დედაკაცსა ბოროტსა,

3 რამეთუ თაფლი გარდამოსწუეთინ ბაგეთა დედაკაცისა მეძვისათა, რომელმან წუთ ერთ დაატკბოს სასაჲ შენი,

4 ხოლო უკუანაჲსკნელ უმწარეს ნავღლისა ჰპოო და უმახჳლეს მახჳლის ორპირისა,

5 რამეთუ უგუნურებისა ფერჴთა შთაიყუნიან, რომელნი იჴუმევდენ მას, შემდგომად სიკუდილისა ჯოჯოხეთად შთაცჳვიან.

6 და კუალნი მისნი არა მტკიცე არიან, რამეთუ გზასა ცხორებისასა იგი არა მივიდეს; ცთომილ არიან ალაგნი მისნი და არა საცნაურ.

7 აწ, შვილო, ისმინე ჩემი და ნუ უგულებელს-ჰყოფ თქუმულთა ჩემთა.

8 შორს-ყვენ მისგან გზანი შენნი და ნუ მიეახლები კართა სახლისა მისისათა,

9 რათა არა წინაუყო უცხოთა ცხორებაჲ შენი და მონაგები შენი უწყლოთა,

10 რათა არა აღივსნენ უცხონი ძალითა შენითა და არა ნაშრომი შენ შევიდეს სახლსა სხუათასა.

11 და ინანდე უკუანაჲსკნელ, რაჟამს განჰკაფდენ ჴორცნი ძუალთა შენთანი.

12 და სთქუა, ვითარმედ: რად მოვიძულე სწავლულებაჲ და მხილებას მიჰრიდა გულმან ჩემმან.

13 არა მესმოდა ჴმაჲ მასწავლელისა ჩემისაჲ და მოძღუარსა ჩემსა არ მიუპყარ ყური ჩემი,

14 მცირედღადა ვიპოვემცა, ვიდრე მე ყოველსა შინა ბოროტსა შორის კრებულსა და შესაკრებელსა.

15 სუ წყალი ჯურღმულთაგან შენთა წყაროჲსა.

16 გარდამოეცემოდენ გარე წყალი შენისაგან წყაროჲსა და შენთა უბანთა შინა დიოდენ წყალნი შენნი.

17 იყავნ შენდა ხოლო მონაგებად და ნუ ვინ უცხოჲ გეზიარებინ შენ.

18 წყაროჲ იგი წყლისაჲ იყავნ შენდა თჳსად და თავად იხარებნ დედაკაცი სიჭაბუკესა შენსა.

19 ირემ სიყუარულის და ნუკრ მადლთა გზრახევდინ შენ და შენ თანა იყავნ ყოველსა ჟამსა, რამეთუ სიყუარულითა რაჲ მისითა მის თანა იქცეოდი, მრავალ იყო.

20 ნუ დაიყოვნებ უცხოსა თანა დედაკაცისა, ნუცა მოახუევ მკლავთა შენთა, რომელი არა შენი იყოს,

21 რამეთუ თუალთა წინაშე ღმრთისათა არიან გზანი კაცისანი და ყოველთა ალაგთა მისთა ხედავს.

22 უშჯულოებამან მოინადირის კაცი, და საბლითა ცოდვისა თჳსისათა კაცად-კაცადი შეიკრვის.

23 ესევითარი აღესრულოს უსწავლელთა თანა, და სიმართლისაგან სიპოხისა თჳსისა განვარდა და წარწყმდა უგუნურებითა თჳსითა.

<< ← Prev Top Next → >>