Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ქებათა-ქება

ბიბლია - ძველი ქართულით

ეკლესიასტე ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8

1 სიძე ეტყჳს სძალსა სულისა თჳსისათჳს: მე - ყუავილი ველისაჲ და შროშანი ღელეთაჲ.

2 და ვითარცა შროშანი შორის ეკალთა, ესრეთ არს მახლობელი ჩემი შორის ასულთა;

3 სძალი რტყჳს სიძესა: ვითარცა ვაშლი შორის ხეთა მაღნარისათა, ესრეთ არს ძმისწული ჩემი შორის ძეთა. საგრილსა ქუეშე მისსა გულმან მითქუა და დავჯედ; და ნაყოფი მისი ტკბილ არს სასასა ჩემსა.

4 ქალწულთა ეტყჳს სძალი: შემიყვანეთ მე სახლსა ღჳნისასა, განაწესეთ ჩემ ზედა სიყუარული,

5 დამამტკიცეთ მე ნელსაცხებელთა მიერ, გარემომასხთ მე ვაშლი, რამეთუ დაწყლულ ვარ მე სიყუარულითა.

6 მარცხენე მისი თავსა ჩემსა და მარჯუენემან მისმან შემიწყნაროს მე.

ქებათა-ქება 2:6 - Song of Solomon: Rose of Sharon
Song of Solomon: Rose of Sharon
7 სძალი ეტყჳს ქალწულთა: გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, უკუეთუ აღსდგეთ და განაღჳძოთ სიყუარული, ვიდრემდიცა ინებოს.

8 ესმა ჴმაჲ სიძისა და იტყჳს: ჴმაჲ ძმისწულისა ჩემისა: აჰა, ესერა, ესე მოვალს ვლდომით მთათა ზედა და მორბის ბორცუთა.

9 მსგავს არს ძმისწული ჩემი ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ბეთელისათა. სძალმან მოსცა სასწაული სიძისა მიერ ქალწულთა და თქუა: აჰა, ესერა, ესე დგას უკუანა ზღუდესა ჩუენსა, და იხედავს სარკუმლით გამო და გარდმოხედავს არდაბაგთაჲთ.

10 მომიგებს ძმისწული ჩემი და მეტყჳს: აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩემო, შუენიერო ჩემო, ტრედო ჩემო.

11 რამეთუ, აჰა, ესერა, ზამთარი წარჴდა და წჳმა დასცხრა და წარვიდა გზასა თჳსსა.

12 და ყუავილი გამოჩნდა ქუეყანასა ჩუენსა, ჟამი სხლვისაჲ მოიწია, ჴმაჲ გურიტისაჲ ისმა ქუეყანასა ჩვენსა.

13 ლეღუმან გამოუტევა გაგაჲ თჳსი, ვენაჴნი ყუავიან, მოსცეს სულნელებაჲ თჳსი. აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩემო, შუენიერო ჩემო, ტრედო ჩემო,

14 მოვედ თავით შენით, ტრედო ჩემო, საგრილსა ქუეშე კლდისასა, მახლობელად ზღუდისა, მაჩუენე მე პირი შენი და მასმინე მე ჴმაჲ შენი, რამეთუ ტკბილ არს ჴმაჲ შენი სმენად და პირი შენი შუენიერ.

15 ქალწულნი ეტყჳან სიძესა: მიპყრენით ჩუენ მელნი მცირნი, განმრყუნელნი ვენაჴთანი და ვენაჴნი ჩუენნი ყუავიან.

16 სძალი ეტყჳს: ძმისწული ჩემი ჩემდა და მე - მისა, რომელი ჰმწყსი შროშანთა შორის.

17 ვიდრემდის წარჴდეს დღე და მოადგენ აჩრდილნი, მოიქეც და ემსგავსე შენ, ძმისწულო ჩემო, ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ღელოვანთა.

<< ← Prev Top Next → >>