ბიბლია, იგავნი სოლომონისა, თავი 30. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10646&pid=22&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იგავნი სოლომონისა

ბიბლია - ძველი ქართულით

ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა ეკლესიასტე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 ესრეთ ჰრქჳს კაცმან მორწმუნეთა ღმრთისათა, ვითარმედ: ვდუმნე. რამეთუ უსულელჱს ვარ ყოველთა კაცთა

2 და სიბრძნე კაცობრივი არა არს ჩემ თანა.

3 ღმერთმან მასწავა მე სიბრძნე და მეცნიერება წმიდათა გულისჴმა-ვყავ და ვიცი სიწმიდჱ.

4 ვინ აღჴდა ცად და გარდამოჴდა? ვინ შვკრიბნა ქარნი უბეთა თჳსთა, ანუ ვინ შეიკრძალნა წყალნი სამოსელსა თჳსსა? ვინ დაიპყრნა კიდენი ქუეყანისანი? რა არს სახელი მისი, ანუ რა არს სახელი ძისა მისისა, რათა უწყოდი?

5 რამეთუ ყოველნი სიტყუანი ღმრთისანი რჩეულ არიან და მგულებელ არს იგი მოშიშთა მისთა,

6 რათა არა შეგატყუას შენ და ცრუდ იპოო შენ.

7 ორსა ამას ვითხოვ შენგან: ნუ მიმიღებ ჩემგან მადლსა, ვიდრე არა მომკუდარ ვარ.

8 სიტყუათა ცრუთა, ამაოთა განმაშორე ჩემგან, სიმდიდრესა და უპოვარებასა ნუ მომცემ მე, არამედ აღწონით ყავ წესი,

9 რათა არა განვმდიდრდე და განვცრუვდე და თუ უპოვარი ვიყო, ვიპარო და ცილი ვფუცო სახელსა ღმრთისა ჩემისასა,

10 ნუ მისცემ მონასა ჴელთა უფლისა თჳსისათა, რათა არა გწყეოს შენ და განირყუნეს.

11 ნაშობი უკეთური მამასა თჳსსა სწყევნ და დედასა თჳსსა არა აკურთხევნ.

12 ნაშობსა უკეთურსა მართალთა თანა შეურაცხიეს თავი თჳსი და საგმობელობა მისი არა განიწმიდის.

13 ნაშობსა უკეთურისანი ამპარტავან არიან თვალნი მისნი და წამწამითა თჳსითა მაღლოინ.

14 ნაშობისა უკეთურისანი, ვითარცა ჴრმალნი, ლესულ არიან კბილნი მისნი და შუანი მისნი, ვითარცა მკუეცელნი, შემუსრვად და შეჭმად მდაბალთა ქუეყანისათა და კაცთა გლახაკთა.

15 წურბელსა სამ ასულ ესხნეს სიყვარულითა, საყუარელნი და სამთავე მათ ვერ განაძღეს იგი, და მეოთხესა მას ვერ კმა-ეყო თქუმად, ვითარმედ: კმა არს.

16 ჯოჯოხეთი და ტრფიალება დედათა, და ტარტაროზი და ქუეყანა ვერ განმაძღარი წყლითა. წყალმან და ცეცხლმან არა თქუეს, ვითარმედ: კმა არს.

17 თვალნი, რომელნი ეკიცხევედ მამასა და შეურაცხ-ჰყოფედ სიბერე დედისასა აღმოჰჴადნედ იგინი ყორანთა ჴევისათა და შეჭამნედ იგინი მართუეთა ორბისათა.

18 სამ არს შეუძლებელი ჩემდა და მეოთხე იგი ვერ გულისჴმა-ვყავ:

19 კუალი ორბისა მფრინველისა, და გზა გუელისა კლდესა ზედა, ალაგნი სლვისა ნავისანი და გზანი კაცისანი სიჭაბუკესა შინა.

20 ესევითარი გზა არს დედაკაცისა მომრუშისა, რომელმან-იგი, რაჟამს ქმნის, დაიბანის და ეგრეთ თქჳს, ვითარმედ: არა უჯერო ვქმენ.

21 სამისაგან იძლევის ქუეყანა და მეოთხესა მას ვერ შემძლებელ ვარ დათმენად.

22 უკუეთუ მეფობდეს მონა, და უგუნური თუ განძღეს პურითა,

23 და მჴევალმან თუ გამოაძოს დედოფალი და საძულელი თუ ცოლი შეემთხჳოს ქმარსა კეთილსა.

24 ოთხი არს უმცირეს ქუეყანასა ზედა და იგინი არიან უბრძნეს ბრძენთასა.

25 ჯინჭველთა, რომელთა არა აქუს ძალი და განიმზადიან ზაფხულის საზრდელ,

26 და მაჩუთა ნათესავი უძლური, რომელთა შინა იქმნიან კლდეთა ბუდენი თჳსნი;

27 უმეფო არს მკალი და მრავალი განეწყობის, ვითარცა ერთისაგან ბრძანებისა წესიერად.

28 მსუენი ჴელითა ემტკიცებინ კედელსა, დაღათუ ადვილად შესაპყრობელ არს, არამედ დამკჳდრებულ არს იგი ტაძართა შინა სამეუფოთა.

29 სამი არს, რომელი კეთილად ვალს, და მეოთხე იგი კეთილად თანაწარჰვალს.

30 ლეკჳ ლომისა უძლიერესი მჴეცთა, რომელი არა გარემოიქცვვის, არცა შეძრწუნდების ნადირისაგან,

31 მამალი, რომელი იქცევინ დედალთა შორის განსუენებულად, და ვაცი, წინამძღუარი სამწყსოთა, და მეფე, რომელი იზახებნ თესლთა ზედა.

32 უკუეთუ მისცე თავი შენი შუებასა და მიჰყო ჴელი შენი ლალვით პირად შენდა, შეურაცხ იქმნე.

33 მოიწუელე სძე და იქმნეს ერბო, უკუეთუ გამოზიდვიდე დრყილსა, გამოჰჴდეს სისხლი, უკუეთუ დამოჰზიდვიდე სიტყუათა ამაოთა, გამოვიდენ სასჯელნი და ლალვანი.

<< ← Prev Top Next → >>