Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ქებათა-ქება

ბიბლია - ძველი ქართულით

ეკლესიასტე ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8

1 სიძე იტყჳს სძლისა მიმართ: აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო; აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ. თუალნი შენნი ტრედ არიან გარეშე დუმილისა მაგის შენისა. თმა შენი - ვითარცა არვე თხათაჲ, რომელნი გამოჩნდეს გალადით,

2 კბილნი შენნი - ვითარცა არვე მორისულთაჲ, რომელნი აღმოჴდეს საბანელით, ყოველნივე ორთმსხმელნი და ბერწი არა არს მათ შორის.

3 ვითარცა საბელი ძოწემული, ბაგენი შენნი და სიტყუაჲ შენი შუენიერ, ვითარცა ნაქურცენი ბროწეულისა, საკეთენი შენნი გარეშე დუმილისა მაგის შენისა;

4 ვითარცა გოდოლი დავითისი - ქედი შენი, რომელი-იგი აღშენებულ არს თალპიოდს, ათასი ფარი დამოკიდებულ არს ზედა და ყოველი ისარი ძლიერთაჲ.

5 ორნი ძუძუნი შენნი, ვითარცა ორნი თიკანნი მარჩბივნი ქურციკისანი, რომელნი ძოვედ შორის შროშანთა.

6 ვიდრე დღისა შერიჟუებადმდე და აჩრდილთა შეძრვად მე თჳთ მივიდე მთასა მურისასა და ბორცუსა გუნდრუკისასა.

7 ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, და ბიწი არა არს შენ თანა.

8 მოვედ, სძალო, ლიბანით, მოვედ ლიბანით. მოხჳდე და წარმოჰვლო დასაბამით სარწმუნოებისათ თხემსა ზედა სანარისა და ერმონისასა საყოფელთაგან ლომთასა და მთათაგან ვეფხთასა.

9 გუასურვე ჩუენ, დაო ჩუენო, სძალო, გული. გუალმე ჩუენ ერთითა თუალთა შენთათა და ერთითა მძივითა ყელისა შენისათა.

10 რაბამ განშუენდეს ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა, დაო ჩემო, სძალო. რავდენ განშუენდეს ძუძუნი შენნი ღჳნისაგან და სული მიჰრონთა შენთა უფროს ყოველთა ნელსაცხებელთა.

11 თაფლი დამოსწუთის ბაგეთა შენთა, სძალო, თაფლი და სძე ქუეშე ენასა შენსა და სულნელებაჲ სამოსელთა შენთა, ვითარცა სულნელებაჲ ლიბანისა.

12 მტილი მოკრძალულ არს დაჲ ჩემი, სძალი, მტილი დაჴშული და წყაროჲ დაბეჭდული.

13 მოციქულებანი შენნი - სამოთხე ბროწეულთა ნაყოფისა თანა ხეთა ხილნარისასა, კჳპარი ნარდიონითურთ.

14 ნარდიონი და ქურქუმაჲ, საკუმეველი, ლერწმისა და კინამოჲ, ყოველთა თანა ხეთა ლიბანისათა, მური და ალოჲ ყოველთა თანა პირველთა ნელსაცხებელთა.

15 წყაროჲ, მტილი და ჯურღმული წყლისა ცხოველისა და მსწრაფლგამომავალისა ლიბანით.

16 სძალი იტყჳს: აღდეგ, ჩრდილოო, და მოვედ, ბღუარო, მოჰბერე მტილსა ჩემსა და დიოდენ ნელსაცხებელნი ჩემნი. სძალი ევედრების სიძესა და ეტყჳს: შთაჴედინ ძმისწული ჩემი მტილსა თჳსსა და ჭამენ ხილნარი ნაყოფთა თჳსთა.

<< ← Prev Top Next → >>