ბიბლია, იგავნი სოლომონისა, თავი 6. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10622&pid=22&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იგავნი სოლომონისა

ბიბლია - ძველი ქართულით

ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა ეკლესიასტე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 შვილო, უკუეთუ თავს-იდვა მეგობარი შენი, მისცე ჴელი შენი მტერსა შენსა,

2 რამეთუ საფრჴე ძლიერ არიან კაცისა თჳსნი ბაგენი და შეიპყრობის სიტყჳთა პირისა მისისათა.

3 ჰყოფდ, შვილო, რომელსა მე გამცნებ და სცხოვნდე, რამეთუ შეჰვარდე ჴელთა ბოროტისათა მეგობრისა შენისათჳს, იყავ შენ განკრძალულ და ნუ დაჰჴსნი, განჰმზადე მეგობარიცა იგი შენი, რომელი თავს იდევ.

4 ნუ სცემ ძილსა თუალთა შენთა, ნუცა ჰრულის წამსა შენსა,

5 რათა განერე, ვითარცა ქურციკი საფრჴესა და ვითარცა მფრინველი მახესა.

6 იქმენ, ვითარცა ჯინჭველი, ჵ, მცონარო, და ჰბაძევდ გზათა მისთა და იქმენ უბრძნეს მისსა,

7 რამეთუ მას ქუეყანაჲ არა უც, არცა მაწუეველი უვის და არცა უფლისა ვის ქუეშე არს,

8 რომელმან განჰმზადის საზრდელი ზაფხულის და ფრიადი უნჯი შეიკრიბის კალოთა ზედა; ანუ მივედ ფუტკრისა და ისწავე, ვითარ-იგი მოქმედ არს და ნაშრომი იგი მისი ვითარ კეთილად ქმნის, რომლისა ნაშრომსა მეფენი და გლახაკნი სიცოცხლედ მიიღებენ. სასურველ არს ყოველთა და დიდებულ, დაღაცათუ არს ძალითა უძლურ, სიბრძნესა პატივ-სცა და წარმოჴდა.

9 ვიდრემდის სწვე, ჵ, მცონარო, ანუ ოდეს ძილისაგან განიღჳძო?

10 მცირედ გეძინოს, მცირედ გრულოდის, მცირედღა და დაისხნე ჴელნი მკერდსა ზედა.

11 მაშინ მოიწიოს შენ ზედა, ვითარცა ბოროტი მოგზაური, სიგლახაკე და ნაკლულევანებაჲ, ვითარცა კეთილი მსრბოლი. უკუეთუ უცონო იყო, მოვიდეს, ვითარცა წყაროჲ, ნაყოფი შენი, ხოლო ნაკლულევანებაჲ, ვითარცა ბოროტი კაცი, გევლტოდის.

12 კაცი უგუნური და უშჯულო ვალნ გზათა გულარძნილთა.

13 და ეგევითარი ეგე წამს-უყოფნ თუალითა, და აუწყებნ ფერჴითა და მოასწავებნ ხრითა თითთათა,

14 გულარძნილითა გულითა იქმნ ბოროტსა ყოველსა ჟამსა. ესევითარი იგი შფოთსა იქმნ ქალაქსა შინა.

15 ამისთჳს მოიწიოს მეყსეულად წარსაწყმედელი მისი, განკუეთა და შემუსრვაჲ უკურნებელი,

16 რამეთუ უხარინ ყოველსა ზედა, რომელი სძულს ღმერთსა, და შეიმუსრვის არაწმიდებითა სულისა თჳსისათა.

17 თუალნი მაგინებელნი და ენაჲ ცრუ, ჴელნი, რომელნი სთხევენ სისხლსა მართალისასა,

18 და გული, რომელი ზრახავნ გულისსიტყუათა ბოროტთა, და ფერჴნი, რომელნი ისწრაფიან ბოროტის-ყოფად, მოისრნენ.

19 ხოლო აღაგზნის ტყუვილი მოწამემან ცრუმან და მოავლინის საშჯელი შორის ძმათა.

20 შვილო, დაიმარხენ შჯულნი მამისა შენისანი და წესთა დედისა შენისათა ნუ განიშორებ.

21 და დაიდგენ იგინი თხემსა შენსა ზედა მარადის და შეიბენ ყელსა შენსა,

22 რაჟამს ხჳდოდი, წარიხუენ იგინი, და შენ თანა იყუნენ და, რაჟამს გეძინოს, გცვიდენ შენ და რათა, რაჟამს აღსდგე, თანაგზრახვიდეს შენ,

23 რამეთუ სანთელი - მცნებაჲ, ხოლო შჯული - ნათელი და გზაჲ ცხორებისა - მხილებაჲ და სწავლაჲ,

24 რათა დაგიცვას შენ დედაკაცისაგან ქმრისცოლისა და ზრახვისაგან ენისა უცხოჲსა.

25 შვილო, ნუ გარევინ სიკეთე გულისთქუმისა, ნუცა მოინადირებ თუალთაგან შენთა, ნუცა შესცთები წამთაგან მისთა.

26 რაჟამს სასყიდელი მეძვისაჲ, ვითარცა ერთის ჴუეზის პურის, რამეთუ დედაკაცმან უკეთურმან პატიოსანნი სულნი მამათანი მოინადირნის.

27 გამო-მე-ვის-ეკრისა ცეცხლი წიაღთა და სამოსელი მისი არა დაიწჳს?

28 ანუ ვალნმე ვინ ნაკუერცხალსა ზედა ცეცხლისასა და ფერჴი მისი არა მოიწუას?

29 ეგრეთვე, რომელი შევიდეს დედაკაცისა თანა ქმრისცოლისა, არა განერეს ტანჯვასა ძჳრსა, ეგრეთვე არა უბრალო იყოს ყოველი, რომელი შეეხოს მას.

30 არა საკჳრველ არს, უკუეთუ ვინმე დაეპყრას პარვასა, იპარავნ რაჲ, განიძღოს სული თჳსი მშიერი.

31 უკუეთუ დაეპყრას, შჳდწილად იზღჳოს და შემდგომად ყოველი ნაყოფი მისცეს, რათა იჴსნეს სული თჳსი.

32 ხოლო მემრუშემან ნაკლულევანებითა გონებისათა წარწყმედაჲ თავსა თჳსსა მოატყუას.

33 სალმობაჲ ხოლო და გინებაჲ დაითმინის, ხოლო ყუედრებაჲ მისი არა აღიჴოცოს უკუნისამდე,

34 რამეთუ სავსე არს შურითა და გულისწყრომითა ქმარი მისი; არა ერიდოს დღესა სასჯელისასა.

35 ვერ გამოიჴსნეს რავდენითავე საჴმრითა მტერობისა მისგან, არცა დასცხრების მრავლითა ძღუნითა.

<< ← Prev Top Next → >>