ბიბლია, იგავნი სოლომონისა, თავი 23. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10639&pid=22&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იგავნი სოლომონისა

ბიბლია - ძველი ქართულით

ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა ეკლესიასტე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 უკუეთუ დასჯდე სერობად ტაბლასა ძლიერისასა, ცნობით ცან წინადაგებული შენი და ეგრეთ მიყავ ჴელი შენი.

2 უწყოდე, რამეთუ ეგრეთ გიღირს განმზადებად, უკუეთუ უძღებ ხარ.

3 ნუ გული გითქუამნ საჭმელთა მისთა, რამეთუ ესენი ჰქონან ცხორებად ტყუვილისა.

4 ნუ წარსწუდები, გლახაკ თუ ხარ, მდიდრისა, არამედ გონებითა შენითა განეშორე.

5 უკუეთუ მიადგნე თუალნი, არასადა ჩნდეს იგი, რამეთუ განმზადებულ არიან მისა, ვითარცა ფრთენი ორბისანი, და მიიქცეს სახიდ ზედამადგინებელისა თჳსისა.

6 ნუ სჭამ კაცისა თანა მოშურნისა, ნუცა გული გითქუამნ საჭმელთა მისთა.

7 რამეთუ, ვითარცა-იგი ვინ შთანსთქამნ თმასა, ეგრეთ ჭამდეს და სუმიდეს შენ თანა.

8 ნუცა შეიყვანებ შენ თანა და ნუცა სჭამ პურსა მის თანა, რამეთუ წარმოსთხიოს იგი და ჰგმობდეს სიტყუათა შენთა კეთილთა.

9 ყურთა მიმართ უგუნურთასა ნურას იტყჳ; ნუუკუე შეურაცხ-ყუნენ სიტყუანი შენნი გონიერნი.

10 ნუ გარდასცვალებ საზღვართა საუკუნეთა და მონაგებსა ობოლთასა ნუ შეხუალ, რამეთუ მჴსნელი მათი უფალი ძლიერი არს და საჯოს სასჯელი მართალი შენ თანა.

11

12 მიეც გული შენი სწავლასა და სასმენელნი შენნი განჰმზადენ სიტყუათა მეცნიერებისათა.

13 ნუ განაყენებ ჩჩჳლთა ყრმათა სწავლასა; უკუეთუ სცე მას კუერთხითა, არა მოკუდეს.

14 შენ სამე სცე კუერთხითა, ხოლო სული მისი იჴსნე სიკუდილისაგან.

15 შვილო, უკუეთუ ბრძენ იყოს გული შენი, ახარო გულსაცა ჩემსა.

16 და იყვნენ ბაგეთა შინა ჩემთა სიტყუანი პირისა ჩემისანი, უკუეთუ მართალ იყვნენ.

17 ნუ ჰგაძავ გულითა შენითა ცოდვილთა, არამედ შიშსა შინა უფლისასა იყავ ყოველსა დღესა,

18 რამეთუ, უკუეთუ დაიმარხო, ესე გექმნეს შენ ნაშობ და სასოებაჲ შენი არა განგეშოროს.

19 ისმინე, შვილო ჩემო, და ბრძენ იქმენ და წარჰმართო გონიერება გულისა შენისაჲ.

20 და ნუ იყოფი მეღჳნე და ნუცა ხედავ ზიარებასა სხუათასა ჴორცისა სყიდასა,

21 რამეთუ ყოველი მემთრვალე და მეძავი დაგლახაკნეს და შეიმოსო დაბებკული ყოველმან მოძილემან.

22 ისმინე შვილო, მამისა, რომელმან გშვა შენ და ნუ შეურაცხ-ჰყოფ, რამეთუ დაბერდა დედა შენი.

23 მოიგე ჭეშმარიტებაჲ და ნუ განიშორებ სწავლულებასა.

24 კეთილად ზრდინ მამაჲ მართალი და ძესა ზედა ბრძენსა იხარებნ გული მისი.

25 იხარებდინ მამაჲ შენი და დედაჲ შენი და შენ ზედა და მხიარულ-ყვენ მშობელნი შენნი.

26 მომეც მე, შვილო, გული შენი და თუალნი შენნი გზათა ჩემთა ხედვასა.

27 ჭური განჴურეტილი არს სხჳსა სახლი და ჯურღუმული იწროჲ უცხოჲ.

28 და ესე მოსწრაფედ წარწყმდეს და ყოველი უშჯულოჲ მოიჴოცოს.

29 ვისსა ვაჲ? ვისსა შფოთი? ვისსა სასჯელი? ვისსა დაუწყუედელნი უძრვანი? ვისსა შემუსრვანი ამაონი? ვისნი ლბილ არიან თუალნი?

30 ანუ არა მათთა, რომელთა დაიყოვნიან ღჳნოსა ზედა? და რომელნი იმსტურობენ, სადაძი სუმანი არიან?

31 ნუ დაითრვებით ღჳნითა, არამედ ზრახევდით კაცთა მართალთა და ზრახევდით ურთიერთსა სლვასა შინა, რამეთუ, უკუეთუ ფიალებსა და სასუმელებსა მისცნე თუალნი შენნი, უკუანაჲსკნელ ხჳდოდი უშიშულეს საცეხულისთავისა,

32 ხოლო დასასრულსა, ვითარცა გუელი, განისხირპო და, ვითარცა რქოსანისა მის, განგეზაოს გესლი.

33 თუალთა შენთა რაჟამს იხილონ დედაკაცი უცხოჲ, მაშინ პირი შენი იტყოდის გულარძნილსა.

34 და დაადნვის, ვითარცა გულსა შინა ზღჳსასა და ვითარცა ნავისმავლინებელი შორის მრავალთა ღელვათა.

35 და მაშინ სთქუა: მცეს მე და არა მტკიოდა, მეკიცხევდეს მე და არა ვცან, ოდესმე ცისკარი იყოს, რათა განვიდე და ვიძიო, რომელთა თანა ვიდოდი?

<< ← Prev Top Next → >>