Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეკლესიასტე

ბიბლია - ძველი ქართულით

იგავნი სოლომონისა ეკლესიასტე ქებათა-ქება

თავი 1 2 3 4 5

1 ყოველთათჳს ჟამი არს და ჟამი ჩანს ყოვლისა საქმისა ცასა ქუეშე

2 ჟამი არს შობისაჲ და ჟამი სიკუდილისაჲ, ჟამი არს დანერგვისაჲ და ჟამი მოფხურად დანერგულისა მის

3 ჟამი არს მოკლვისაჲ და ჟამი განკურნებისაჲ, ჟამი დარღუევისაჲ და ჟამი აშენებისაჲ

4 ჟამი ტირილისაჲ და ჟამი სიცილისაჲ, ჟამი ტყებისაჲ და ჟამი როკვისაჲ

5 ჟამი არს დადებად ქვაჲ და ჟამი არს შეკრებად ქვისა, ჟამი არს გარემოცვისა და ჟამისა არს განშორებად მოცულისა მის

6 ჟამი არს ძიებისაჲ და ჟამი წარწყმედისაჲ და ჟამი არს მარხჳსაჲ და ჟამი არს განგდებისაჲ

7 ჟამი არს განპებისაჲ და ჟამი შეკერვისაჲ, ჟამი არს დუმილისაჲ და ჟამი სიტყჳსაჲ

8 ჟამი არს სიყუარულისაჲ და ჟამი არს სიძულილისაჲ და ჟამი მშჳდობისაჲ

9 რაჲთამე უმეტეს არს მოქმედისა მის, რომელსა შურების

10 ვიხილე ყოვლითურთ მიმოტაცებით, რომელი მოსცა ღმერთმან ძეთა კაცთასა, რათა მიმოიტაცნეს მას შინა

11 ყოველივე ქმნა კეთილი ჟამსა თჳსსა და ყოველთა თანა საუკუნესა მოსცა გულსა მათსა, რათა არა იპოოს კაცმან ქმნილი, რომელი ქმნა ღმერთმან დასაბამითგან და ვიდრე აღსასრულამდე

12 გულისხმა-ყავ, რამეთუ არა არს კეთილი მას შინა, გარნა რომელი იხაროს და ყოს კეთილი ცხორებასა თჳსსა

13 და კაცმან, რომელმან ჭამოს და სუას და იხილოს კეთილი ყოველსა შინა შრომასა მისსა, ესე მოცემული ღმრთისა არს

14 ვცან მე ყოველი, რაოდენი ქმნა ღმერთმან. იგი ეგოს უკუნისამდე. მას ზედა არა არს შეძინება და მისგან არა არს გამოჴუება, და ღმერთმან შექმნა, რათა ეშინოდის პირისაგან მისისა

15 ყოფილი იგი მიერითგანვე არს და რაოდენი ყო, ყოფად არს, ქმნილ ხოლო არს და ღმერთმან მოიძიოს დევნული იგი

16 და მერმე კუალად ვიხილე მზესა ამას ქუეშე ადგილი სასჯელისაჲ, და მუნ იყო უღმრთოჲ და ადგილი მართლისაჲ და მუნ იყო მოლალე

17 და ვთქუ მე გულსა ჩემსა: მართლისა თანა და უღმრთოჲსა თანა საჯოსმეა ღმერთმან? რამეთუ ჟამი არს ყოვლისა საქმისაჲ და ყოველთა ზედა ქმნულთა ჟამი არს და ჟამიერობაჲ

18 მუნ ვთქუ მე გულსა შინა ჩემსა სიტყჳსათჳს ძეთა კაცთასა, ვითარმედ განიკითხნეს იგინი ღმერთმან და აჩუენოს, რამეთუ იგინი პირუტყუნი არიან

19 და რამეთუ მათცა შემთხუევაჲ ძეთა კაცთავე, ვითარცა შემთხუევაჲ პირუტყუთაჲ, ერთ არს მათი, ვითარცა მისი სიკუდილი, ეგრეცა ამის სიკუდილი. და სული მათი ყოველთა შინა და რაჲთამე ჰმატს კაცი პირუტყუსა? არარაჲთ, რამეთუ ყოველივე ამაო

20 და ყოველივე ერთსა ადგილსა მივალს. ყოველივე შეიქმნა მიწისაგან და ყოველივე მიიქცევის მიწად

21 და ვინ იცის სული ძეთა კაცთა, უკუეთუ აღვალს იგი ხე, და სული პირუტყუთაჲ, უკეთუ შთავალს იგი ქუეყანად ქუე

22 და ვიხილე, რამეთუ არა არს კეთილ, გარნა რომელი ახაროს კაცმან ყოველთა შინა ქმნილთა მისთა, რამეთუ იგი არს ნაწილი მისი. და ანუ ვინმე მოიყვანოს იგი ხილვად, რაჲ-იგი იყოს მისსა შემდგომად

<< ← Prev Top Next → >>