Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეკლესიასტე

ბიბლია - ძველი ქართულით

იგავნი სოლომონისა ეკლესიასტე ქებათა-ქება

თავი 1 2 3 4 5

1 ვთქუ მე გულსა ჩემსა: მოვედ აწ და გამოგცადო შენ სიხარულითა. და ვიხილე კეთილთა შინა, და ესეცა ამაოვე

2 სიცილსა ვარქუ: მიმოგანყოფილ, სიხარულსა - რასა ეგე ჰზამ

3 და განვიზრახევდ გულსა ჩემსა მოზიდვად; ვითარცა ღჳნო გული ჩემი და გული ჩემი მიძღოდა სიბრძნესა დაპყრობად მხიარულებასა ზედა, ვიდრემდე ვიხილო, რომელი კეთილ არს ძეთა კაცთათჳს მზესა ამას ქუეშეთ, რიცხჳ ცხორებისაჲ დღეთა მათთა

4 განვადიდენ საქმენი ჩემნი; ვიშენე მე სახლებ, დავჰნერგენ მე სავენაჴენი

5 ვიქმენ მე მტილები და სამოთხეები და დავნერგენ ხენი მას შინა, ყოველი ნაყოფიერნი

6 და ვიქმენ მე ავაზანნი და საბანელნი წყალთანი რწყვად მათგან მაღნარნი მცენარეთანი

7 მოვიგე მონები და მჴევლები, და სახლისა ნაშობნი მესხნეს მე, დამონაგებნი ველთანი და მროწეულთაჲ ფრიადი იყო ჩემი უფროს ყოველთა, რაოდენი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალიმს

8 შევკრიბე მე ოქროცა და ვეცხლიცა უფროს მეფეთა და სოფელთა, და ვყვენ ჩემდა შემასხმელნი მამანი და დედანი საშუებელად ძეთა თანა კაცთასა, და ვყვენ ჩემდა მწდენი მამანი და დედანი

9 განვდიდენ და შევსძინე უფროს ყოველთა, რომელნი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალჱმს და სიბრძნე დამადგრა მე

10 და ყოველი, რომელი ითხოვეს თუალთა ჩემთა, არა დავაყენე მათგან და არა დავაყენე გული ჩემი ყოვლისაგან სიხარულისა, რამეთუ გულმან ჩემმან იხარა ყოველსა ზედა შრომასა ჩემსა, და ესე მეყო მე ნაწილ ჩემდა ყოვლისაგან ნაშრომისა ჩემისა

11 და ვიხილე მე ყოველსა ზედა ნაქმარსა ჩემსა, რომელნი ქმნნეს ჴელთა ჩემთა და რუდუნებულსა მას ჩემსა, რავდენი ვრუდუნე, ყოფა. და, აჰა, ესერა, ყოველივე ამაო და ჴდომა სულისა და არა უმეტეს მზესა ქუეშე

12 და მოვხედენ მე ხილვად სიბრძნისა და განცხრომისა და სიხარულისა (და ვინმე იყოს კაცი, რომელი მოვიდეს შემდგომად კუალსა გულისზრახვისა თჳსისასა ყოველი, რომელი-იგი ქმნა?)

13 და რამეთუ არს უმეტეს სიბრძნე უფროჲს უგუნურებისა, ვითარცა უმეტეს არს ნათელი ბნელისა

14 ბრძნისა თუალნი თავსა მისსა და უგუნური ბნელსა შინა ვალს. და ვცან ესეცა, რამეთუ შემთხუევაჲ ერთი შეემთხჳოს მათ ყოველთა

15 და ვთქუ მე გულსა ჩემსა, ვითარცა იგი შემთხუევაჲ შეემთხჳოსა? და რაჲსათჳს უმეტეს განვბრძნდი მე? ვიტყოდი მე გულსა ჩემსა, ვითარმედ: ესეცა ამაოვე არს, რამეთუ უგუნური ნამეტნავისაგან გულისა იტყჳნ

16 და რამეთუ არა არს ჴსენება ბრძნისაჲ უგუნურისა თანა უკუნისამდე, რამეთუ მიერვე დღეთა მათ მომავალთა ყოველი დაივიწყა და ვითარმე მოკუდეს ბრძენი უგუნურსა თანა

17 და მოვიძულე ყოვლითურთ ცხორება ჩემი და ბოროტ არს ჩემ ზედა ქმნილი იგი, რომელი იქმნების მზესა ქუეშე, რამეთუ ყოველივე ამაო და გამორჩევა სულის

18 და მოვიძულე ყოვლითურთ რუდუნებაჲ ჩემი, რომელსა ვრუდუნებდი მზესა ქუეშე, რამეთუ დაუტეო იგი კაცსა, რომელი იყოს ჩემსა შემდგომად

19 და ვინ იცის, გინა ბრძენ იყოს, გინა უგუნურ და ჴელმწიფებდეს ყოველსა ზედა ნაშრომსა ჩემსა, რაოდენ ვშუერ და რაოდენ განვბრძნდი მზესა ამას ქუეშე და ესეცა ამაო

20 და მოვიქეც ჯმნად გულითა ჩემითა ყოვლისა მისგან შრომისა ჩემისა, რავდენსა ვშურებოდე მზესა ამას ქვეშე

21 რამეთუ არს კაცი და შრომაჲ მისი სიმართლითა და სიბრძნით არს, და მეცნიერებით, და სიმჴნით; და კაცი, რომელი არა შურა მას შინა, მოსცეს მას ნაწილი მისი, და ესეცა ამაო და სიბოროტე დიდად

22 რამეთუ რა სარგებელ ეყვინ ესე კაცსა ყოველსა შრომასა შინა მისსა და გამორჩევითა გულისა მისისაჲთა, რომელსა-იგი შურების მზესა ამას ქუეშე

23 რამეთუ ყოველნი დღენი მისნი სალმობით და გულისწყრომით, ზრუნვითა მიმოტაცებისაჲთა და ღამეცა არა დაიძინის გულმან მისმან და ესეცა ამაოვე არს

24 არა რაჲ არს კეთილი კაცისაჲ ყოველსა შინა შრომასა მისსა, გარნა რაჲ-იგი ჭამოს და სუას და უჩუენოს კეთილი სულსა თჳსსა კეთილი შრომასა თჳსსა, და ესეცა ვიხილე, რამეთუ ჴელისაგან ღმრთისა არს

25 ვინმე უკუე ჭამოს და სუას თჳნიერ მისსა

26 რამეთუ კაცსა კეთილსა წინაშე პირსა მოსცა სიბრძნე და მეცნიერება და სიხარული, და ცოდვილსა მას მოსცა მიმოტაცებაჲ შეძინებად და შეკრებად და მიცემად კეთილსა მას წინაშე პირსა ღმრთისასა. და რამეთუ ესეცა ამაო და ჴდომა სულისა

<< ← Prev Top Next → >>