ბიბლია, იგავნი სოლომონისა, თავი 18. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10634&pid=22&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იგავნი სოლომონისა

ბიბლია - ძველი ქართულით

ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა ეკლესიასტე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 მიზეზსა ეძიებნ კაცი, რომელსა ეგულებინ განშორებაჲ მეგობართაგან თჳსთა, ხოლო ყოველსა ჟამსა საყუედრელ იყოს.

2 არა რაჲ უჴმს სიბრძნე ნაკლულევანსა გონებითა, რამეთუ უფროჲსღა ირთავნ უგუნურებასა.

3 რაჟამს მიიწიის უღმრთოჲ სიღრმესა უკეთურებისასა, მაშინ შეურაცხყვის. ხოლო მოუჴდეს მას შეურაცხებაჲ და ყუედრებაჲ.

4 წყალი ღრმაჲ არს სიტყუაჲ გულსა კაცისასა, ხოლო მდინარე გამომცენარე წყაროჲ სიბრძნისაჲ.

5 თუალ-ღებაჲ უღმრთოჲსა არა კეთილ, არცა ღირს განდრეკად სამართალისა საშჯელსა შინა.

6 ბაგენი უგუნურთანი მოიწევენ ბოროტსა და პირი მისი უთმინო მოიზიდავს სიკუდილსა.

7 პირი უგუნურისა შემმუსრველ მისდავე და ბაგენი მისნი საბრჴე სულისა მისისა.

8 სიტყუანი ორენათანი თუცა წრფელ, შთამჭრელ სწრაფ, მუცელთა შინა მცონარსა ერევინ შიში, სულთა ლირწთასა შიოდისყე.

9 რომელთა არა განიკურნონ სული თჳსი, საქმეთაგან თჳსთა ძმა არიედ ჩუენთა.

10 დიდისა ზრახვისაგან ძლიერებისა განცხადებულ არს სახელი ღმრთისა; მას მოუჴდენ მართალნი და ამაღლდენ.

11 მონაგები კაცისა მდიდრისა, ვითარცა ქალაქი მოზღუდვილი, ხოლო დიდებაჲ მისი ფრიად ჰფარავს მას.

12 უწინარეს სიმდაბლისა ამაღლდის გული კაცისა და უწინარეს დიდებისა დამდაბლდის,

13 რომელი მიუგებდეს სიტყუასა ვიდრე სმენად, რომლისა უგუნურება არს ამისა და საყუედრელ.

14 გულისწყრომაჲ კაცისა დაამშჳდის მსახურებამან გონიერმან, ხოლო სულმოკლესა კაცსა ვინმე დაუთმოს.

15 გულმან გონიერისამან მოიპოვოს ცნობაჲ. და ყურნი ბრძენნი ეძიებედ გულისხმის-ყოფასა.

16 საცემელმან კაცისამან განავრცის იგი და ძლიერთა თანა დასვის იგი.

17 მართალი იგი თავისა თჳსისა შემასმენელ იქმნის, პირველსავე სიტყუასა, ვითარცა-რაჲ დადვას მოსაჯულმან მან, ემხილოს.

18 სიტყჳს-გებაჲ დააცხრვის კაცმან გონიერმან და ძლიერთა თანა განაწესის.

19 ძმაჲ ძმისაჲ შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი და მაღალი და ძლიერ არს, ვითარცა სამეუფოჲ მოზღუდვილი.

20 ნაყოფისაგან პირისა კაცმან განაძღოს მუცელი თჳსი - და ნაყოფისაგან ბაგეთა თჳსთასა განაძღოს იგი.

21 სიკუდილი და ცხორებაჲ ჴელთა შინა ენისათა, ხოლო რომელთა შეიწყნარონ, იგინი ჭამდენ ნაყოფსა მისგან.

22 რომელმან პოვა ცოლი სახიერი, პოვა მან მადლი და მოიღო ღმრთისაგან მხიარულებაჲ; რომელმან განაძოს ცოლი სახიერი, განჴადოს მან კეთილი თჳსი; ხოლო, რომელმან დაიყენოს მემრუშე, უგუნურ და უღმრთო არს.

23 გლახაკი ითხოვნ ვედრებით, ხოლო მდიდარი მიუგებნ ყბედებრ.

24 კაცი მოყვარული მოყვარისა უფროსად საყუარელ იყოს, ვიდრეღა ძმაჲ.

<< ← Prev Top Next → >>