Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ქებათა-ქება

ბიბლია - ძველი ქართულით

ეკლესიასტე ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8

1 სძალი ევედრების სიძესა და ეტყჳს:
შევედ მტილსა ჩემსა, დაო ჩემო, სძალო! მოვისთულე მური ჩემი ნელსაცხებელით ჩემითურთ, ვჭამე პური ჩემი თაფლითა ჩემითა. ვსუ ღჳნოჲ ჩემი სძითა ჩემითა. ჭამეთ, მოყუასნო ჩემნო, და სუთ, დაითრვენით, ძმისწულნო ჩემნო.

2 მე მძინავს, და გული ჩემი მღჳძარე არს. სძალი მოვიდეს სიძისა მიმართ და ირეკდეს კარსა: ჴმაჲ ძმისწულისა ჩემისა ჰრეკს კარსა. სიძე უჴმობს სძალსა: განაღე, დაო ჩემო, მახლობელო ჩემო, ტრედო ჩემო, სძალო ჩემო, რამეთუ თავი ჩემი აღივსო ცუარითა, და თმანი ჩემნი - ცუართაგან ღამისათა.

3 სძალი იტყჳს: განვიძარცუე სამოსელი ჩემი, ვითარმე შევიმოსო იგი? დავიბანენ ფერჴნი ჩემნი, ვითარმე შევაგინნე იგინი?

4 ძმისწულმან ჩემმან მოყო ჴელი მისი სარკუმლით გამო და მუცელი ჩემი აღიძრა მის ზედა.

5 აღვდეგ მე განღებად კარისა ძმისწულისა ჩემისა, ჴელთა ჩემთა დასწუთა მური, თითთა ჩემთა მური სავსედ კართა ზედა საჴშველისათა.

6 განუღე მე ძმისწულსა ჩემსა, ძმისწული ჩემი წარვიდა და სული ჩემი განვიდა სიტყუასა მისსა თანა. ვეძიებდ მას და არა ვპოვე იგი, უჴმობდ მას და არა ჴმა-მცა.

7 მპოვეს მე მჴუმელთა, რომელნი მოჰვლიდეს ქალაქსა, მცეს და მწყლეს მე და განმძარცუეს სამოსელი ჩემი მცველთა ზღუდისათა.

8 გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, უკუეთუ სადა ჰპოვოთ ძმისწული ჩემი, უთხართ მას, ვითარმედ წყლულ ვარ მე სიყუარულითა.

9 ასულთა იერუსალიმისათა და მცველთა ზღუდისათა ჰკითხეს სძალსა: რაჲ არს ძმისწული შენი ძმისწულისაგან, შუენიერო დედათა შორის? რაჲ არს ძმისწული შენი ძმისწულისაგან, რამეთუ ეგრეთ გუაფუცებ ჩუენ?

10 სძალმან წამ-უყო ძმისწულისათჳს, ვითარ-რაჲ იყო და ეტყჳს: დისწული ჩემი მწყაზარ და მწითურ, გამორჩეულ შობითგან ბევრეულთაგან;

11 თავი მისი - ოქროჲსა ოფაზისაჲ, თხზული თმათა მისთაჲ, ვითარცა ჭედილი, შავ, ვითარცა ყორანი;

12 თუალნი მისნი, ვითარცა ტრედისანი, სავსებასა ზედა წყალთასა განბანილნი სძითა, მჯდომარე სავსებასა ზედა წყალთასა;

13 ღაწუნი მისნი, ვითარცა ფიალნი ნელსაცხებელთანი, ფშჳან სულნელებასა ნელსაცხებელთმგბოლველთასა, ბაგენი მისნი - შროშან და მომწთოლვარე მურითა სავსედ.

14 ჴელნი მისნი - ოქროჲსანი, წახნაგებულ, აღვსებულ თარშითა, მუცელი მისი, ვითარცა ფიცარი პილოჲსძუალისაჲ, თუალსა ზედა საფიროვნსა;

15 წჳვნი მისნი - სუეტნი მარმარილოსანი, დაფუძნებულნი ხარისხსა ზედა ოქროჲსასა; ხილვაჲ მისი, ვითარცა ლიბანი რჩეული და ვითარცა ნაძუნი;

16 ჴორჴი მისი - სიტკბოებაჲ და ყოვლად საწადელ. ესე არს ძმისწული ჩემი და ესე არს მახლობელი ჩემი, ასულნო იერუსალიმისანო.

17 ჰკითხვიდეს ასულნი იერუსალიმისანი, სადა წარვალს ძმისწული მისი: ვიდრე ვიდა ძმისწული შენი, შუენიერო დედათა შორის? ვიდრე მიიმართა ძმისწულმან შენმან? და ვიძიოთ იგი შენ თანა?

<< ← Prev Top Next → >>