ბიბლია, ქებათა-ქება, თავი 1. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10653&pid=24&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ქებათა-ქება

ბიბლია - ძველი ქართულით

ეკლესიასტე ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8

1 სძალი ეტყჳს:
ქება ქებათა სოლომონისა, რომელ არს კურთხევა კურთხევათა, რომელსა ეწოდების ებრაელებ სირ ასირინ.

2 სძალი ეტყჳს: ამბორს-მიყავნ მე ამბორის-ყოფითა პირისა მისისათა, რამეთუ უმჯობეს არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა,

3 და სურნელებაჲ ნელსაცხებელთა შენთა უფროჲს ყოველთა სურნელებათა. ნელსაცხელებელ წარმოცარიელებულ სახელი შენი, ამისთჳსცა ქალწულთა შეგიყუარეს შენ,

4 მიგიზიდეს შენ, შემდგომად შენსა სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდით. ქალწულთა მიუთხრა სძალმან სიძისათჳს, რომელიცა მიმადლა მას: შემიყვანა მე მეუფემან საუნჯეთა თჳსსა, - სძალმან მიუთხრა ქალწულთა, და მათ თქუეს: ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ შენდამი. შევიყუარნეთ ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა. ქალწულნი სიძისა მიმართ ჴმობენ სახელითა სიძისათა: სიწრფოებამან შეგიყვარა შენ,

5 სძალი ეტყჳს: შავ ვარ მე და შუენიერ, ასულნო იერუსალიმისანო, ვითარცა საყოფელნი კედარისანი და ვითარცა კარავი სოლომონისი.

6 ნუ მხედავთ მე, რამეთუ დაშავებულ ვარ, რამეთუ უგულებელს-მყო მე მზემან, ძენი დედისა ჩემისანი მლალვიდეს მე, დამადგინეს მე მცველად ვენაჴისა, სავენაჴე ჩემი არა დავიცევ.

7 სიძე ეტყჳს სძალსა: მითხარ მე, რომელი შეგიყვარა სულმან ჩემმან, სადა ჰმწყსი, სადა დააწვინნი შუვასამხრის? ნუუკუე ვიქმნე მე, ვითარცა ვინ გარემოიცავნ კოლტსა სხჳსასა?

8 სიძე ეტყჳს სძალსა: უკუეთუ არა იცნა თავი შენი, კეთილო დედათა შორის, განვედ შენ კუალსა სამწყსოთა შენთასა, და დამწყსენ თიკანნი შენნი საყოფელსა მწყემსთასა.

9 კუალად სიძე ეტყჳს: ჰუნესა ჩემსა ეტლთა შორის ფარაოსთა გამსგავსე შენ, მახლობელო ჩემო.

10 ქალწულნი ეტყჳან სძალსა: რაბამ განშუენდეს ღაწუნი შენნი, ვითარცა გურიტისანი, ყელი შენი, ვითარცა მძივი დაცუმული.

11 ქმნილებასა ოქროსასა გამსგავსოთ შენ და წულილად დასხმულსა ვეცხლსა.

12 ვიდრემდის მოასხნეს მას ჴელნი მისნი მეფემან. სძალი ეტყჳს თავსა თჳსსა და სიძესა: ნარდიონმან ჩემმან გამოსცა სულნელებაჲ თჳსი.

13 შეკრული შტახში - ძმისწული ჩემი ჩემდა; შორის ძუძუთა ჩემთა განისუენენ.

14 ტევანი გამობუტკოვის, ძმისწული ჩემი ჩემდა, შორის ვენაჴოვანსა გაადისასა.

15 სიძე ეტყჳს სძალსა: აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, თუალნი შენნი ტრედ არიან.

16 სძალი ეტყჳს სიძესა: აჰა, ეგერა, კეთილ ხარ, ძმისწულო ჩემო, და შუენიერ, ცხედარსა ჩუენსა ზედა საგრილი.

17 მოსელნი სახლისა ჩუენისანი - ნაძჳსანი, მენაკნი - საროჲსანი.

<< Prev Top Next → >>